მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

Power Quest Partition Magic

გადავიდეთ მეორე პროგრამაზე, პროგრამის ჩამოსაქაჩი ბმული ზემოთ ვახსენე, ასე რომ იმედია მიაგენით და დაქაჩეთ. თქვენს ხელთ აღმოჩნდება პაკეტი რომელიც ინსტალაციის დროს სერიულ ნომერს მოითხოვს, ნომერს პროგრამის საქაღალდეში აღმოაჩენთ, რა სახელით და როგორ იმედია მიხვდები, პატარა აღარ ხარ და ასეთი მინიმალური ოპერაციები უნდა გესმოდეს.  წინა პროგრამისგან განსხვავებით პროგრამა დაინსტალირების შემდეგ კომპიუტერის გადატვირთვას არ მოგთხოვთ, შეგიძლიათ პირდაპირ მუშაობას შეუდგეთ.

დისკის დაყოფის ძირითადი მომენტები წინა პროგრამის აღწერისას ჩამოვაყალიბე, ასე რომ აღარ ავხსნი როგორ მუშაობს დისკი, რატომ ფრაგმენტირდება დისკები, და ასე შედმეგ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გამოიძახეთ პროგრამა, Start-> All Programs-> PowevQuest PartitionMagic 8.0 ->  PartitionMagic 8.0.

გაიშვება პროგრამა და მივიღებთ მის პირველ ძირითად ფანჯარას.  როგორც წინა პროგრამის შემთხვევაში ვხედავთ ორი დისკის პროგრეს ბარს (ან დისკის აღმნიშვნელ ხაზს, გააჩნია ვის როგორ ურჩევნია), ვირჩევთ D: დისკს, ისევ თაგუნიას მარჯვენა ღილაკის წკაპი და გამოსული მენიუდან ვირჩევთ Resize/move.

როგორც წინა პროგრამის შემთხვევაში გამოვა ცალკე D: დისკის პროგრეს ბარის აღმნიშვნელი ფანჯარა, მის ქვემოთ კი იქნება ისევ მოთავსებული სამი ველი. უბრალოდ წინა პროგრამისგან განსხვავებით ამჯერად მიმდევრობა უფრო ლოგიკურადაა ჩამოყალიბებული. პირველი ველში იწერება რა მოცულობა გვინდა იყოს გამონთავისუფლებული ამორჩეული დისკის წინ (ანუ რა მოცულობა მოიჭრას და გამონთავისუფლდეს მიმდინარე დისკის დასაწყისიდან).  მეორე ველი მიგვითითებს მიმდინარე დისკის მოცულობაზე მიმდინარე მომენტში, ხოლო მესამე ველი მიგვითითებს რა მოცულობა უნდა იყოს ჩამოჭრილი დისკის ბოლოდან. სხვათაშორის წინა პროგრამიდან განსხვავებით ეს სამი ველი უფრო მართებულადაა დალაგებული.

ისევ მიგვაქვს თაგუნიას ისარი დისკის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვენა მხარეს, კურსორი ისევ შეიცვლის ფორმას და მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას, ისევ დააჭირეთ და ნუ გაუშვებთ ხელს თაგუნიას ღილაკს ისე გადაადგილეთ იგი მარცხენა მხარეს. წინა პროგრამისგან განსხვავებით მოძრაობის და მიხედვით პირდაპირ დაინახავთ ძირა ველში ჩამოჭრილ მოცულობას, რომელიც მეგაბაიტებში იწერება.

თაგუნიას ისარი გადაადგილეთ მანამდე სანამ სასურველი მოცულობა არ იქნება ძირა მესამე ველში აღნიშნული. მაგალითად მე გავჩერდი ნიშნულზე 14,3 გიგაბაიტი. როდესაც სასურველ მნიშვნელობას მიიღებთ თაგუნიას ხელი გაუშვით და დააჭირეთ ღილაკს OK.  ამჯერად დისკის ბოლოდან ჩამოსაჭრელად გამზადდება სასურველი მოცულობა, რომელიც ჯერჯერობით დისკიდან ჩამოჭრილი არ არის და აღინიშნება ნაცრისფერი ფერით. თუ საბოლოოდ დარწმუნებულები ხართ რომ გსურთ ამ ადგილის ცალკე დისკად გამონთავისუფლება, მაშინ ან პროგრამის თულბარში მონახეთ ბოლოში არსებული მწვანე წრე ალამით და მას დააჭირეთ, ან მენიუში ამოირჩიეთ  General -> Apply changes (იგივეს გაკეთება შეიძლება კლავიშების კომბინაციით Control+A).

მიიღებთ დამოწმების ფანჯარას, დააჭირეთ ღილაკს YES და დაიწყება დისკიდან წინასწარ განსაზღვრული ადგილის ჩამოჭრა. პროცესი აქაც იგივეა, თუ დისკის ბოლოში ფაილები მიმოფანტული არ არის, და მათი გადაადგილება საჭირო არ არის, მაშინ პროცესი საკმაოდ ჩქარა დასრულდება, როგორც წესი 1 წუთის ფარგლებში, ხოლო თუ თქვენი დისკი ფრაგმენტირებულია და საჭიროა გამოყოფილი ადგილიდან ფაილების გადმოწერა იმ სივრცეში რომელიც აწი D: დისკს დარჩება, მაშინ საქმე შედარებით დიდხანს გაგრძელდება. კონკრეტული დრო დამოკიდებულია გადასაადგილებელ მოცულობაზე და დისკის სიჩქარეზე.

