COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » პროცესორები » Intel Nehalem - ახალი პროცესორი 2008 წელს

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=51&artpage=3&type=preview


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » პროცესორები
Intel Nehalem - ახალი პროცესორი 2008 წელს
Intel-ის უდიდესი არქიტექტურული ცვლილება წელიწადზე ნაკლებ დროში



ახალი Hyper-Threading: IDF 2007-ზე წარმოდგენილი სისტემა მუშაობდა ორ ოთხბირთვიან Nehalem პროცესორზე, რომლებიც ოპ. სისტემაში ჩანდა, როგორც 16 ლოგიკური პროცესორი. ასევე, 16-ვე ლოგიკური პროცესორი მეტნაკლებად დატვირთული იყო, ანუ ტექნოლოგია რეალურად მუშაობდა. Nehalem-თან ერთად დაბრუნდება დიდი ხნის დავიწყებული Hyper-Threading ტექნოლოგია, თუმცა ეს არ იქნება ძველი ტექნოლოგიის ასლი. ინტელის განცხადებით, Nehalem-ში გამოყენებული Hyper-Threading იქნება ძველის საკმაოდ გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესორის რესურსების უკეთესად გამოყენებას. Hyper-Threading-ის საშუალებით, Nehalem-ის ოთხბირთვიანი პროცესორი სისტემაში გამოჩნდება როგორც რვა ლოგიკური ბირთვი, ხოლო რვაბირთვიანი პროცესორი გამოჩნდება როგორც თექვსმეტი ლოგიკური ბირთვი.

 
ფორუმზე წარმოდგენილი მუშა Nehalem-ის პროცესორები. ხედავთ 16 ბირთვს?

ტრანზისტორების რაოდენობა: როგორც უკვე იცით, Nehalem-ის ოთხბირთვიან ვერსიას 731 მილიონი ტრანზისტორი ექნება. შედარებისთვის, Penryn-ის ოთხბირთვიან დესკტოპ პროცესორს, Yorkfield-ს 820 მილიონი ტრანზისტორი აქვს. ტრანზისტორების შემცირებული რაოდენობა გამოწვეულია მეხსიერების კონტროლერისა და ჩრდილოეთ ხიდის პროცესორის ბირთვზე ინტეგრირებით. უბრალოდ, ბირთვზე მეტი ადგილი არაა და არც ბირთვის ზომის გაზრდაა მომგებიანი.
კეშ-მეხსიერება: ოთხბირთვიან Nehalem პროცესორს ექნება 8 მეგაბაიტი L3 დონის კეში, რომელიც გაშარინგებული იქნება ბირთვებს შორის. რაც შეეხება L1 და L2 დონის კეშებს, ისინი პროცესორის თითოეული ბირთვისთვის ინდივიდუალური იქნება. ჯეროჯერობით უცნობია L2 დონის კეშის ზუსტი მოცულობა, თუმცა სავარაუდოდ, Nehalem-ის თითოეულ ბირთვს 512 კილობაიტი L2 კეშ-მეხსიერება ექნება. L2 და L3 კეშის საერთო მოცულობა 10 მეგაბაიტი გამოდის. ეს მოცულობა ისევ ნაკლებია Yorkfield-ის 12 მეგაბაიტიან L2 დონის კეშზე. კეშების შემცირებული მოცულობა ისევ და ისევ პროცესორის ახალი დიზაინითაა გამოწვეული.


ოთხბირთვიანი Nehalem-ის ბირთვის სურათი. ამ სურათზე ყველაფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურებულია. სათუოა მხოლოდ L2 დონის კეშ-მეხსიერების მოცულობა

ტექნოლოგიების მხარდაჭერა: Nehalem-ს ცხადია, ექნება ყველა იმ ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც აქვს Penryn-ს (Intel Visualization Technology, Intel’s Trusted Execution, Intel SpeedStep, Executive Bit, IA64, SSE 4 და ა.შ.). მაგრამ, იქნება სიახლეებიც: ახალ პროცესორს ექნება SSE 4.2-ის მხარდაჭერა (იგივე SSE 4.1, მხოლოდ გაზრდილი რაოდენობის ინსტრუქციებით). კონკურენტი AMD თავის Bulldozer პროცესორებში (რომელიც გამოვა K10.5-ის შემდეგ) აპირებს SSE 5 ინსტრუქციების მხარდაჭერის რალიზებას. სწორედ ამ ფაქტის გამო, სავარაუდოდ, Nehalem-საც ექნება აღნიშნული ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
პროცესორის მენეჯმენტი: Nehalem-ის არქიტექტურა საშუალებას იძლევა დინამიურად მოხდეს პროცესორის პრაქტიკულად ნებისმიერი კომპონენტის მართვა. შესაძლებელი იქნება სიხშირისა და ვოლტაჟის კონტროლი. შესაძლებელი იქნება ფიზიკური ბირთვების ინდივუალურად გათიშვა. ეს ეხება ლოგიკურ ბირთვებსაც. ასევე, შესაძლებელი იქნება კეშის კომპონენტების გათიშვა და QuckPath Interconnect-ის კონფიგურირებაც. სავარაუდოდ, Nehalem-ი საშუალებას მოგვცემს (AMD-ს ახალი პროცესორების მსგავსად) მოვახდინოთ ბირთვების ინდივიდუალური ოვერლოკირება.
ენერგომოხმარება: დღესდღეობით ცნობილია, რომ Nehalem-ის დესკტოპ ვარიანტის, Bloomfield-ის ტოპ-მოდელების მაქსიმალური ენერგომოხმარება 130 ვატი იქნება. ეს საკმაოდ კარგი ინფორმაციაა, რადგან დღევანდელი ოთხბირთვიანი Yorkfield-ის ტოპ-მოდელების ენერგომოხმარება 136 ვატია.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

რა დრო გავიდა ხალნხნო. ორი 2 დღის წინ I9დავუყენე ჩემს კომპს და დაფრინავს
ინტელი აანონსებ მალევე შემდეგი თაობის პროცესორს.
28-12-2020, 11:09:07 | katafalka

Intel Core 2 Duo E7500 აქვს DDR3-ის მხარდაჭერა ?:S
25-07-2010, 10:31:09 | systematic

VGIJDEBI PROCESOREBZEEEEEEEEEEEEEEEEE!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! KARGIA ROM ARSEBOB!!!!!!!MPUA
08-07-2008, 15:20:58 | sonny


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.