4. პრაქტიკულად ბოლო ნაბიჯზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაფიქსიროთ WGA/OGA იდენტიფიკატორი, ამისათვის გახსენით საქაღალდე STAGE 3 და შიგნით არსებული პროგრამა გაუშვით, გამოსულ ფანჯარაზე დააჭირეთ ღილაკს YES. მორჩა საქმე საბოლოოდ გაკეთებულია. გილოცავთ ლიცენზირებული Windows XP ოფიციალურად გაქვთ დაინსტალირებული.
5. დაგვრჩა შემოწმება. კარგია როდესაც მე ვამტკიცებ, რომ აწი ოფიციალური სისტემა გაქვთ, მაგრამ ამას ხომ შემოწმება უნდა? ამიტომ ისევ გახსენით საქაღალდე STAGE 4 და გაუშვით ოფიციალური ვერიფიკატორი.
რამდენიმე წამში უნდა მიიღოთ იგივე ფანჯარა რაც პირველი გაშვებისას გამოვიდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად პირველ ხაზზე ამაყად ენთება მწვანე წარწერა Genuine. ანუ ლიცენზია და ოფიციალუობა შემოწმებულია, ყველაფერი წესრიგშია.
6. შემდეგ ნაბიჯად გირჩევთ გაცუნცულდეთ Microsoft-ის ვებ-გვერდზე. მკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს Internet Explorer-ს უნდა გავაგებინოთ ჩვენი სისტემა ოფიციალურია. ამისათვის მაგალითად გადადით შემდეგ მისამართზე ვითომდა ვაპირებთ Windows Defender-ის ჩამოტვირთვას, ეს ოპერაცია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვაინტერესებს, ოფიციალური საიტი ჩამოტვირთვის წინ აუცილებლად მოგვთხოვს ლიცენზიის შემოწმებას, Validation Required, დააჭირეთ ღილაკს Continue.
დაიცადეთ რამდენიმე წამი და შემოთავაზებული იქნება ლიცენზირების შემმოწმებელი პაკეტის დაინსტალირება. თუ თქვენ იყენებთ Windows XP Sp2-ს, მაშინ ბროუზერის ზედა ნაწილში რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ (დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე) გამოჩნდება ActiveX-ის დაინსტალირების ინფორმაციული ხაზი. დააჭირეთ გამოჩენილ მოყვითალო ხაზს გამოვა სამი პუნქტისგან შემდგარი შეტყობინება, ამოირჩიეთ install ActiveX Control.
გამოვა ცალკე ფანჯარა სადაც შემოთავაზებული იქნება ActiveX კომპონენტის დაინსტალირება, დააჭირეთ ღილაკს Install, ამის შემდეგ შემმოწმებელი მოდული ავტომატურად დაინსტალირდება სისტემაში, შეამოწმებს თქვენს სისტემის ლიცენზიას და დიდ მადლობას მოგიხდით ბიძია ბილის სახელით, იმისათვის რომ კაი ადამიანი ხარ და ოფიციალურ ვერსიას იყენებთ. ამის შემდეგ შეგეძლებათ სასურველი პროდუქტის დაქაჩვა.
მომავალში თუ რაიმე პროდუქტის დაქაჩვას დააპირებთ არანაირი დამატებითი მოდულის დაინსტალირება აღარ მოხდება. ყველაფერი უკვე შემოწმებულია, შეგიძლიათ თამამად ქაჩოთ Microsoft-ის საიტიდან ნებისმიერი პროდუქტი, პლიუს შეგიძლიათ გალურჯებამდე ქაჩოთ საყვარელი Windows XP-ს განახლებები.
კვანძი
ეს მეთოდი გამოადგება არა მარტო იმ მომხმარებლებს ვისაც ახალი დაყენებული სისტემა აქვს და სურს თავისი Windows-ი ოფიციალურად გაასაღოს, არამედ გამოადგება იმასაც, ვისაც სისტემა კაიხანია დაყენებული აქვს, ასევე გამოიყენებს ის მომხმარებელიც ვინც Microsoft-ის განახლებების ცენტრიდან აიკიდა Genuine შემოწმების მოდული და კომპიუტერის ჩართვა გამორთვისას აფრთხილებს რომ მისი სისტემა არალიცენზირებულია. გაიარეთ ყველა ეს ეტაპი, გადატვირთეთ კომპიუტერი და ყველანაირი შეტყობინება გაქრება, იმიტომ რომ ამიერიდან თქვენ ოფიციალური Windows-ი გაქვთ დაინსტალირებული, შესაბამისად გაფრთხილებები თქვენ არ გეხებათ.
პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი
აუ მაინტერესებს ძაან რა განსხვავებაა ვინდოუსის გადაყენებასა და დაყენებასა