COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » კონტექსტური მენიუს გაწმენდა

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=68&artpage=3&type=review


კონტექსტური მენიუს გაწმენდა

Internet Explorer–ის კონტექსტური მენიუს გასუფთავება

დღეს დილას ასევე შევამჩნიე, რომ ჩემი ინტერნეტ ექსპლორერის კონტექსტური მენიუც საშინლად იყო გაზრდილი და შევეცადე ესეც გამენთავისუფლებინა და დამეპატარავებინა.


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

ექსპლორერის მენიუსგან განსხვავებით აქ ბევრი წვალება  არ არის საჭირო მხოლოდ ერთი მისამართია რეესტრში საიდანაც რომელიმე ბრძანების ამოღება (ამოშლა/წაშლა) არის შესაძლებელი მისამართი არის შემდეგი:


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Internet Explorer\MenuExt როგორც სურათზე ჩანს აქ გამოტანილია ყველა ის ბრძანება, რომელიც ინტერნეტ ექსპლორერის კონტექსტურ მენიუშია წარმოდგენილი, მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო მივყვეთ წაშლას. ყველაფერი ზედმეტად მარტივია, უბრალოდ მონიშნეთ ის ბრძანება, რომელიც არ გსურთ რომ ინტერნეტ ექსპლორერის კონტექსტურ მენიუში ჩანდეს და წაშალეთ იგი, თუმცა აქ გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, თქვენ შეგიძლიათ ამ ბრძანებას სახელი შეუცვალოთ და მაგალითად ქართულად დააწეროთ რამე, სახელის შეცვლა ხდება ასევე ძალიან მარტივად უბრალოდ მონიშნეთ კონკრეტული ბრძანება დააჭირეთ თაგუნიას მარჯვენა ღილაკს და შემდეგ დააჭირეთ Rename.  


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

და ბოლოს!

სანამ რაიმეს წაშლიდეთ აუცილებლად შექმენით კონკრეტული განყოფილების (რეესტრის განყოფილება იგულისხმება)

          

ასლი, ანუ გაუკეთეთ ექსპორტირება: კონკრეტულ განყოფილებაზე დააჭირეთ თაგუნიას მარჯვენა ღილაკი Export ჩაუწერეთ რაიმე სახელი და დააჭირეთ Save!  ეს იმ შემთხვევისთვის თუ მოგინდებათ ამ ბრძანებების უკან დაბრუნება, მაგრამ მერწმუნეთ არ მოგინდებათ. რატომ? ყველაფერს სურათები გეტყვიან :–).

პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

ეგ " პრობლემა" მეც მაქვს და არც არაფერში ვ იყენებ
07-09-2009, 21:01:42 | zaza23zaza

ჩემთნ ფოლდერის კონტექსტურ მენიუში ზის ასეთი რაღაც Groove folder synchronization. მომწერე რა რეესტრში ზუსტი მისამართი რომ ამოვშალო
21-07-2009, 09:20:44 | giorgi7704


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.