მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






კონტექსტური მენიუს გაწმენდა

Windows Explorer

მივადექით საყვარელ Explorer–საც, თუ გსურთ მაგალითად My Computer–ის კონტექსტური მენიუდან ამოიღოთ ბრძანება Manage მაშინ გახსენით Start -> Run -> gpedit.msc შემდეგ მიყევით მისამართს User Configuration -> Administrative Templates -> Windows Components –> Windows Explorer აქ მონახეთ პარამეტრი „Hides the Manage item on the Windows Explorer context menu“ დააწკაპუნეთ  თაგუნიას ცხვირი, პარდონ!  ისარი ორჯერ და მნიშვნელობა გადაიყვანეთ Enabled-ზე.


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

მაგალითად თუ გსურთ, რომ საერთოდ არ გქონდეთ Explorer–ში კონტექსტური მენიუ მაშინ gpedit.msc–ში იგივე მისამართზე (User Configuration -> Administrative Templates -> Windows Components –> Windows Explorer) მონახეთ პარამეტრი „Remove Windows Explorer's default context menu“ და მიანიჭეთ მნიშვნელობა Enabled:–)

Registry (რეესტრი)

ხოხ, დიდი ხანია არ გვიმუშავია შენთან ჩემო რეესტრო :–). რა ვთქვა არ ვიცი ისედაც საკმარისად ვიძრომიალეთ რეესტრში, და მგონი ძირითადი პრინციპი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ მაინც არის ერთი ორი სიტყვა დასამატებელი. მაგალითად თუ გვსურს საქაღალდეებთან დაკავშირებული კონტქსტური მენიუს ბრძანებების მოშორება უნდა შევიდეთ მისამართებზე:

HKEY_CLASSES_ROOT\Folder\shell
HKEY_CLASSES_ROOT\Folder\shellex
HKEY_CLASSES_ROOT\Directory\shell

ამ მისამართებზე ჩამოწერილი იქნება ყველა იმ პროგრამის ბრძანება, რომელიც კონკრეტულად საქაღალდესთან მუშაობს. თუ გვსურს მაგალითად რომელიმე კონკრეტული ბრძანების წაშლა მაშინ გახსენით ისევ რეესტრი დააჭირეთ F3–ს და ჩაწერეთ ამ ბრძანების სახელი თუ გაგიმართლად და რეესტრში ასეთი ბრძანება მოიძებნა წაშალეთ. თუ გსურთ შეიძლება შეცვალოთ კიდეც, ვთქვათ ქართულად ჩაუწეროთ ახალი ბრძანება (იგულისხმება ბრძანების სახელი, თორემ საქმეს იგივეს გააკეთებს რასაც აქამდე აკეთებდა).

პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2



გამოხმაურება

ეგ " პრობლემა" მეც მაქვს და არც არაფერში ვ იყენებ
07-09-2009, 21:01:42 | zaza23zaza

ჩემთნ ფოლდერის კონტექსტურ მენიუში ზის ასეთი რაღაც Groove folder synchronization. მომწერე რა რეესტრში ზუსტი მისამართი რომ ამოვშალო
21-07-2009, 09:20:44 | giorgi7704


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.