COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Linux » დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=58&artpage=2&type=special


დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური ბომბარდირება

პატარა გაფრთხილება. ქვემოთ მოყვანილი პროგრამების არაკვალიფიცირებულმა, ან გაუაზრებელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სისტემის დაზიანება, ან დისკზე არსებული მონაცემების დაკარგვა. სტატიის ავტორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ყველა თქვენს მოქმედებაზე, რომელიც შეიძლება თქვენ ჩაატაროთ და რომელთა გამოც შეიძლება დააზიანოთ თქვენი ოპერაციული სისტემა, ან დაკარგოთ საჭირო მონაცემები. თვითონ კომპიუტერს და ვინჩესტერს საფრთხე არ ემუქრება, არაკორექტული გამოყენებისას უბრალოდ შეიძლება არასწორად გაყოთ, ან დააფორმატოთ ის დისკები (ან დისკების განყოფილებები) რომელზეც გაქვთ საჭირო ინფორმაცია, ან ოპერაციული სისტემები.

დისკის დამყოფ პროგრამებს ჩვენი ვებ-გვერდიდან ჩამოქაჩავთ, იმედია ინსტალაცია არ გაგიჭირდებათ (თუ თქვენთვის ამ პროგრამების ინსტალაცია სირთულეს წარმოადგენს, მაშინ ალბათ სტატიის შემდგომი ტექსტი და მოქმედებები თქვენთვის საერთოდ გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში შეეშვით აქ მოყვანილ მოქმედებებს, მოიწვიეთ შედარებით მცოდნე მეგობარი, ან გამოცდილი კომპ-მომხმარებელი და მას სთხოვეთ თქვენს მაგივრად ჩაატაროს საჭირო მოქმედებები). ინსტალაციის შემდეგ კი გამოიძახეთ ერთერთი მათგანი, დანარჩენ ინსტრუქციებს კი ამ სტატიიდან მიიღებთ.

სამოქმედო პოლიგონი

იმისათვის რომ ყველაფერი ადგილზე აგიხსნათ, დავაინსტალირეთ Windows-ი ახალთახალ დისკზე, რომლის მოცულობაც არის 120 GB. სინამდვილეში ეს დისკი სისტემის მიერ აღიქმება როგორც 112 GB (ვინც არ იცის შევახსენებ, დისკის მწარმოებლები მოცულობას ანგარიშობენ 10-იანი სისტემით, ანუ მათ შეხედვით 1 გიგაბაიტი უდრის 1000 მგაბაიტს, თავის მხრივ 1 მეგაბაიტი უდრის 1000 კილობაიტს, ხოლო ერთ კილობაიტში არის 1000 ბაიტი. სინამდვილეში კომპიუტერებში მიღებულია სხვა ათვლა ეგრეთწოდებული 1024-იანი სისტემა. ამ სისტემით ერთ კილობაიტში არის 1024 ბაიტი, 1 მეგაბაიტში არის 1024 კილობაიტი, ხოლო 1 გიგაბაიტში არის 1024 მეგაბაიტი. სწორედ ეს 1024-ის სისტემა გვაძლევს განსხვავებას, რის გამოც 120 გიგაბაიტიანი დისკი სისტემის მიერ აღიქმება 112 გიგაბაიტად. მოკლედ 8 გიგაბაიტი იკარგება ზედმეტი 24 ბაიტების დაანგარიშებისას. ამხელა ახსნა იმიტომ დამჭირდა რომ წინასწარ ვიცი, ზოგიერთი ახალბედა აქ დამისვავდა კითხვას: თუ აიღე 120 გიგაბაიტიანი დისკი, სად დაკარგე დაყოფის დროს 8 გიგაბაიტიო :-). სწორედ ეს კითხვა რომ ამეცილებინა თავიდან ამხელა შესავალი გავაკეთე.

კარგი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს. კომპიუტერში არსებული 112 გიგაბაიტიანი დისკი გაყოფილი გვაქვს 2 ლოგიკურ დისკად C: დისკი და D: დისკი. აქედან C: დისკს დავუთმეთ 12 გიგაბაიტი, დანარჩენი კი დავუთმეთ D: დისკის (ანუ 100 გიგაბაიტი). Linux-ის ინსტალაციის წინ ვთვლით რომ  C: დისკზე დაინსტალირებულია WIndows-ი, ხოლო D: დისკზე ინახება ჩვენი საინსტალაციო პროგრამები, ფაილები, სურათები და აუდიო/ვიდეო მასალები.

ჩვენს შემთხვევაში D: დისკი ბოლომდე შევსებული არ არის, და ვთვლით რომ 10-დან 20 გიგაბაიტამდე ადგილი D: დისკზე თავისუფალია. სწორედ ამ ადგილის ჩამოჭრაზე გვექნება მოყვანილი მაგალითები. განვიხილავთ როგორ ჩამოვაჭრათ D: დისკს სასურველი მოცულობა, ისე რომ D: დისკზე არსებული ინფორმაცია არ დავკარგოთ, და ამასობაში Linux-ისთვის გამოვანთავისუფლოთ საჭირო 10-15 გიგაბაიტი, რომელიც შემდგომში ცალკე, დამოუკიდებელ დისკად იქნება აღქმული.

