COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » დედა დაფები » NVIDIA nForce 700i Series

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=57&artpage=2&type=preview


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » დედა დაფები
NVIDIA nForce 700i Series
ახალი ჩიფსეტები Intel-ის პლატფორმისთვის


ტექნოლოგია დეტალურად

NVIDIA nForce 780i MCP

ჩიფსეტი nForce 780i SLI პირველი პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია იმ კომპონენტებთან სამუშაოდ, რომლებიც ESA პროექტის ჩარჩოებში არიან ლიცენზირებული (ESA-ს შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ).


nForce 780i SLI ჩიფსეტს აქვს 62 PCI Express სალტის მხარდაჭერა, რომელთაგან 32 განკუთვნილია PCI Express 2.0-სთვის. PCI Express 2.0-ის წარმადობა ძველ PCI Express 1.0-თან შედარებით, ორჯერ მეტია. ეს ნიშნავს, რომ PCIe 2.0 x16-ის მაქსიმალური გამტარობა იქნება 8 გბ/წმ. ჩიფსეტი საშუალებას იძლევა, 32 სალტის კონფიგურირება მოხდეს როგორც 2x16, 4x8, 1x16 ან 2x8. დარჩენილი 30 PCI Express 1.0 სალტის კონფიგურება შესაძლებელია, როგორც 1x16, 1x8 ან 6x1.

NVIDIA nForce 780i SLI-ს აქვს 3-Way SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც საშუალებას გვაძლევს ვამუშავოთ სამი ვიდეო დაფა SLI რეჟიმში 3-Way SLI Connector-ის საშუალებით.

ყველა დედა დაფა, რომელიც აწყობილი იქნება nForce 780i SLI ჩიფსეტზე და ექნება 3-Way SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, აღიჭურვება 3-Way SLI Connector-ით.

დღეისთვის, 3-Way SLI სისტემის აწყობა შესაძლებელია მხოლოდ NVIDIA GeForce 8800 GTX ან NVIDIA GeForce 8800 Ultra ვიდეო დაფების გამოყენებით.
NVIDIA-ს განცხადებით 3-Way SLI კონფიგურაციის  სისტემა, აღჭურვილი HD ეკრანით 2560x1600 გარჩევადობაზე აჩვენებს 2.8-ჯერ მეტ წარმადობას, ვიდრე იგივე სისტემა ერთი ვიდეო დაფით. nForce 780i SLI ჩიფსეტს შეუძლია იმუშავოს როგორც ერთი ვიდეო დაფით, ასევე ორითაც SLI რეჟიმში.

ასევე, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: დღეისათვის, 3-Way SLI ტექნოლოგიის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ სისტემებზე, რომლებიც იყენებენ Windows Vista ოპ. სისტემას. ცხადია, საჭიროა შესაბამისი დრაივერებიც. რაც შეეხება Windows XP-ს, მისთვის 3-Way SLI-ს მხარდამჭერი დრაივერების გამოშვება ჯერჯერობით არ იგეგმება.

NVIDIA-ს განცხადებით 3-Way SLI-ს მიზანია მომზარებელს მისცეს საშუალება, ითამაშოს თანამედროვე თანაშები მაქსიმალურად მაღალიხარისხის გრაფიკის გამოყენებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია ავიღოთ Crysis, რომლის ნორმალურად თამაში მაღალი ხარისხის პარამეტრებით შეუძლებელია დღეისთვის არსებულ სისტემებზე, რომლებიც აღჭურვილი არიან ერთი ან ორი ვიდეო დაფით. რაც შეეხება 3-Way SLI-ს, მისი გამოყენებით შესაძლებელია Crysis-ის გაშვება DirectX 10 რეჟიმში და ამასთან, ნორმალური FPS-ის უზრუნველყოფა. საერთოდ, 3-Way SLI განკუთვნილია თანამედროვე თამაშებში XHD რეზოლუციისა და 16xAA-ს გამოყენების დროს მისაღები წარმადობის უზრუნველსაყოფად.

