COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » გამოფენები » ElcomCaucasus 2007 - იმედგაცრუება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=53&artpage=2&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ElcomCaucasus 2007 - იმედგაცრუება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად
იმედგაცრუება ზოგისთვის უფასოც იყო...

ElcomCaucaucasus 2007-ზე მონაწილებოა მიიღო შემდეგმა 27-მა კომპანიამ:

11.01 - Infozavri Group - ID ბარათები, პლასტიკური ბარათები, შესაბამისი პრინტერები, ინფორმაციული სკანერები.
11.02 - IBS - ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები.
11.03 - Incotex Co. - ერთ და სამფაზიანი მრიცხველები ინფორმაციის ციფრული ინტერფეისებით გადაცემის მხარდაჭერით.
11.04 - Georgian Business Week - გაზეთი Georgian Business Week.
11.05 - Electrograd - კომპლექსური ტრანსფორმატორული ქვესადგურები, დაბალვოლტიანი კარადები, გამანაწილებელი ხელსაწყოებიმ ჩამრთველიანი კარადები, ელექრტოსამონტაჟო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.
11.05 - Holding Company “EMV” - ენერგოობიექტების ტექნიკური აუდიტი.
11.05 - Tel Industry Georgia - გამანაწილებელი მოწყობილობების მშენებლობა და რემონტი.
11.06 - Semper - საწარმოო ავტომატიზაციის დანადგარები.
11.07 - Georgia Today - გაზეთი “Georgia Today”
11.08 - GTS Electronics - გარანტირებული და უწყვეტი კვების წყაროები.
11.09 - Orienter - ბუკლეტები, კალენდრები, საიმიჯო დიზაინი.
11.10 - Lagi - სათვალთვალო კამერები, ფერადი და შავთეთრი. დაშვების კონტროლის სისტემები და უსაფრთხოება.
11.11 - Electroshield - Samara - ელ-ენერგიის პროდუქცია და ტრანსფორმატორები.
11.12 - NIK - ელექტროენერგიის აღმრიცხველი სისტემები, ენერგომატარებლების აღრიცხვის სისტემები, ელ-ქვესადგურების მშენებლობა, უწყვეტი კვების სისტემები, ელექტროგამანაწილებელი სისტემები.
11.13 - Real Eastate - უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა (ამ კომპანიის საქმიანობაზე ბუკლეტში ინფორმაცია არ არის).
11.14 - Card Solution - პლასტიკური ბარათების პრინტერები, ბარათები, სახარჯო მასალა, წამკითხავები, უსაფრთხოების სისტემები, სერვისი და აქსესუარები.
11.15 - Elgama - Elektonika - დენის მრიცხველები და ავტომატიზირებული წამკითხავი სისტემები.
11.16 - Insta - ელექტროგაყვანილობა, კავშირგაბმულობა, სახანძრო უსაფრთხოება.
11.17 - Beta - რადიოსაკომუნიკაციო სისტემები, პულტები, გადამცემები, დაცვითი და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები.
11.18 - (ბუკლეტში ამ ნომერზე კომპანია მითითებული არაა)
11.19 - Tata Solutions - პლასტიკური ბარათების დამზადება, შესაბამისი სისტემური, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა, საკუთარი სტამბა.
11.20 - TSC - Tech Service Centre - კომპიუტერებისა და ორგტექნიკის მომსახურება, შეკეთება-აღდგენა.
11.21 - Metro - გაზეთი ”მეტრო”
11.22 - Yellow Pages Tbilisi - ყვითელი ფურცლები თბილისი - თბილისის ცნობარი
11.23 - Kviris Palitra - გაზეთი ”კვირის პალიტრა”
11.24 - Georgian Times - გაზეთი Georgian Times.
11.25 - Meskheti - სამშენებლო-სარემონტო, ელექტრო-სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოები.
11.26 - CaucasusElectroMarket - კაბელები, სხვადასხვა სახის როზეტები, ჩამრთველები, შიდა სამონტაჟო კოლოფები და სხვ. მრიცხველები, ტრანსფორმატორები, ლამპიონები და ბოძები გარე განათებისთვის.
11.27 - Vika - ტემპერატურის ელექტრული მზომები (ამ კომპანიის საქმიანობაზე ბუკლეტში ინფორმაცია არ არის).
11.XX - UltraTechnics - კომპანია SonyEricsson-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
11.XX - Videoscope - კომპანია Sony-ს პროფესიონალური ვიდეო კამერების დისტრიბუტორი. სამწუხაროდ, ბუკლეტში არც ეს კომპანია იყო მოხსენიებული.