მოკლედ სადემონსტრაციო კომპიუტერის სიტუაცია აღწერილია, ახლა კი კონკრეტული პროგრამების მაგალითებზე განვიხილოთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. წინასწარ გაფრთხილებთ ოპერაციები მარტივია და უმტკივნეულოდ, ჩქარა მთავრდება, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც თქვენი დისკი ფრაგმენტირებულია და დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია უაზროდ არის მიმოფანტული მთელს დისკზე. თუმცა ამაზეც დეტალურად ვისაუბრებთ თავის დროზე. მოკლედ დავიწყეთ.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ძალიან დაწვრილებით და გასაგებადაა ახსნილი ყველა დეტალი თავისი სქრინშოთებით.. და რაც მთავარია მაინტერესებდა
11-06-2010, 22:32:57 | temqa

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:44 | shergi

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:16 | shergi

აუ რამდენი ხანია ვუცდი ამ ოხერ ჩამოჭრას და ვერაფრით ვერ ჩამოაჭრა D:\ დისკს , 119-იდან 35 გბ მაქ ტავისუფალი და თქვენი აზრიტ 4 დღეში მორჩება იმ 10gb-ს ჩამოჭრას?
01-05-2010, 23:04:36 | Dinozo

რა განსხბვავებაა ზემოტ აღწერილ პროგრამებს შორის ? ორივე ხომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს? და მაინც რომელი უფრო მოსახერხებელია
01-07-2009, 10:47:04 | lasha89

Paragon.Partition-ით შესაძლებელია ორი დისკის შეერთება თუ მხოლოდ დაყოფაა შესაძლებელი?

ამ კლასის პროგები მუშაობს ერთ ფიზიკურ დისკთან, ანუ შესაძლებელია დისკზე ლოგიკური დისკების შექმნა, დაყოფაც და შეერთებაც. მაგრამ ეს უნდა იყოს ერთ დისკზე

ორი ფიზიკური დისკი შეიძლება გააერთიანო რეიდ-მასივში, ოღონდ მაზერს უნდა ქონდეს ღAID მხარდაჭერა
17-06-2009, 11:55:29 | gpapuashvili

აუ რატო ვერ ვიწერ? ლინკია გასასწორებელი? თუ სხვა პრობლემა მაქვს?
11-06-2009, 01:46:13 | shergi

masterika6
მდა
ჯერ ერთი, ლინუქსი XP და VISTA-ს ერთმათან დაჯახება არ შეიძლება!
XP წავიდა VISTA მოდის. ანუ ეს ორივე არის ვინდი!
შეგილია თქვა ლინუქსი ვინდის წინააღმდეგ, მარა არც ეგაა სწორი, ორივეს თავის სფერო აქვს!

და მაინც მგონია რომ OS სკინით აფასებ ლლლოლლლლლლ

მოდი სერვერს როგრ შეაფესებ

ანუ სანამ გააკრიტიკებ, იქამდე გაარკვიე, სკინის გარდა რით გასხვავდება OS-ები :)

P. S.
ეს ცუდად არ გაიგო, უბრალოდ როცა OS-ებში გაეკვევი, მერე მიხვდები რომ ნიტო თქვი ;)
28-03-2009, 21:10:53 | otosaxel

კაია ესეთი სტატიები რას ერჩი. linux-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია დადე და უკეტესი იქნება და კიდევ ერთი, ლინკები გაასწორე ხოლმე. კაი კაცი ხარ ეგრე განაგრდზე აბა შენ იცი
24-03-2009, 04:19:41 | cool-zero

სუ გამაგიჯებს ეს ხალხი რა რა ლინუქსი რის ლინუქსი,და კიდე სხვები,ვერ გავიგე რას მიედ მოედობით,სიახლეების მოკვარული თუ ხართ წადით მოგზაურობაში და თქვენი კომპი დრო და ნერვები დაზოგეტ ხალხო! და კიდე რა ვისტა, ნუუუუუ მართალია ეს სისტემა უკვე სრულყოფილია შეიძლება ითქვას მაგრამ როგორც ხედავთ მისი ერა ჯერ არ დაწკებულა და ოფიციალურ სასწავლებლებშიც ჯერ ვინდოუს იქსპე პროფესიონალი ისწავლება ეს რატოოოომ?????!!!!!!!1ვერ ხვდებით??!!!!!! როცა ის შემოვა ხმარებაში თვითონ მოგიკაკუნებთ კარზე და სხვა გზა არც გექნებათ!მანამდე კი ძირითადად მხოლოდ იქსპეა მიზანში კველა თამაშისტვის და პროგისთვის ხომ ხედავთ!!!!!!თავს რატო იტკივებთ??? თუ ვიზუალური მხარე გინდათ სხვა მაშინ არის მაგის უუუუამრავი საშუალება თემები ვისტასიც ლინუხის დათუ
24-02-2009, 03:51:35 | masterika6


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.