COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Linux » დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=58&artpage=3&type=special


დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

Paragon Partition Manager

პროგრამის ჩამოსაქაჩი ბმული ზემოთ ვახსენე, ასე რომ იმედია მიაგენით და დაქაჩეთ. თქვენს ხელთ აღმოჩნდება პაკეტი რომელიც დამატებითი სერიული ნომრების გარეშე ინსტალირდება, ეგაა რომ ინსტალაციის დამთავრებისას მოგთხოვთ კომპიუტერის გადატვირთვას. სასურველია გადატვირთოთ კომპიუტერი, თუმცა ასევე თავისუფლად შეგიძლიათ გამოტოვოთ გადატვირთვა, ამით არაფერი არ დაზიანდება. მოკლედ მიიღეთ გადაწყვეტილება და გავაგრძელოთ.

ინსტალაციისა და გადატვირთვის შემდეგ გამოიძახეთ პროგრამა, Start-> All Programs-> Paragon Partition Manager 8.5 Professional->  Paragon Partition Manager. პროგრამის გაშვებისას მიიღებთ მის მთავარ ფანჯარას, რომელშიც ჩანს ჩვენი ვინჩესტერი და მასზე განთავსებული ორი ლოგიკური დისკი C: დისკი და D: დისკი.

D: დისკის მოცულობაში ცვლილებების შესატანად, მის აღმნიშვნელ ხაზს თაგუნიას მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ, გამოსულ მენიუში ამოირჩიეთ  Move/Resize Partition.

ამ პუნქტის ამორჩევისას გამოვა ახალი ფანჯარა რომელშიც გამოსახული იქნება მხოლოდ  D: დისკის აღმნიშვნელი ხაზი. ძირითადი ხაზის ქვევით კი იქნება სამი ველი რომელშიც იწერება სხვადასხვა მნიშვნელობები. ამ ველებს ამჯერად არ განვიხილავთ, მართალია მათი მეშვეობითაც შეიძლება დისკის ზომების რეგულირება (თან შეიძლება ზუსტი რეგულირება),  მაგრამ უფრო მოხერხებულია, თუ თაგუნიას ისარს, მივიტანთ დისკის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვენა მხარეს.

ამ დროს თაგუნიას ისარი ფორმას შეიცვლის, მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას, ეს მიგვითითებს იმაზე რომ შეგვიძლია დისკის ზომა შევცვალოთ. დააჭირეთ თაგუნიას მარცხენა ღილაკს (ანუ ჩვეულებრივ სტანდარტულ ღილაკს), ნუ გაუშვებთ მას ხელს ისე გადააცოცეთ თაგუნია (ან თაგუნიას ისარი, გააჩნია ვინ როგორ აღიქვავს ამ მოქმედებას) მარცხნისაკენ.

ამ დროს დისკის აღმნიშვნელი ხაზის კონტური დაიწყებს გადაადგილებას. სავარაუდოდ მე 100 გიგაბაიტიდან მინდა მაქსიმუმ 20 გიგაბაიტი გამოვანთავისუფლო, რაც სავარაუდოდ  ხაზის სიგრძის მეხუთედს უდრის. მიახლოებით მეხუთედზე გადმოვწევ დისკის ხაზს და ამის შემდეგ გავუშვებ თაგუნიას ხელს.  ამ დროს ახალი განაწილების ინფორმაცია აისახება დისკის პროგრეს ბარზე. მაშ ასე ჩემი უხეში გადაადგილების შემდეგ გამოვიდა რომ D: დისკს ვუტოვებ 78,8 გიგაბაიტს, ხოლო ახალ დაუფორმატირებელ დისკს ვუტოვებ 21,4 გიგაბაიტს.

სხვათაშორის ეს ინფორმაცია წერია ხაზის ძირს არსებული სამი ველიდან პირველში და მესამეში, შუა ველში წერია ნოლი. ახლავე აგიხსნით ეს ხაზები რაზე მიგვითითებენ. პირველი ხაზი როგორც ხვდებით გვიჩვენებს რა მოცულობა დარჩება ძველ დისკზე, მეორე გვიჩვენებს რა მოცულობა გამოჩნდება ძველი დისკის წინ (იდეაში ეს არ გვჭირდება და ამიტომაც სწორია როდესაც აქ მნიშვნელობად წერია ნოლი), მესამე ხაზი კი გვიჩვენებს არსებული დისკის მერე რა მოცულობა გამონთავისუფლდება. დისკის მოცულობების რეგულირება ამ ველებითაც შეიძლება, მაგრამ როგორც წესი დევნა უნდა სამივეს, ამიტომ ყველაზე მოხერხებულია ზემოთ აღწერილი მეთოდი.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ძალიან დაწვრილებით და გასაგებადაა ახსნილი ყველა დეტალი თავისი სქრინშოთებით.. და რაც მთავარია მაინტერესებდა
11-06-2010, 22:32:57 | temqa

