შემდეგ შემთხვევაში, კვების წრედში დავაბრუნოთ Voffset, ამოვიღოთ Vdroop და დავაკვირდეთ პროცესორისთვის მიწოდებულ ძაბვას.
Vdroop-ის გარეშე VRM წრედს უფრო მძიმედ უწევს მუშაობა
მუდმივი ძაბვის მაჩვენებლის შესანარჩუნებლად
ილუსტრაციიდან კარგად ჩანს, რომ კვების წრედიდან Vdroop-ის ამოღება მაქსიმალურ ნეგატიურ დაშორებას (გადახრას) პროცესორის მუდმივი ვოლტაჟიდან კიდევ უფრო ზრდის. ამ დროს ასევე იზრდება დრო, რომელიც საჭიროა VRM წრედის მუშაობისთვის, რათა შენარჩუნდეს მუდმივი ძაბვის მაჩვენებელი. Vdroop-ის ამოღება საკმაოდ ზრდის მაქსიმალურ პოზიტიურ დაშორებას (გადახრას) პროცესორის ვოლტაჟიდან და საკმაოდ სცილდება CPU VID-ის მაჩვენებელს. გასაგებია, რომ Vdroop-ის კვების წრედიდან ამოღებას სასიკეთო არაფერი მოაქვს. პირიქით, იქმნება პრობლემები, რომლებიც უფრო სერიოზულია.
საინტერესოა, რა მოხდება, თუ კვების წრედიდან ამოვიღებთ Vdroop-საც და Voffset-საც? პასუხს ალბათ უკვე მიხვდით - ქაოსი პროცესორის ძაბვის რეგულაციაში. ამ დროს კიდევ უფრო იზრდება შუალედი მაქსიმალურ პოზიტიურ და ნეგატიურ დაშორებებს (გადახრებს) შორის და სერიოზული დარღვევები ხდება CPU VID-თან მიმართებაში.
Vdroop-სა და Voffset-ის გარეშე პროცესორის ვოლტაჟზე
თითქმის მთლიანად იკარგება კონტროლი
იმისათვის, რომ პრობლემა უკეთ გაიგოთ, შემთხვევა, როცა მომხმარებელი აყენებს CPU VID-ის მაჩვენებელს - 1.60000 ვოლტი. ამ დროს, მას ჰგონია, რომ 1.6 ვოლტი არის მაქსიმალური დასაშვები ძაბვა, რომელიც პროცესორს მიეწოდება. როგორ ფიქრობთ, რა მაჩვენებელს მიაღწევს პროცესორის ვოლტაჟი მძიმედან მსუბუქი დატვირთვის რეჟიმში გადასვლისას? ზუსტი ციფრის დასახელება ძნელია, თუმცა, იმაში შეგიძლაით დარმუნებული იყოთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.60 ვოლტზე საკმაოდ მაღალი იქნება. ცხადია, ასეთი მაღალი ვოლტაჟი ხშირ შემთხვევაში პროცესორისთვის სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იქნება. თუ ოდესმე რაიმე სტრეს-ტესტერი პროგრამა გაგიშვიათ და სისტემა გაითიშა ზუსტად მაშინ, როდესაც ტესტი დასრულდა, ე.ი. თქვენ სწორედ ეს პრობლემა გქონიათ.
და ბოლოს, როგორც ყოველთვის, საუკეთესო რეალური ტესტირებაა. სტატიის დასაწყისში ვთქვით, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა BIOS-ში Vdroop-ის კონტროლის ფუქციები ჩააყოლა საკუთარ დედა დაფებს. ერთ-ერთი ასეთი მწარმოებელი ASUS-ია. ASUS-ის დედა დაფებში Vdroop-ს აკონტროლებს Loadline Calibration პარამეტრი, რომელსაც შეხვდებით ASUS-ის თითქმის ყველა ახალ დედა დაფაზე. ამ პარამეტრისთვის, Enabled ნიშნავს, რომ Vdroop-ს თიშავთ. თუ Loadline Calibration-ს დააყენებთ Disabled-ზე, კვების წრედი Intel-ის სპეციფიკაციის მიხედვით მუშაობს, ანუ ჩართულია როგორც Vdroop, ასევე Voffset.
ტესტირებისათვის გამოვიყენეთ ASUS-ის უახლესი დედა დაფა, Maximus Formula. ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ კომპიუტერის კონფიგურაცია, რომელზეც ჩატარდა ტესტირება.
ტესტ-კონფიგურაცია
|
პროცესორი
|
Intel Core 2 Duo E6550, 2.33 გჰც, 4 მბ L2 კეში, 7x მამრავლი, 1333 FSB
|
CPU ვოლტაჟი
|
1.3000 ვოლტი
|
დედა დაფა
|
ASUS Maximus Formula (ჩიპსეტი - X38)
|
კვების ბლოკი
|
Inter-Tech CobaNitrox IT-7750SG 750 ვატი
|
BIOS-ის ვერსია
|
ASUS 0907
|
ოპ. სისტემა
|
Windows Vista Ultimate 32 Bit
|
სტრეს-ტესტირებისთვის და ვოლტაჟის გრაფიკების დასამზადებლად გამოვიყენეთ OCCT 2.0.0a. პროცესორის ვოლტაჟი სპეციალურად დავაყენეთ 1.3000 ვოლტზე, რათა ტესტირების შედეგები უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს.
Loadline Calibration: Disabled
სრულ ზომაში სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე
Loadline Calibration: Enabled
სრულ ზომაში სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე
როგორც ხედავთ, როცა Loadline Calibration-ის მნიშვნელობა დგას Disabled-ზე, IDLE რეჟიმში პროცესორს მიეწოდება დაახლოებით 1.27 ვოლტი ძაბვა, ხოლო Load რეჟიმში (მძიმე დატვირთვის რეჟიმი) - ძაბვა 1.26 ვოლტზე ქვემოთ ჩამოდის. ამ დროს, ცხადია, CPU VID-ის მაჩვენებელი 1.30000 ვოლტია.
როდესაც Loadline Calibration-ის მნიშვნელობას ვაყენებთ Enabled-ზე, ანუ ვთიშავთ Vdroop-ს, მიუხედავად დატვირთვის მაჩვენებლისა, პროცესორს მუდმივად 1.28 ვოლტი ძაბვა მიეწოდება.
იმის გამო, რომ პროცესორს მუდმივად მეტი ძაბვა მიეწოდება, მეტია ელექტროენერგიის ხარჯიც და პროცესორის სითბოგამოყოფაც. ამას ემატება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი: Loadline Calibration: Enabled აჩქარების დროს ხშირად არასტაბილურობას იწვევს. გასაგებია, რომ ჩვენი რჩევაა, Loadline Calibration პარამეტრის მნიშვნელობა ყოველთვის Disabled-ზე დააყენოთ და Intel-ის სპეციფიკაციას მისდიოთ.
დღეისთვის, სულ ეს იყო. იმედია, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ Intel-ის პროცესორების კვების სისტემის შესახებ და გაიგეთ, როგორ მუშაობს იგი. გაიგეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია Vdroop და Voffset. ამიერიდან, კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმეს გათიშვას დააპირებთ.
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი