NVIDIA Enthusiast System Architecture
ESA (Enthusiast System Architecture) - ეს არის ახალი სტანდარტი, რომელიც ახდენს კვების ბლოკების, გაგრილების სისტემებისა და კეისების სერტიფიცირებას. სეტიფიცირებული კომპონენტები, თავის მხრივ, გარანტიას იძლევიან, რომ სისტემა სტაბილურად და მაქსიმალურ სიმძლავრეზე იმუშავებს.
nForce 780i SLI ჩიფსეტი პირველია, რომელსაც ESA-ს მხარდაჭერა ექნება. შედეგად, NVIDIA Control Panel-ში გაჩნდება შესაძლებლობა აკონტროლოთ ის სისტემური კომპონენტები, რომელთაც ESA სერტიფიკაცია გავლილი აქვთ.
ESA სტანდარტის მიხედვით, სერტიფიცირებული კომპონენტების მისაერთებლად გამოიყენება USB 2.0 პორტი.
კვების ბლოკები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ESA ტექნოლოგიით, საშუალებას იძლევიან ზუსტად განვსაზღვროთ გამომავალი სიმძლავრე და ვოლტაჟი და რეალურ დროში ვაკონტროლოთ კვების ბლოკის მდგომარეობა.
ESA ტექნოლოგიით აღჭურვილი წყლის გაგრილების სისტემები საშუალებას იძლევიან მოხდეს პომპის მუშაობის სიჩქარის კონფიგურირება CPU-ს, GPU-სა და MCP-ს ტექმპერატურების მიხედვით. რაც შეეხება ESA ტექნოლოგიის მხარდამჭერ კეისებს, ისინი აღჭურვილნი იქნებიან დამატებითი დიოდებითა და LCD ეკრანებით, რომელიც სისტემის მგომარეობის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, შესაძლებელი იქნება გაგრილების სისტემის მართვაც.
ყველა მოწყობილობაში, რომელიც სერტიფიცირებულია ESA სტანდარტის მიხედვით, ინტეგრირებულაი მიკროკონტროლერი, რომელიც USB ინტერფეისის დახმარებით სისტემას აწვდის ინფორმაციას და იძლევა მოწყობილობის მართვის საშუალებას. სისტემური კომპონენტებისთვის თვალყურის დევნება და პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია NVIDIA Control Panel-ისა და NVIDIA 3D System Monitor-ის დახმარებით.
დღესდღეობით, აპარატურის ESA სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირება ხდება კომპანია Allion-ის ლაბორატორიაში, რომელიც ტაივანში მდებაორეობს. მწარმოებლები აპარატურას აგზავნიან Allion-ში, სადაც იგი ტესტირებას გადის და წყდება, მიენიჭოს თუ არა აპარატურას ESA ლოგოტიპი.
ამჟამად, ESA-ს მხარს უჭერენ შემდეგ კომპანიები:
ESA სტანდარტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს Gigabyte, რადგან თვითონაც ამზადებს მსგავს ტექნოლოგიას.
NVIDIA nForce 780i SLI-სა და NVIDIA nForce 750i SLI-ს შედარებითი ცხრილი
ჩიფსეტი |
NVIDIA nForce 780i SLI
|
NVIDIA nForce 750i SLI
|
|
|
|
სოკეტი |
Intel Socket 775
|
მხარდაჭერილი
პროცესორები |
Penryn (Yorkfield & Wolfdale), Core 2 Extreme,
Core 2 Quad, Core 2 Duo, Pentium
|
სისტემური სალტე
(FSB) |
1333 მჰც
|
NVIDIA SLI-ს
მხარდაჭერა |
3-way (3x16)
|
2-way (2x8)
|
ESA-ს მხარდაჭერა |
Есть
|
Нет
|
NVIDIA Control
Panel-ის მხარდაჭერა |
დიახ
|
NVIDIA System
Monitor-ის მხარდაჭერა |
დიახ
|
ოპ. მეხსიერება |
DDR2
|
ოპ.მეხსიერების
სიხშირე |
1200 მჰც (EPP 1.0)
|
800 მჰც
|
PCI Express სალტეების
რაოდენობა |
62
|
26
|
PCI Express-ის
განლაგება |
12
|
6
|
PCI Express სალტეების
კონფიგურაცია |
3 х PCI Express x16 (2 PCI Express Gen 2,
1 PCI Express Gen 1) ან
4 х PCI Express x8; 1 х PCI Express x16,
1 х PCI Express x8, 6 х PCI Express x1
|
1х PCI Express x16,
1х PCI Express x8, 2х PCI Express x1
|
PCI Express Gen 2-ის
მხარდაჭერა |
დიახ
|
SATA/PATA-ს
მხარდაჭერა |
6/2
|
4/4
|
SATA-ს წარმადობა |
3 გბ/წმ
|
RAID-ის კონფიგურაცია |
0,1,0+1,5
|
NVIDIA MediaShield
Storage ტექნოლოგიის
მხარდაჭერა |
დიახ
|
Gigabit Ethernet
ინტერფეისების
რაოდენობა |
2
|
1
|
NVIDIA FirstPacket
ტექნოლოგიის მხარდაჭერა |
დიახ
|
NVIDIA DualNet
ტექნოლოგიის მხარდაჭერა |
დიახ
|
არა
|
USB პორტების
რაოდენობა |
10
|
8
|
PCI სლოტების
რაოდენობა |
5
|
ხმა |
HDA (Azalia)
|
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის პლატფორმისთვის ჩიფსეტებს ამზადებენ SiS-ი და VIA, NVIDIA ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა მათგან. მისი ჩიფსეტები ყოველთვის ხასიათდებოდა სტაბილური მუშაობით, მაღალი წარმადობიტა და ოვერლოკინგის ძლიერი შესაძლებლობებით. შედეგად, nForce ჩიფსეტები თითქმის ყოველთვის კონკურენციას უწევდნენ Intel-ის ჩიფსეტებს. სწორედ ამის გამო ვიმედოვნებთ, რომ ახლაც, NVIDIA-მ Intel P35-ის, X38-ის, P45-სა და X48-ის ღირსეული კონკურენტები გამოუშვა ბაზარზე.
nForce 700i სერიის ჩიფსეტებზე აწყობილი დედაპლატების ბაზარზე გამოსვლა 2007 წლის დეკემბერში დაიწყო და აქტიურად გრძელდება, ანუ სულ მალე ტესტირებების შედეგები გვეცოდინება და ვნახავთ, რამდენად გაამართლებს NVIDIA მოლოდინს.
დედაპლატები NVIDIA nForce 780i SLI ჩიფსეტზე:
- ASUS P5N-T Deluxe - დეკემბერი 2007
- EVGA nForce 780i SLI - დეკემბერი 2007
- XFX nForce 780i SLI - დეკემბერი 2007
- Gigabyte GA-780ISLI-DS5 - იანვარი 2008
- MSI P7N Diamond - იანვარი 2008
დედაპლატები NVIDIA nForce 750i SLI ჩიფსეტზე:
- ASUS P5N-D - იანვარი 2008
- Gigabyte GA-750ISLI-DS4 - იანვარი 2008
- MSI P5N Platinum - იანვარი 2008
პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი
did electro energias moixmars es