COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=76&artpage=1&type=special


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!

ყველამ ვიცით, რომ არსებობს უამრავი ვიდეო ჰოსტინგ საიტები, სადაც შესაძლებელია, რომ ვუყუროთ სხვადასხვა სახუმარო ვიდეოს, კლიპს, რომელიმე მატჩში გატანილ გოლებს, საუკეთესო მომენტებს თამაშებიდან, ფილმებს, სერიალებს, რეკლამებს და კიდევ ათას სისულელეს. ზოგიერთი მოგვწონს და გვინდა მათი გადმოწერა. პირველ რიგში, ვეძებთ პროგრამებს ან საიტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საქმეში, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესც არც დრო გვაქვს და არც ხალისი ამ პროგრამების თუ საიტების მოსაძიებლად? არ გადმოვწეროთ ვიდეო და პირდაპირ საიტზე ვუყუროთ ხოლმე როდესაც მოგვინდება? მე უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებთ. ვცადოთ მათი გადმოწერა ჩვენი ხელით. ეს იქნება ჭეშმარიტი პასუხი სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო პროგრამის (ან საიტის) შემქმნელებისათვის. მათ თუ შეძლეს, ჩვენ რა ფეტვი გვირევია? :-) პირველ რიგში გვჭირდება რაიმე ინტერნეტ ბროუზერი. მე გამოვიყენებ საყვარელ და ყველასთვის ცნობილ Internet Explorer-ის მეშვიდე ვერსიას, და კიდევ ერთი რამ კომფორტისთვის, რაიმე ნორმალური ტექსტური რედაქტორი, რომელიც არჩევს ტეგებს, სკრიპტებს, ბმულებს, კომენტარებს და მისთანებს ერთმანეთისგან. პირადად მე, ვიყენებ პროგრამა EmEditor Professional 7.02 ვერსიას. ჯერ ქართულებს მივხედოთ, შემდეგ უცხოურებსაც გადავავლოთ თვალი.

ვიდეოს გადმოწერა Myvideo.ge-დან
საქმე ძალიან მარტივად არის. მაგალითად გვინდა ვიდეო, რომლის ბმულიც არის შემდეგი:
http://www.myvideo.ge/?video_id=229192
მაშინ, ჩვენი გადმოსაწერი ბმული იქნება:
http://www.myvideo.ge/flv/23/229192.flv
თან არ გვაწყენდა გაშიფრვა, თუ რატომ მაინცდამაინც ესე, საქმე მარტივია, ვიცით რომ საიტის მისამართი არის http://www.myvideo.ge ეგ გავარკვიეთ, /flv/ არის საქაღალდე, რომელშიც განლაგებულია, კიდევ ბევრი საქაღალდე ნომრების მიხედვით, ეს ნომრები ენიჭება საქაღალდეებს ატვირთული ვიდეოების რაოდენობით, აი ჩვენს ბმულში გვაქვს video_id=229192 ანუ ვიდეოს სახელი არის 229192 ჩვენ კი ჩვენს გადმოსაწერ ბმულში ვუთითებთ, რომ ეს ფაილი არის საქაღალდეში რომლის სახელი არის /23/ რადგან ვიდეოს სახელი 22-ით იწყება, ანუ ყოველი მეათასე ფაილი ახალ საქაღალდეში გადადის. /23/229192.flv გავარკვიეთ რომ ეს ფაილი არის საქაღალდეში /23/ შემდეგ მოდის უკვე ვიდეო ფაილის სახელი ანუ 229192 და წერტილის შემდეგ ვუთითებთ ფაილის გაფართოებას ანუ flv-ს. საბოლოო ჯამში, ვიღებთ ჩვენს გადმოსაწერ ბმულს და ვიწერთ ვიდეოს http://www.myvideo.ge/flv/23/229192.flv

ვიდეოს გადმოწერა allvideos.ge-დან
Myvideo.ge-სგან განსხვავებით, აქ უკვე კოდში მოგვიწევს ძრომიალი. აბა მზად ხართ? მაშინ შევუდგეთ. პირველ რიგში მოვიძიოთ სასურველი ვიდეო. ჩემს შემთხვევაში ეს იქნება ვიდეო:
http://allvideos.ge/video.php?uid=KNQNNUMTS მოდით ვნახოთ მისი კოდი (მარჯვენა ღილაკი საიტზე ცარიელ ადგილას და ვირჩევთ ბრძანებას View Source, შემდეგ ვაწვებით ღილაკს F3-ი და ვწერთ შიგნით სიტყვას file ანუ ვეძებთ მისამართს, სადაც არის ჩვენი ვიდეო. გვჭირდება ასეთი ჩანაწერი კოდში რომელსაც სურათზე ხედავთ. ეს მიუთითებს იმას, რომ ფაილი მდებარეობს ამ მისამართზე და აქედან გადაეცემა სკრიპტს საჩვენებლად. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ეს ჩანაწერი:
http://allvideos.ge/xml.php?uid=storage1/:940:20080716186536974663

