მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » პროცესორები
Intel Nehalem - ახალი პროცესორი 2008 წელს
Intel-ის უდიდესი არქიტექტურული ცვლილება წელიწადზე ნაკლებ დროში


როდის?

ალბათ ძალიან მოგეწონათ ახალი არქიტექტურა და გინდათ, რაც შეიძლება მალე ჩაიგდოთ ხელში, მით უმეტეს, რომ მუშა პროცესორები უკვე არსებობს. Nehalem-ის პირველი პროცესორები, რომლებიც 2008 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა გაყიდვაში, განკუთვნილი იქნება დესკტოპ სეგმენტისთვის, შესაბამისად მათი კოდური სახელი იქნება - Bloomfield. 2008 წელს ასეთი პროცესორი სულ სამი იქნება. სამივე მათგანი იქნება ოთხბირთვიანი და სავარაუდოდ იმუშავებენ 3 გჰც-ზე დაბალ სიხშირეზე. რაც შეეხება რვაბირთვიან პროცესორებს, ისინი 2009 წელს მოევლინებიან სამყაროს. იგივე ეხება პროცესორებს, რომლებსაც ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი ექნებათ.


რას აპირებს კონკურენტი?

ძალიან საინტერესოა, რას აპირებს კონკურენტი AMD, რა უნდა დაუპირისპიროს კონკურენტის რევოლუციურ Nehalem-ს? AMD Phenom/Barcelona ბირთვის, იგივე K10-ის შემდეგ აპირებს K10.5-ის გამოშვებას. სამწუხაროდ, K10.5 რევოლუციურს არაფერს გვთავაზობს. ეს იგივე K10-ია, რომელიც 65 ნანომეტრული ტექნოპროცესის ნაცვლად დამზადებული იქნება 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით. AMD-ს განცხადებით, K10.5 სამყაროს 2008 წლის მეორე ნახევარში მოევლინება და სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება Nehalem-თან ბრძოლა. რაც შეეხება AMD-ს ახალ არქიტექტურას, Bulldozer-ს, იგი მხოლოდ 2009 წლისთვისაა დაგეგმილი.


დასკვნა

ამ სტატიაში შევაჯამეთ ამ დროისთვის ცნობილი ყველა ფაქტი ინტელის ახალი, რევოლუციური არქიტექტურის, Nehalem-ის შესახებ. ახალი არქიტექტურა ნამდვილად კარგია, აქვს ძალიან კარგი დიზაინი, პროცესორის პრაქტიკულად ნებისმიერი კომპონენტი ექვემდებარება კონტროლს. ახალი დიზაინი საშუალებას იძლევა ადვილად დამზადდეს მრავალბირთვიანი პროცესორები და  ინტეგრირებული იყოს გრაფიკული პროცესორი ცენტალურ პროცესორთან. გვაქვს გაზრდილი ბირთვების რაოდენობა და გაზრდილი სიჩქარეები. მოკლედ, ახალ არქიტექტურაზე ცუდი არაფერი გვეთქმის. ისღა დაგვრჩენია, პირველი პროცესორების გამოსვლას დაველოდოთ (სავარაუდოდ, ეს ლოდინი 10-11 თვე გასტანს). ჩვენ კი, Nehalem-თან დაკავშირებულ სიახლეებს საიტზე შემოგთავაზებთ. მომავალში, თუ სიახლეები საკმაო რაოდენობით დაგროვდება, ალბათ ამ სტატიასაც განვაახლებთ.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 5
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

რა დრო გავიდა ხალნხნო. ორი 2 დღის წინ I9დავუყენე ჩემს კომპს და დაფრინავს
ინტელი აანონსებ მალევე შემდეგი თაობის პროცესორს.
28-12-2020, 11:09:07 | katafalka

Intel Core 2 Duo E7500 აქვს DDR3-ის მხარდაჭერა ?:S
25-07-2010, 10:31:09 | systematic

VGIJDEBI PROCESOREBZEEEEEEEEEEEEEEEEE!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! KARGIA ROM ARSEBOB!!!!!!!MPUA
08-07-2008, 15:20:58 | sonny


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.