მეთოდი № 2
შევიდეთ Start -> All Programs -> Services მოვნახოთ სერვისი სახელად SL UI Notification Service
ორჯერ დავაკლიკოთ და გამოსულ ფანჯარაში, კერძოდ პუნქტში Startup Type მივანიჭოთ მნიშვნელობა Disabled

ამის შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს „Stop Russia“-ს (თუ რა თქმა უნდა სერვისი ჩართული იყო). შემდეგ ვაწვებით OK-ს და ვხურავთ სერვისების ფანჯარას. ამის შემდეგ მივდივართ მისამართზე C:\Windows\System32 ვნახულობთ ფაილს SLLUA.exe-ს (გაითვალისწინეთ გაფართოება ანუ .exe შეიძლება არ ჩანდეს) ვაწვებით თაგუნიას მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Properties

ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართში Security და ვაწვებით ღილაკს Advanced

შემდეგ გამოსულ ფანჯარაში გადავიდეთ ჩანართში Owner და დავაწვეთ ღილაკს Edit

ახლად გამოჩეკილ ფანჯარაში მონიშნეთ Administrator და დააჭირეთ ღილაკს OK

ამის შემდეგ გამოხტება შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვენ ახლა აიღეთ ამ ფაილზე საკუთრების უფლება მიბრძანდით სახლთან ახლოს ნებისმიერ ნოტარიუსთან და ნოტარიულად დაამოწმებინეთ ეს საკუთრებაო :-) რა თქმა უნდა დავეთანხმოთ და დავაწვეთ ღილაკს OK (ძალიანაც რომ გინდოდეთ სხვა ღილაკს ვერ დააწვებით რადგან არვითარი სხვა ღილაკი არ არსებობს :-) შემდეგ ისევ ვაწვებით ღილაკს OK.

ამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით ჩანართში Security, მოვნახოთ ღილაკი Edit, დავაწვეთ და გამოიჩეკება ახალი ფანჯარა, სადაც უნდა მოვნიშნოთ ჯგუფი Administrators და უნდა მოვუნიშნოთ თოლია Full Control

გამოხტება შეტყობინების ფანჯარა სადაც გვატყობინებენ, რომ თქვენ ერთერთ ჯგუფს სრული უფლება მიანიჭეთ სისტემურ ფოლდერზეო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემებიო და უსაფრთხოებისთვის არ არის მიზანშეწონილიო, და ბოლოს გვეკითხებიან გვსურს თუ არა გაგრძელება, რა თქმა უნდა ვაწვებით ღილაკს Yes-ს რათა სრული უფლება მივანიჭოთ ჩვენს თავს ამ ფაილზე.

შემდეგ დავაჭიროთ კიდევ ერთხელ ღილაკს OK. ამ ყველა მოქმედების წარმატებით ჩავლის შემთხვევაში, მონიშნეთ ფაილი SLLUA.exe და უბრალოდ წაშალეთ იგი :-) იკითხავთ თუ წაშლა გვინდოდა შე კაი კაცო რას გვაწვალებდი აქამდეო? მაშინ მე გიპასუხებთ ამ მოქმედებების ჩაუტარებლად Windows-ი უბრალოდ არ წაგვაშლევინებდა ამ ფაილს :-) თუ არ გჯერათ კიდევ ორ ფაილზე გვაქვს ასეთი მოქმედებები ჩასატარებელი და სანამ ამ მოქმედებებს ჩაატარებთ სცადეთ მათი წაშლა, რაზეც თავისმხრივ Windows-ი სასტიკ უარს განგიცხადებთ :-) ხო კინაღამ დამავიწყდა იმ ორი ფაილის დასახელება, ესენია SLUI.exe და SLUINotify.dll როდესაც ამ ორ ფაილსაც წაშლით გადატვირთეთ კომპიუტერი და იმხიარულეთ. რა თქმა უნდა ამ მეთოდის შესახებ ბოროტი კომპანია Microsoft-ი მალე შეიტყობს, რა თქმა უნდა თუ უკვე არ იცის და ეცდება მის აღმოფხვრას განახლებების მეშვეობით და ჩემი რეკომენდაცია იქნება, ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ნუ გააკეთებთ განახლებებს!
ქართული რეალობა, პატარა ლოგიკა და დასკვნა!
როგორც წესი ქართველებს პროგრამულ უზრუნველყოფაში ფულის „გადაყრა“ არ გვიყვარს, ამიტომ ვიყენებთ არალიცენზირებულ ან კისერმოგრეხილ პროგრამულ უზრუნველყოფას, ამასთანავე გვინდა რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა გადიოდეს ვალიდაციას პროგრამის მწარმოებლის საიტზე და ვაკეთებდეთ განახლებებს შეუზღუდავად, თუმცა საქართველოში უმეტესობას Windows-ის განახლება საერთოდ გამორთული აქვს, ამასობაში ჩნდება პირველი ლოგიკური კითხვა მაშ რათ გვინდა ამ სტატიაში აღწერილი პირველი მეთოდი, თან სულ რაღაც 240 დღე გვაქვს მუშაობის საშუალება? რასაც თავისმხრივ პირველი რეალობა პასუხობს იმიტომ, რომ განახლებები გვეხმარება სისტემა უფრო სტაბილური, უსაფრთხო და სწრაფი გავხადოთ. ამ მომენტში ყველას ავიწყდება პირველი ლოგიკური კითხვა და უჩნდება მეორე ლოგიკური კითხვა მაშ რა საჭიროა მეორე მეთოდი თუ განახლებებს ვერ გავაკეთებთ? თან 240 დღე არც თუ ისე ცოტა დროა სამუშაოდ! რასაც თავისმხრივ პასუხობს მეორე რეალობა იმიტომ რომ, გასაცნობად 240 დღე სრულიად საკმარისია, მაგრამ როდესაც რეალური სერვერი გვაქვს მოწყობილი 240 დღე არც თუ ისე ბევრია, მითუმეტეს როდესაც ამ სერვერზე მთელი ორგანიზაცია ან კომპანიაა დამოკიდებული. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, კერძოდ 239 დღის განმავლობაში ვიმუშაოთ პირველი მეთოდით, გავაკეთოთ განახლებები, მივიღოთ კომპანია Microsoft-ის სრული მხარდაჭერა და დიდი მადლობა და შემდეგ გამოვიყენოთ მეორე მეთოდი სანამ არ გამოჩნდება მესამე მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გვქონდეს შეუზღუდავი დრო და განახლებების კეთების სრული საშუალება!
სტატიის ავტორი: Giena
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი
მე ამჟამად STANDARD ბილდ7000 ვერსია მიყენია! მაგ ვინდში ბევრი უაზრო სერვისია ჩართული და ოპერატიულიც თითქმის ვისტასავით მოიხმარს ანუ მიაქ ბევრი, თუმცა თუ რამოდენიმეს გათიშავ (უნდა იცოდე ზუსტად რომელი სერვისი არ გჩირდება)მაგით არაფერს ავნებ პირიქით უფრო უკეთესად იმუშავებს და რაც მთავარია სწრაფი გახდება!