აქ http://allvideos.ge/ არის საიტის მისამართი, მე მგონი ისედაც ყველა ხვდებოდით :-) xml.php ეს არის სკიპტი რომელსაც გადაეცემა ვიდეო, uid= უნივერსალური კოდი ვიდეოსთვის (UID=Universal ID), storage1/ ეს არის მისამართი, თუ რომელ ვინჩესტერზე (ან სერვერზე) არის ჩვენი ვიდეო, 940 არის მომხმარებლის ნომერი (რომელმაც ატვირთა ვიდეო) და 20080716186536974663 არის თვითონ ვიდეოს სახელი, ეხლა შევკრიბოთ ყველაფერი თავიდან და მივიღოთ გადმოსაწერი ბმული. ანუ ვიცით რომ საიტი არის http://allvideos.ge/ xml.php?uid= ეს ადგილი არ გვაინტერესებს (ანუ სკრიპტი და UID) შემდეგ მოდის storage1/ თან მივამატოთ, გამოგვივიდა http://allvideos.ge/storage1/ შემდეგ მოდიოდა მომხმარებლის ნომერი 940, კიდევ მივუმატოთ http://allvideos.ge/storage1/940 აი აქ კი გავჩერდეთ ცოტა ხანი. კი ვიცით, რომ ფაილის სახელია 20080716186536974663, მაგრამ ეს ფაილი არის რომელიღაც საქაღალდეში აუცილებლად და აქვს თავისი გაფართოება. საქაღალდე არის videos, ფაილის გაფართოება კი flv კიდევ თუ მივუმატებთ ამ ინფორმაციას ერთმანეთს, მივიღებთ ასეთ შედეგს:
http://allvideos.ge/storage1/940/videos/20080716186536974663.flv ისღა დაგრჩენიათ დააჭიროთ ბმულს ხელი და გადმოწეროთ ვიდეო:-)

ვიდეოს გადმოწერა tvali.ge-დან
აქ საკმაოდ სასაცილოდ გვაქვს საქმე, გახსენით ისევ ვებ გვერდის კოდი ბრძანებით View Source და მოძებნეთ სიტყვა, რომელიც  ვიდეოს ჰქვია, ჩემს შემთხვევაში ვიდეოს ჰქვია ”ნატო”  და მისი მისამართია:
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=21353 ამიტომ გავხსნი კოდს და მოვძებნი სიტყვას ”ნატო”

დააკვირდით ზემოთ არსებულ ბმულს videos/6ae3df36f4ba08071741106.jpg სწორედ ეს არის ვიდეოს მისამართი. შემეკამათებით, კი მაგრამ jpg  ხომ სურათის გაფართოებააო, კი ბატონო ეგრეა, მაგრამ აბა შეუცვალეთ გაფართოება და მიეცით flv, მართალია ეს უკვე ვიდეოს ჰგავს, ამიტომ ჩვენი გადმოსაწერი ბმული იქნება უმარტივესი http://tvali.ge/videos/6ae3df36f4ba08071741106.flv

”სტატიის წერის დროს, შეიცვალა საიტის სკრიპტი და ახალ ვიდეოებზე სხვანაირი მეთოდის გამოყენება დაგვჭირდება, ოღონდ ეს მეთოდი უფრო მეტ შრომას და დაკვირვებას მოითხოვს. მოკლედ, შევუდგეთ. ვიდეოს ბმული იქნება ეს: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=22236 ეხლა ვნახოთ მისი კოდი და მოვძებნოთ სიტყვა dataNew.php (სხვანაირადაც შეიძლება, მაგრამ ესე უფრო მარტივია) მოიძებნება როგორც წესი ასეთი ჩანაწერი:

ახლა ამ ჩანაწერიდან ჩვენ გვჭირდება xml-ფაილი რომელშიც წერია ჩვენი ვიდეოს მოდიფიცირებული მისამართი თუმცა იმასაც მივხედავთ:-) როგორც ბმულში ხედავთ xml ფაილის მისამართი (რომელსაც გვატყობინებს ჩანაწერი ”xmlFile=”) არის:
http://tvali.ge/dataNew.php?vid=79d25637c88308072314455&vw=480&vh=360
შევიდეთ ახლა მაგ მისამართზე და შევხვდებით ასეთ ჩანაწერს

რას ვხედავთ აქ? გვითითებენ სად არის ჩვენი ვიდეოს მინი გამოსახულება იგივე თუმბნაილი, მაგრამ რაში გვადგება ეს ჩვეენ? ძალიან მარტივად არის საქმე, უბრალოდ ვნახოთ ამ გვერდის კოდი და მივიღებთ:

მანდ რაიმე ხომ არ გეცნობათ? პირველივე ჩანაწერი video path=" მიგვითითებს ვიდეოს პირდაპირ ბმულზე...

