მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მობილურები
ქართული უნიკოდ შრიფტი მობილურებში
Sony Ericsson-ის არა-სმარტფონებში



პირველ რიგში, დაგჭირდებათ პროგრამა SEtool2 LITE, რომელსაც გადმოწერთ აქედან (პაროლი: compinfo.ge). ასევე დაგჭირდებათ უნიკოდ ფონტი და რედაქტირებული FONTS.XML ფაილი, სადაც გაწერილია რომელი ფონტი უნდა გამოიყენოს სისტემამ. უნიკოდ ფონტისა და რედაქტირებული FONTS.XML-ის არქივის გადმოწერა ასატვირთად გამზადებული ფაილების სტრუქტურით (შრიფტები უნდა აიტვირტთოს ტელეფონის მეხსიერებაში მდებარე tpa\preset\system\fonts დირექტორიაში) შეგიძლიათ აქედან.

ახლა კი გადავიდეთ საქმეზე. ჯერ საჭიროა, დაინსტალირებული გქონდეთ სპეციალური დრაივერები, რომლებიც გამოიყენება მობილური ტელეფონების კუსტომიზაციის დროს. დრაივერი მოყვება SEtool2 LITE-ის არქივს, რომელიც .../ drivers\USBFlash_driver დირექტორიაში დევს. ამ საქაღალდეში მყოფ ggsemc.inf ფაილზე დააწკაპეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ Install-ს.

დრაივერების დაინსტალირების შემდეგ გაუშვით SEtool2 LITE. Phone Type-ში აირჩიეთ თქვენი მობილური ტელეფონი, MISC Files-ში აირჩიეთ გადმოწერილი utf-8_fonts.zip და დააჭირეთ ღილაკს FLASH.



ახლა საჭიროა მობილური ტელეფონი მივუერთოთ კომპიუტერს. ამისათვის, საჭიროა გამორთოთ ტელეფონი, ამოიღოთ ბატარეა, SIM ბარათი და მეხსიერების ბარათი. კვლავ ჩადეთ ბატარეა თავის ადგილას (არ ჩართოთ ტელეფონი!), მობილურის კლავიატურაზე დააჭირეთ თითი ღილაკ C-ს (არ აუშვათ!) და მიუერთეთ სტანდარტული DCU-60 USB კაბელი (ეს ის კაბელია, რომელიც თქვენს ტელეფონს მოყვა). როცა პროგრამა ტელეფონს იცნობს, შეგიძლიათ С ღილაკს აუშვათ თითი და მშვიდად დაელოდოთ მუშაობის დასრულებას. 1-2 წუთში პროგრამა ფაილებს ატვირთავს ტელეფონის მეხსიერებაში.



გათიშეთ პროგრამა, გამოაძრეთ კაბელი ტელეფონს, ამოიღეთ ბატარეა და ჩადეთ SIM და მეხსიერების ბარათი (ცხადია ბატარეაც).
მორჩა, ახლა შეგიძლიათ მშვიდად ჩართოთ ტელეფონი და რომელიმე ქართულ საიტზე შეხვიდეთ. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე სკრინშოტს, რომლებზეც თქვენს მოხიბვლას Sony Ericsson K800i და Compinfo.ge ცდილობენ.

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.9



გამოხმაურება

მაგარი განვითარდა მობილურები. მომავლიდან გესაუბრებით - აიფონ 12 დაფრინავს , ისეთი მობილური შესაძლებლობები აქვს. ასევე არის სამსუნგების სმარფონები , რომელიც ძლებს 2 დღე დატენვის გარეშე.
30-12-2020, 11:08:17 | giorga12

ლინკები გასწორებულია :)
19-02-2010, 12:45:13 | Power_VANO

SEtool2 LITE და არც FONTS.XML ფაილი არ იწერება ამ საიტიდან ტავიდან დადევიტ რა
02-02-2010, 10:35:56 | sergogorgodze

არ იწერს იმ რაღაც პროგრამებს ერორს აგდებს და ლინკი განაახლეთ რაა
31-01-2010, 23:01:12 | xokera

ტუ მასწავლით მასწავლეტ როგორ დავაყენო ქართული ფონტი თუ არა და საერთოთ ნუ წერთ ამ სტატიას
30-06-2009, 17:49:21 | leva1102

სეტოოლს ლიტლი ვერ ხედავს ტელეპჰონს. რატო? სე მაქ კ800I
29-06-2009, 12:39:45 | leva1102

ტელეფონის მენიუ რომ იყოს ქართულად,არ მოხერხდება?
23-06-2009, 14:32:11 | dred

ისე, ეხლა შევედი ოპერას საიტზე და გადმოვწერე ახალი ოპერა, რომელიც არა მარტო
ხედავს ქართულ საიტებს, არამედ მენიუც ქართული აქვს და პაატა ბურჭულაძის პარტიებსაც მღერის :P ;)
14-04-2009, 13:40:50 | 80080

პატარა შენიშვნა მათთვის, ვისაც აქვს Sony Ericsson W880-ი. ამ აპარატებში ფონტების ჩატვირთვისათვის არ უნდა დააჭიროთ "ც" ღილაკს. მას შემდეგ, რაც ჩადებთ აკუმულატორს, დააჭირეთ "2" ("ც" ღილაკის ნაცვლად) ღილაკს და შეაერთეთ უსბ კაბელი. დანარჩენი ყველაფერი ისე, როგორც ინსტრუქციაშია.
ხო, ოპერათი ვერ ხედავს ქართულ ფონტებს. ალბათ მომიწევს ოპერის ხელახლა დაინსტალირება ტელეფონში და მერე დაინახავს. თავისი რადნოი ბრაუზერით ხედავს ქართულ საიტებს ;)
14-04-2009, 13:21:05 | 80080

აუ მე მაქ სონი ერიქსონ w880 ყველაფერი ზუსტად გავაკეთე მაგრამ კომპმა არ დაინახა ინსტალს რო ვაწვები დრაივერზე რეაქცია არ აქ რეფრეშს აკეთებს მარტო და გთხოვ ვან დამეხმარე რა :)
04-03-2009, 22:57:05 | Bizzaro


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.