Windows Server 2008-ის გააქტიურება
მეთოდი № 2
ორჯერ დავაკლიკოთ და გამოსულ ფანჯარაში, კერძოდ პუნქტში Startup Type მივანიჭოთ მნიშვნელობა Disabled ამის შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს „Stop Russia“-ს (თუ რა თქმა უნდა სერვისი ჩართული იყო). შემდეგ ვაწვებით OK-ს და ვხურავთ სერვისების ფანჯარას. ამის შემდეგ მივდივართ მისამართზე C:\Windows\System32 ვნახულობთ ფაილს SLLUA.exe-ს (გაითვალისწინეთ გაფართოება ანუ .exe შეიძლება არ ჩანდეს) ვაწვებით თაგუნიას მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Properties ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართში Security და ვაწვებით ღილაკს Advanced შემდეგ გამოსულ ფანჯარაში გადავიდეთ ჩანართში Owner და დავაწვეთ ღილაკს Edit ახლად გამოჩეკილ ფანჯარაში მონიშნეთ Administrator და დააჭირეთ ღილაკს OK
ამის შემდეგ გამოხტება შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვენ ახლა აიღეთ ამ ფაილზე საკუთრების უფლება მიბრძანდით სახლთან ახლოს ნებისმიერ ნოტარიუსთან და ნოტარიულად დაამოწმებინეთ ეს საკუთრებაო :-) რა თქმა უნდა დავეთანხმოთ და დავაწვეთ ღილაკს OK (ძალიანაც რომ გინდოდეთ სხვა ღილაკს ვერ დააწვებით რადგან არვითარი სხვა ღილაკი არ არსებობს :-) შემდეგ ისევ ვაწვებით ღილაკს OK. ამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით ჩანართში Security, მოვნახოთ ღილაკი Edit, დავაწვეთ და გამოიჩეკება ახალი ფანჯარა, სადაც უნდა მოვნიშნოთ ჯგუფი Administrators და უნდა მოვუნიშნოთ თოლია Full Control გამოხტება შეტყობინების ფანჯარა სადაც გვატყობინებენ, რომ თქვენ ერთერთ ჯგუფს სრული უფლება მიანიჭეთ სისტემურ ფოლდერზეო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემებიო და უსაფრთხოებისთვის არ არის მიზანშეწონილიო, და ბოლოს გვეკითხებიან გვსურს თუ არა გაგრძელება, რა თქმა უნდა ვაწვებით ღილაკს Yes-ს რათა სრული უფლება მივანიჭოთ ჩვენს თავს ამ ფაილზე. შემდეგ დავაჭიროთ კიდევ ერთხელ ღილაკს OK. ამ ყველა მოქმედების წარმატებით ჩავლის შემთხვევაში, მონიშნეთ ფაილი SLLUA.exe და უბრალოდ წაშალეთ იგი :-) იკითხავთ თუ წაშლა გვინდოდა შე კაი კაცო რას გვაწვალებდი აქამდეო? მაშინ მე გიპასუხებთ ამ მოქმედებების ჩაუტარებლად Windows-ი უბრალოდ არ წაგვაშლევინებდა ამ ფაილს :-) თუ არ გჯერათ კიდევ ორ ფაილზე გვაქვს ასეთი მოქმედებები ჩასატარებელი და სანამ ამ მოქმედებებს ჩაატარებთ სცადეთ მათი წაშლა, რაზეც თავისმხრივ Windows-ი სასტიკ უარს განგიცხადებთ :-) ხო კინაღამ დამავიწყდა იმ ორი ფაილის დასახელება, ესენია SLUI.exe და SLUINotify.dll როდესაც ამ ორ ფაილსაც წაშლით გადატვირთეთ კომპიუტერი და იმხიარულეთ. რა თქმა უნდა ამ მეთოდის შესახებ ბოროტი კომპანია Microsoft-ი მალე შეიტყობს, რა თქმა უნდა თუ უკვე არ იცის და ეცდება მის აღმოფხვრას განახლებების მეშვეობით და ჩემი რეკომენდაცია იქნება, ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ნუ გააკეთებთ განახლებებს! ქართული რეალობა, პატარა ლოგიკა და დასკვნა! სტატიის ავტორი: Giena პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი |
|
მე ამჟამად STANDARD ბილდ7000 ვერსია მიყენია! მაგ ვინდში ბევრი უაზრო სერვისია ჩართული და ოპერატიულიც თითქმის ვისტასავით მოიხმარს ანუ მიაქ ბევრი, თუმცა თუ რამოდენიმეს გათიშავ (უნდა იცოდე ზუსტად რომელი სერვისი არ გჩირდება)მაგით არაფერს ავნებ პირიქით უფრო უკეთესად იმუშავებს და რაც მთავარია სწრაფი გახდება! თუ ვინმეს გაინტერესებთ დაგიწერთ ვრცლად რომელი სერვისია გასათიში