COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » Google AdSense – დიდი ფული თუ...

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=54&artpage=3&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Google AdSense – დიდი ფული თუ...


მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ.

კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


დასკვნა

ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ.

ახლა კი შეპირებული საჩუქარი: ამ არქივში ორი წიგნია მოთავსებული AdSense-ის შესახებ. წიგნებში დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ის, რაც მე მოკლედ მიმოვიხილე (და არა მარტო ეს). ისწავლით როგორ მოახდინოთ საიტისა და რეკლამების ოპტიმიზაცია, გაეცნობით დამხმარე პროგრამებს და ა.შ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს წიგნები + თქვენი მონდომება დიდი ფულის წყარო შეიძლება გახდეს. ესეც წიგნები: http://downloads.wow-info.net/adsense-books.rar

პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

მაგარი რაღაცაა, საღოლ.
31-05-2009, 14:17:15 | RIDER

და რა მაინტერესებს სხვისი IP 24 საათში ერთხელ უნდა დაფიქსირდეს თუ რამდენის უნდა იმდეი აჯიროს და ჩამეთვლება?
30-10-2008, 17:08:17 | popc0rn


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.