თუ ყველაფერი რიგზეა დავაჭიროთ Install და დავიწყოთ ინსტალაცია! ინსტალაციის გავლის შემდეგ ინსტალერი გამოიტანს ფანჯარას სადაც შეგვატყობინებს, ინსტალაცია დამთავრდა და გადატვირთეთ კომპიუტერიო. დავაჭიროთ “Restart Now”-ს თუ გვინდა გადავიტვირთოთ, ხოლო თუ გვინდა რომ გავაგრძელოთ დისკიდან (ანუ Live CD-დან) მუშაობა, მაშინ დააჭირეთ, “Continue using the live CD”.

მე დავაჭირე “Restart Now”-ს და გადავტვირთე კომპიუტერი, გადატვირთვის დროს, ინსტალერი ერთ მომენტში გაჩერდება და გვეტყვის დისკი ამოიღეთო! ამოვიღოთ დისკი დავაჭიროთ Enter-ს და გავაგრძელოთ გადატვირთვა. ჩატვირთვის დროს Fedora-სგან განსხვავებით 10 წამიანი შეყოვნება დაგვხვდება, იმისათვის, რომ ჩავიტვირთოთ ამა თუ იმ ოპერაციული სისტემით. როგორც სურათზე ჩანს, ჩვენ გვაქვს 4 არჩევანი, აქედან პირველი არის თვითონ Ubuntu, მეორე ისევ Ubuntu ოღონდ ამჯერად აღმდგენი რეჟიმი (Recovery Mode), მესამე არის მეხსიერების გასატესტი უტილიტა (პროგრამა), მეოთხე კი საყვარელი Microsoft Windows XP Professional (თუ დააკვირდით, Fedora-სგან განსხვავებით, Ubuntu საკმაო პატივისცემით ექცევა სხვა ოპერაციულ სისტემებს).

თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთვის მომენტში აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და ჩაიტვირთოთ სასურველი სისტემით! მოდით ჩავიტვირთოთ Ubuntu-ში და ვნახოთ რას გვთავაზობს იგი.

როგორც ხედავთ Fedora-სგან განსხვავებით, ყველაფერი წესრიგშია, ქართული ფონტების მშვენივრად ჩანს, ჩატვირთვის დროსაც საკმაო დრო გვაქვს რომ ამოვირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სისტემა, ასევე გვაქვს თამაშები, საოფისე პაკეტები, ინტერნეტი (FireFox), მუსიკასთან და ვიდეოსთან სამუშაო პროგრამები, დისკის ჩამწერი პროგრამები და ათასი სხვა უტილიტა... ასე რომ კეთილ მოგზაურობას გისურვებთ Ubuntu-ს სამყაროში...
პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი
გამარჯობა ესეიგი ჩავიწერე ფლეშკაზე სისტემა და დაყენების დროს უბუნტუს ლოგოს ლოადინგის შემდეგ მიგდებს შავთეთრ კუბიკებს მეორეჯერ რო ვცადე რაგაც გამოსახულება გამოჩნდა მარა ვერ გავარჩიე