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:44 | shergi

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:16 | shergi

აუ რამდენი ხანია ვუცდი ამ ოხერ ჩამოჭრას და ვერაფრით ვერ ჩამოაჭრა D:\ დისკს , 119-იდან 35 გბ მაქ ტავისუფალი და თქვენი აზრიტ 4 დღეში მორჩება იმ 10gb-ს ჩამოჭრას?
01-05-2010, 23:04:36 | Dinozo

რა განსხბვავებაა ზემოტ აღწერილ პროგრამებს შორის ? ორივე ხომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს? და მაინც რომელი უფრო მოსახერხებელია
01-07-2009, 10:47:04 | lasha89

Paragon.Partition-ით შესაძლებელია ორი დისკის შეერთება თუ მხოლოდ დაყოფაა შესაძლებელი?

ამ კლასის პროგები მუშაობს ერთ ფიზიკურ დისკთან, ანუ შესაძლებელია დისკზე ლოგიკური დისკების შექმნა, დაყოფაც და შეერთებაც. მაგრამ ეს უნდა იყოს ერთ დისკზე

ორი ფიზიკური დისკი შეიძლება გააერთიანო რეიდ-მასივში, ოღონდ მაზერს უნდა ქონდეს ღAID მხარდაჭერა
17-06-2009, 11:55:29 | gpapuashvili

აუ რატო ვერ ვიწერ? ლინკია გასასწორებელი? თუ სხვა პრობლემა მაქვს?
11-06-2009, 01:46:13 | shergi

masterika6
მდა
ჯერ ერთი, ლინუქსი XP და VISTA-ს ერთმათან დაჯახება არ შეიძლება!
XP წავიდა VISTA მოდის. ანუ ეს ორივე არის ვინდი!
შეგილია თქვა ლინუქსი ვინდის წინააღმდეგ, მარა არც ეგაა სწორი, ორივეს თავის სფერო აქვს!

და მაინც მგონია რომ OS სკინით აფასებ ლლლოლლლლლლ

მოდი სერვერს როგრ შეაფესებ

ანუ სანამ გააკრიტიკებ, იქამდე გაარკვიე, სკინის გარდა რით გასხვავდება OS-ები :)

P. S.
ეს ცუდად არ გაიგო, უბრალოდ როცა OS-ებში გაეკვევი, მერე მიხვდები რომ ნიტო თქვი ;)
28-03-2009, 21:10:53 | otosaxel

კაია ესეთი სტატიები რას ერჩი. linux-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია დადე და უკეტესი იქნება და კიდევ ერთი, ლინკები გაასწორე ხოლმე. კაი კაცი ხარ ეგრე განაგრდზე აბა შენ იცი
24-03-2009, 04:19:41 | cool-zero

სუ გამაგიჯებს ეს ხალხი რა რა ლინუქსი რის ლინუქსი,და კიდე სხვები,ვერ გავიგე რას მიედ მოედობით,სიახლეების მოკვარული თუ ხართ წადით მოგზაურობაში და თქვენი კომპი დრო და ნერვები დაზოგეტ ხალხო! და კიდე რა ვისტა, ნუუუუუ მართალია ეს სისტემა უკვე სრულყოფილია შეიძლება ითქვას მაგრამ როგორც ხედავთ მისი ერა ჯერ არ დაწკებულა და ოფიციალურ სასწავლებლებშიც ჯერ ვინდოუს იქსპე პროფესიონალი ისწავლება ეს რატოოოომ?????!!!!!!!1ვერ ხვდებით??!!!!!! როცა ის შემოვა ხმარებაში თვითონ მოგიკაკუნებთ კარზე და სხვა გზა არც გექნებათ!მანამდე კი ძირითადად მხოლოდ იქსპეა მიზანში კველა თამაშისტვის და პროგისთვის ხომ ხედავთ!!!!!!თავს რატო იტკივებთ??? თუ ვიზუალური მხარე გინდათ სხვა მაშინ არის მაგის უუუუამრავი საშუალება თემები ვისტასიც ლინუხის დათუ
24-02-2009, 03:51:35 | masterika6


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.