11.05 ბუკლეტში სამჯერ წერია, შესაბამისად, სამჯერ გადმოვწერე.

წელს კომპ-მომხმარებლისთვის საინტერესო სტენდები პრაქტიკულად არ იყო. თუმცა, ბევრს მოეწონებოდა ”ულტრატექნიკსის” სტენდი. ასევე საინტერესო იყო INFOZAVRI-სა და IBS-ის (კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა მუშა შტრიხკოდების წამკითხავი სისტემა და სენსორული ეკრანი) სტენდებიც. ზოგიერთს დააინტერესებდა კომპანია Videoscope-ს შემოტანილი Sony-ს პროფესიონალური ვიდეოკამერები. თუ სათვალთვალო ვიდეო-სისტემებიც გაინტერესებთ, კომპანია BETA-ს სტენდიც დაგაინტერესებდათ...

დასკვნა

ჯამში, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ElcomCaucasus 2006 წლევანდელს ჯობდა, თანაც ბევრად. ანუ გვაქვს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, ეს კი ძალიან ცუდია. კომპიუტერული ფირმების ინტერესი ამ გამოფენისადმი არ იგრძნობა (თუმცა ისინი არაფერს აწარმოებენ). თუ ერთხელ კიდევ გადახედავთ გამოფენის მონაწილე კომპანიების სიას, აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ ბევრი წესით ამ გამოფენას არ უნდა ესწრებოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ElcomCaucasus-ი მათი სამუშაოს სპეციფიკას არ განეკუთვნება. შედეგად, ისედაც პატარა გამოფენაზე კიდევ უფრო მცირე ადგილი რჩება იმ მონაწილეებისთვის, ვინც რეალურად მუშაობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ელექტრო-კომპიუტერულ ტექნიკასთან.


მეორე დღე: წასულან...

რეკომენდაციები


სტატიის ბოლოს, გვინდა რამდენიმე რეკომენდაცია მივცეთ გამოფენის ორგანიზატორებს:
უპირველესად, გასათვალისწინებელია, რომ ElcomCaucasus-ი ქართველი კომპ-მომხმარებლების უმეტესობისთვის ახალი ტექნოლოგიების რეალურად ხილვის თითქმის ერთადერთი შესაძლებლობაა, ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც შესაბამის სფეროებში მუშაობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოფენო სივრცის დიდი ნაწილი პრაქტიკულად იკარგება.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპიუტერული ფირმები თითქმის არაფერს აწარმოებენ, კარგი იქნება მათი მონაწილეობა გამოფენაზე (მათ შორის შეიძლება მოხდეს შეთანხმებაც, რათა ერთნაირი პროდუქცია არ წარმოადგინონ გამოფენაზე). ეს საკმაოდ გაზრდის გამოფენისადმი ინტერესს, რადგან მომხმარებელს საშუალება ექნება ნახოს რეალურად მუშა კომპიუტერული ტექნიკა.

სულ ეს იყო ElcomCaucasus 2007. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოფენის ორგანიზატორები ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და 2008 წელს გაცილებით უკეთეს გამოფენას შემოგვთავაზებენ ვიდრე იგივე 2006 ან 2007 წლებში.


გალერეა

გთავაზობთ ElcomCaucasus 2007-ზე გადაღებული ფოტოების გალერეას (სურათები გადაღებულია Sony Ericsson K750-თა და W810-ით):


  
  
  
  
  
  
  
 
  
  
  

სტატიის სათაურისა და ფოტომასალის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს აქტიურ წევრს, მიხეილ ნადარეიშვილს, იგივე Domen-ს.

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


სურათები თემაზე

თემატური სტატიები






გამოხმაურება

ციტატა
სტატიის სათაურისა და ფოტომასალის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს აქტიურ წევრს


სხვათაშორის, მივხვდი ვინც იქნებოდა W810-ის მფლობელი
სტატია კი კარგია, მაგრამ გამოფენას რა ეშველება, რა ვიცი...
14-11-2007, 11:25:41 | Shako


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.