COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » Wi-Fi თავისუფლება თბილისში

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=48&artpage=4&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

ცუდი ამ სამ კავშირში არის ის რომ დაუკითხავათ პრიორიტეტული კავშირი აქვს თავის თავზე აღებული Courtyard Marriott-ის დაშვების წერტილს. 3 დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ადამიანს შევხვდი რომლებმაც თხოვნით მომმამართეს გამერკვია რა ხდებოდა მათ კომპიუტერებში.  რატომ იყო ჩემთვის ინტერნეტი უფასო და მათთვის ფასიანი. ორ მომხმარებელს იოლად მოეძებნა გამოსავალი როდესაც ვაჩვენე რამდენი ქსელი მუშაობს ირგვლივ და რომელია უფასო, აი ერთ მომხმარებელს კი ვერაფრით დავეხმარე, იმიტომ რომ მისი ქსელის ადაპტერი კორექტულად არ იყო კონფიგურირებული შედეგად Wi-FI-ს აქტივირებისას დაუკითხავად უკავშირდებოდა პრიორიტეტულ GANAG-ს, შედეგად იღებდა მოთხოვნას გადაეხადა ფული. სამწუხაროდ დრაივერების და შესაბამისი პროგრამული პაკეტების ხელთ არ ქონის გამო შეუძლებელი იყო სიტუაციის გამოსწორება და ამოსარჩევი სიის გამოტანა. საინტერესოა ამ ახალგაზრდამ მომავალში როგორ დაძლია თავისი პრობლემა.

ისე ჩვენში დარჩეს და ეს საკითხი როგორმე უფასო დაშვების წერიტილის ავტორებს უნდა მოეგვარებინათ, თუმცა მთლად მათი ბრალიც არ არის, მაგრამ რამენაირად რომ გაერკვიათ და დაეკონფიგურირებინათ ქსელი ისე, რომ პრიორიტეტული ყოფილიყო არა GANAG-ის ქსელი არამედ MAGTI-ს ქსელი, მაშინ გამოუცდელ მომხმარებლებსაც პრობლემები გაუქრებოდათ.

მოკლედ ფასიანი და გაუგებარი დანამატები ქსელები ჩვენ არ გვაინტერესებს, ამიტომაც ვტესტავთ მხოლოდ მერიის პროექტით განხორციელებულ ქსელს. როგორც სურათიდან ხვდებით ქელის უზრუნველყოფას მობილური ოპერატორი MAGTI ახორციელებს. ამას Wi-Fi კავშირის დროს კონკრეტულად იგრძნობთ, კავშირის დამყარების შემდეგ და პირველად ინტერნეტში შესვლისას საყვარელი საიტის მაგივრად დაინახავთ კომპანია Magti-ს ლოგოტიპს, შემდეგ კი მოხდება თქვენი გადამისამართება მოთხოვნილ ვებ-გვერდზე. ეს ნაბიჯი ერთჯერადია და დღის განმავლობაში ამ შეტყობინებას მეორედ არ მიიღებთ.

კარგი ბატონო ახლა მივხედოთ თვითონ ინტერნეტს და მის კომფორტულ მუშაობას. საერთოდ სიტუაცია არაერთგვაროვანია, როგორც ექსპერიმენტებმა მიჩვენა ერთ დღეს სიჩქარე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს, მეორე დღეს კი შეიძლება კოსმოსური სიჩქარეები იყოს. ამ დროს ქართული ინტერნეტი (იგულისხმება საქართველოში განთავსებულ სერვერებზე მომუშავე საიტები) მუდმივად ჩქარი რჩება, სიჩქარეების ცვლის ტენდენცია უცხოურ ტრაფიკს, ეგრეთქოდებულ გარე ინტერნეტს ახასიათებს. ტესტირების დროს  კორექტული სიჩქარის მისაღებად მომიწია რამდენიმე ცნობილ რესურსზე გასვლა და ფაილების ჩამოტვირთვა, იმისათვის რომ უხეში წარმოდგენა მიმეღო.

მაშ ასე ტესტი სიჩქარეზე. თავიდან მივაკითხოთ უცხოურ საიტებს. ყველაზე სტაბილური ამ შემთხვევაში არის Microsoft.com, Sun.com, Fedora.org და ამდაგვარი რესურსები. სიჩქარე სან კარგია ხან საშინელია, გააჩნია ალბათ დღეს და ირგვლივ შენობებში უფასოდ ვინ რამდენ ინტერნეტს ყლაპავს. მაგალიტად პირველ დღეს ჩემს და გასაოცად რესურსი Sun.com საერთოდ არ გაიხსნა. საინტერესო ფაქტია არა! კომპანია რომელიც მუშაობს ქსელურ აპარატურაზე, ქსელის აჩქარების მექანიზმებზე, იგონებს სხვადასხვა როუტერებს, სვიჩებს და ქსელის გამანაწილებლებს, საკუთარ სერვერად აყენებს რაღაც საშინელებას. თუმცა ეს კომაპნია SUN-ის ბრალი ნაკლებადაა, როგორც ხვდებით ეს დამოკიდებულია პროვაიდერზე და მომხმარებლების ღორმუცელობაზე. ნორმალურ შემთხვევაში ამ კომპანიის საიტები ტყვიასავით იხსნება. რამდენიმე ცდამ პირველ დღეს შედეგი არ მომცა. აი მეორე დღეს კი ინტერნეტის ცნობა შეუძლებელი იყო, სახლში საკაბელო ინტერნეტის დროსაც კი არ იხსნება ასეთი სისწრაფით SUN.COM-ის რესურსი. კარგი ბატონო მივხედოთ მეორე რესურსს.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.