პროცესის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK.  მორჩა, სასურველი ადგილი D: დისკიდან ჩამოჭრილია და მზადაა ნებისმიერი საქმიანობისთვის, შეგიძლიათ დააინსტალიროთ სასურველი ახალი ოპერაციული სისტემა. კონკრეტულად Linux-ების ინსტალაციაზე ჩვენს საიტზე რამდენიმე სტატია დევს, ამოირჩიეთ რომელი სისტემის ინსტალაცია გსურთ და მიყევით ინსტრუციებს.

კვანძი

ასე თუ ისე დღეს თქვენ შეისწავლეთ ორი პროგრამის გამოყენება, ორივე იდეაში ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, გამოიყენეთ რომელიც თქვენ მოგეწონებათ, სხვათაშორის ორივე პროგრამა მარტო იმისათვის არ გამოიყენება რომ თქვენს დისკს ჩამოაჭრათ Linux-ისთვის საჭირო მოცულობა, ეს პროგრამები შექმნილია დისკებზე ყველა შესაძლო ოპერაციის ჩასატარებლად, მაგალითად დისკების სხვადასხვა ფაილურ ფორმატებში გადასაყვანად, მოცულობის გამოსანთავისუფლებლად, ან სხვა დისკთან გასაერთაიანებლად და ასე შემდეგ. ყველა ეს პროცესი საკმაოდ მარტივია და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენთვითონაც გაარკვიოთ ყველაფერი, მაგრამ თუ ეს პროცესები მომხმარებლებში ბევრ კითხვას წარმოშობს, მაშინ შემდგომ სტატიებში განვიხილავთ ამ პროგრამების სხვა შესაძლებლობებსაც.

პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 14
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ძალიან დაწვრილებით და გასაგებადაა ახსნილი ყველა დეტალი თავისი სქრინშოთებით.. და რაც მთავარია მაინტერესებდა
11-06-2010, 22:32:57 | temqa

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:44 | shergi

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:16 | shergi

აუ რამდენი ხანია ვუცდი ამ ოხერ ჩამოჭრას და ვერაფრით ვერ ჩამოაჭრა D:\ დისკს , 119-იდან 35 გბ მაქ ტავისუფალი და თქვენი აზრიტ 4 დღეში მორჩება იმ 10gb-ს ჩამოჭრას?
01-05-2010, 23:04:36 | Dinozo

რა განსხბვავებაა ზემოტ აღწერილ პროგრამებს შორის ? ორივე ხომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს? და მაინც რომელი უფრო მოსახერხებელია
01-07-2009, 10:47:04 | lasha89

Paragon.Partition-ით შესაძლებელია ორი დისკის შეერთება თუ მხოლოდ დაყოფაა შესაძლებელი?

ამ კლასის პროგები მუშაობს ერთ ფიზიკურ დისკთან, ანუ შესაძლებელია დისკზე ლოგიკური დისკების შექმნა, დაყოფაც და შეერთებაც. მაგრამ ეს უნდა იყოს ერთ დისკზე

ორი ფიზიკური დისკი შეიძლება გააერთიანო რეიდ-მასივში, ოღონდ მაზერს უნდა ქონდეს ღAID მხარდაჭერა
17-06-2009, 11:55:29 | gpapuashvili

აუ რატო ვერ ვიწერ? ლინკია გასასწორებელი? თუ სხვა პრობლემა მაქვს?
11-06-2009, 01:46:13 | shergi

masterika6
მდა
ჯერ ერთი, ლინუქსი XP და VISTA-ს ერთმათან დაჯახება არ შეიძლება!
XP წავიდა VISTA მოდის. ანუ ეს ორივე არის ვინდი!
შეგილია თქვა ლინუქსი ვინდის წინააღმდეგ, მარა არც ეგაა სწორი, ორივეს თავის სფერო აქვს!

და მაინც მგონია რომ OS სკინით აფასებ ლლლოლლლლლლ

მოდი სერვერს როგრ შეაფესებ

ანუ სანამ გააკრიტიკებ, იქამდე გაარკვიე, სკინის გარდა რით გასხვავდება OS-ები :)

P. S.
ეს ცუდად არ გაიგო, უბრალოდ როცა OS-ებში გაეკვევი, მერე მიხვდები რომ ნიტო თქვი ;)
28-03-2009, 21:10:53 | otosaxel

კაია ესეთი სტატიები რას ერჩი. linux-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია დადე და უკეტესი იქნება და კიდევ ერთი, ლინკები გაასწორე ხოლმე. კაი კაცი ხარ ეგრე განაგრდზე აბა შენ იცი
24-03-2009, 04:19:41 | cool-zero

სუ გამაგიჯებს ეს ხალხი რა რა ლინუქსი რის ლინუქსი,და კიდე სხვები,ვერ გავიგე რას მიედ მოედობით,სიახლეების მოკვარული თუ ხართ წადით მოგზაურობაში და თქვენი კომპი დრო და ნერვები დაზოგეტ ხალხო! და კიდე რა ვისტა, ნუუუუუ მართალია ეს სისტემა უკვე სრულყოფილია შეიძლება ითქვას მაგრამ როგორც ხედავთ მისი ერა ჯერ არ დაწკებულა და ოფიციალურ სასწავლებლებშიც ჯერ ვინდოუს იქსპე პროფესიონალი ისწავლება ეს რატოოოომ?????!!!!!!!1ვერ ხვდებით??!!!!!! როცა ის შემოვა ხმარებაში თვითონ მოგიკაკუნებთ კარზე და სხვა გზა არც გექნებათ!მანამდე კი ძირითადად მხოლოდ იქსპეა მიზანში კველა თამაშისტვის და პროგისთვის ხომ ხედავთ!!!!!!თავს რატო იტკივებთ??? თუ ვიზუალური მხარე გინდათ სხვა მაშინ არის მაგის უუუუამრავი საშუალება თემები ვისტასიც ლინუხის დათუ
24-02-2009, 03:51:35 | masterika6


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.