3-Way SLI რეჟიმის ჩართვა ხდება NVIDIA Control Panel უტილიტის დახმარებით.


nForce 780i SLI ჩიფსეტს აქვს JEDEC სტანდარტიზებული DDR2 1200 მჰც ოპერატიული მეხსიერების და EPP-ს (Enhanced Memory Profiles) მხარდაჭერა.

nForce 780i ჩიფსეტი შედგება სამი მიკროსქემისაგან: nForce 780i SPP (NF780i-SLI), nForce 570 MCP (NF570I) და nForce 200 (NF200-SLI). NVIDIA nForce 200 წარმოადგენს PCI-Express კომუტატორს, ერთი შემომავალი და ოთხი გამავალი პორტით. NVIDIA nForce 780i SLI MCP-ს გამომავალი პორტები შესაძლებელია კონფიგურირებულ იქნეს, როგორც ორი x16 PCIe 2.0 ან ოთხი x8 PCIe 2.0 პორტი.

ინტერფეისის მაქსიმალური გამტარობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს nForce 780i SLI-სა და nForce 200-ს, არის 4.5 გტ/წმ (გიგატექსელი წამში. ეს ათვლის სისტემა გამოიყენება გრაფიკულ ინდუსტრიაში. ტექსტურები შედგება ტექსელებისგან ისევე, როგორც სურათები შედგება პიქსელებისგან), რაც საკმარისზე მეტია PCI Express 2.0-ზე მომუშავე ვიდეო დაფების მაქსიმალური შესაძლებლობების რეალიზებისთვის.

ჯამში, nForce 780i SLI MCP-ს მიკროარქიტექტურა საკმაოდ ჰგავს nForce 680i SLI MCP-ს მიკროარქიტექტურას. ჩიფსეტი მზადდება 90 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით კომპანია TSMC-ს ქარხნებში. ახალ ჩიფსეტს აქვს ყველა თანამედროვე Intel Socket 775 პროცესორის მხარდაჭერა, მათ შორის Core 2 Extreme, Core 2 Quad, Core 2 Duo, Pentium და ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Penryn ოჯახის პროცესორები - Yorkfield და Wolfdale.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

did electro energias moixmars es
01-04-2015, 02:31:15 | uchana

ვაა რა მაგარია არ ვიცოდი ჩემ კომპს ამხელა გაქანების უნარი თუ ქონდა DDR3ზე მაქ ყველაფერი და Core 2 duo E7500 mara VGA მაქ ერთი ცალიი
16-07-2010, 15:21:32 | systematic

ანუ ეს რომ გქონდეს დდრ3 ტიპის და უფრო მაღალი დონის კომპი უნდა გქონდეს თორემ ჩვენი ჯართები სად გაქაჩავს მაგას
სამივეს ერთი ვიდეოკარტასავით ამუშავებს????????
რამდენი მეგაბაიტია?????????????
20-11-2008, 18:00:38 | RATIAGAPO

ეს გაყიდვასია?
05-10-2008, 02:12:10 | DoLCHee

ეჰჰჰ რა მაგარიაააა სამი რაამბავია ისე გამერ ვარ მარა 3 ბევრია 2 საკმარისია 2 Nvidia Geforce 8800 GT 512 .....
12-09-2008, 15:01:09 | ASATA

საინტერესოა, საღოლ
02-04-2008, 03:45:33 | ramo

მაგადია რა
12-03-2008, 19:14:15 | gaioza

მშვენიერი სტატიაა ვანო ძამიკო, მშვენივრად ახსნილი და ინფორმაციულად მდიდარი! ისე ჩვენში დარჩეს და გავკარი ვიდეო კარტას გეიმერი მე არ ვარ და გრაფიკაში მეარ ვმუშაობ:D მაგრამ გეიმერებისთვის სამი ვიდეო კარტის ქონა და უმაღლეს ხარისხში თამაში ხომ უდიდესი ნეტარებნაა:)
06-01-2008, 20:33:54 | Giena


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.