მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Start Menu-ს სახელის შეცვლა

მეორე ნაბიჯი

მეორე ნაბიჯზე საჭიროა ჩვენს მოდიფიცირებულ ფაილს Explorer.exe-ს (საუბარია D:\Start-ში არსებულ Explore.exe ფაილზე და არა C:\Windows-ში არსებულ Explorer.exe-ზე) უნდა გადავარქვათ სახელი და მივცეთ მაგალითად Compinfo.exe, და შემდეგ გადავაკოპიროთ საქაღალდეში C:\Windows. ამის შემდეგ ვხსნით რეესტრის რედაქტორს ანუ Regedit (Start -> Run ჩაწერეთ Regedit და Enter ან OK), შევიდეთ მისამართზე HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\WindowsNT\CurrentVersion\Winlogon მარჯვენა მხარეს ვნახოთ პარამეტრი Shell დავაკლიკოთ თაგუნიას ცხვირი (ისარი) ორჯერ და ველში Value Data ჩავუწეროთ ჩვენი ახლად შექმნილი ფაილის Compinfo.exe-ს სახელი 

 (როგორც სურათზეა ნაჩვენები) დავაჭიროთ OK-ს და მორჩა საქმე :-) მხოლოდ ერთი რამ დაგვჩენია გადავტვირთოთ კომპიუტერი!

პატარა ნიუანსები

სანამ ამ ყველაფერს გააკეთებთ საჭიროა იცოდეთ ”პატარა ნიუანსები” პირველი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფაილზე Explorer.exe უნდა გავითვალისწინოთ, რომ .exe არის ფაილის გაფართოება, რომელსაც როგორც წესი Windows-ი მალავს, ასე რომ გაითვალისწინეთ როდესაც თქვენ შექმნით ფაილს და დაარქმევთ რაიმე სახელს აღარ არის საჭირო გაფართოების ხელით მითითება, რადგან Windows-ი თვითონვე ხვდება რომ ეს არის exe გაფართოების ფაილი და თავადვე ანიჭებს ამ გაფართოებას, ანუ თქვენს ფაილს დაარქვით მხოლოდ რაიმე სახელი მაგალითად Compinfo (exe აქ ავტომატურად იგულისმება), რადგან თუ თქვენ დაარქმევთ სახელს მაგ: Compinfo.exe-ს რეალურად მიიღებთ ასეთ სახეს Compinfo.exe.exe (აქედან მეორედ მიწერილი .exe არის გაფართოება და მის წინ დაწერლილი .exe სახელის გაგრძელება). მაგრამ როდესაც რეესტრში მიუთითებთ ამ ფაილის სახელს აუცილებლად საჭიროა მიუწეროთ გაფართოება (Compinfo.exe). და მეორე არანაკლებ დამაბნეველი ნიუანსი არის ის, რომ მაგალითად თუ ჩვენს ფაილს ვარქმევთ Compinfo.exe (დააკვირდით პირველი ასო დიდია) რეესტრშიც ზუსტად ისევე უნდა ჩავწეროთ და არავითარ შემთხვევაში compinfo.exe (დააკვირდით პირველი ასო პატარაა) ამ შემთხვევაში რეესტრი ვერ იპოვის ფაილს რადგან სახელებია განსხვავებული რეალურ ფაილსა და რეესტრში გაკეთებულ ჩანაწერს შორის!

საბოლოო შედეგი!


Start Menu-ს სახელი ინგლისურად


ესეც Start Menu ქართულად :-)

მორჩა სულ ეს იყო, იმედია გაართმევთ თავს და დატკბებით თქვენი ნამუშევრით.

შემდეგ როდესაც გაიხსნება ზემოთხსენებული ფაილი გამოჩნდება განყოფილებათა ჩამონათვალი, ჩვენ აქედან ამჯერად გვჭირდება მხოლოდ String table განყოფილება და მასში არსებული 37 -> 1033-ე რესურსი (რესურსების ჩამოსაშლელად/გამოსაჩენად დააჭირეთ ”+”-ს). 

სტატიის ავტორი: Giena

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 1.3



გამოხმაურება

კი კარგია ნამდვილად სტატია, მაგრამ დავამატებ ამ მინი-პროგრამას: http://up.jeje.ge/download.php?id=769670932 რომელიც უპრობლემოთ უცვლის სტარტ-ღილაკს სახელ. მართალია, უნიკოდის მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ 5 სიმბოლზე მეტს დააწერთ და, შესაბამისად, გადიდდება თვითონ ღილაკიც. :)
15-11-2008, 15:34:14 | Plastic-6

ამდენ ჩალიჩს მირჩევნია windows შევცვალო და რასაც მინდა დავარქმევ
13-11-2008, 23:29:28 | myname


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.