მე მგონი ამით ქართული სერვერების ამბავი ამოწურულია, ახლა კი მივხედოთ უცხოურ რთულ სერვერებს.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

http://keepvid.com
ეს საიტი დაგეხმარებათ youtybe - დან ვიდეო ფაილების ჩამოტვირთვაში.
გაუშვით ვიდეო ფაილი და სამისამართო ზოლიდან გადაუღეთ ასლი ვიდეო ფაილის
URL - ს და ჩააწეპეთ keepvid.com - ის ეკრანზე მითითებულ URL -ზოლში შემდეგ DOWNLOAD, სულ ეს არის
10-06-2009, 21:37:15 | julieta

ვაიმე რამდენი წერია ეგ ნამდვილად არ წამიკითხია მარა მემგონი ჩემი აღმოჩენილი ხერხით უფრო ადვილია გადმოწერა. თან აბსოლიტურად ნებისმიერი საიტიდან იწერს გინდ ვიდეოს გინდ სურატს და გინდ მუსიკას. უბრალოდ გჭირდებათ ოპერა 9.27 ან უფრო ძველი ვერსია და ეგაა :) მარა გადმოწერას არ გასწავლით
30-03-2009, 01:40:26 | fashisti

სწავლა სიბერემდე
22-03-2009, 07:20:30 |

გეოსინემადან როგორ გადმოვწერო ვიდეო ? მაქედან არწერილი მეთოდებიდან ვერცრთმა ვერ მაპოვნინა, იქნებ დამეხმაროთ
01-03-2009, 21:47:32 | dejavu

მე ვაბშე სხვანაირად ვაკეთებ. კერძოდ ვნავახ ოპერათი ვიდეოს,თუ მომეწონება შევდივარ ოპერის ქეშში და ვნახულობ დიდ ფაილს (2მბ და ზევით) და გაფართოებას ვუცვლი fvl_ზე. სულ ეს არის.


C:\Documents and Settings\იუზერი\Local Settings\Application Data\Opera\Opera\profile\cache4
13-02-2009, 11:50:58 | kashmir

gamarjobat, youtube- idan videoebis gadmotseris sakmaod advil xerxs mivageni :
virchevt sasurvel videos, magalitad http://www.youtube.com/watch?v=N1nbUdSxYPk, da youtube-is tsin vtsert kiss anu http://www. kissyoutube.com/watch?v=N1nbUdSxYPk da enteri . shemdeg download-s vatsvebit orjer, da shemdeg varkmevt sasurvel saxels ogond aucileblad .avi gapartoebit, xolo file type-shi vutitebt aucileblad all files da daitskeba download-i
pativiscemit dima0202
01-02-2009, 00:34:07 | dima0202

კარგი საიტია. მომეწონა.
20-01-2009, 12:53:23 | leono

ხო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარის ზომა დიდი იყო, ამიტომ აქ გავაგრძელებ. მოკლედ დიდი მადლობა MadDoc-ს, და მისი ნებართვით მცირეოდენ ცვლილებას აქაც შევიტან. მოკლედ თუ youtube.com-იდან ვიდეოს საყურებელი ლინკია:http://www.youtube.com/watch?v=-QMzefif0LY&feature=r elated, მაშინ გადმოსაწერი ლინკი იქნება: http://www.youtubemp4.com/video/-QMzefif0LY.mp4
დადეთ რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი. აბა კარგად
20-01-2009, 01:14:01 | leono

ერთ შესწორებას შევიტან თქვენის ნებართვით. myvideo.ge-დან ვიდეოს გადმოწერას ეხება. http://-ს შემდეგ, www- ს მაგივრად უნდა დავწეროთ download02. ანუ თუ საყურებელი ლინკია http://www.myvideo.ge/?video_id=229192, გადმოსაწერი ლინკი ასეთი იქნება: http://download02.myvideo.ge/flv/23/229192.flv.
ეს რაც შეეხებოდა myvideo.ge-ს.
ახლა მინდა tvali.ge-დან გადმოწერის შესახებ გითხრათ. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული ვარ, რატომ დაძვრებით კოდებში ამ საიტიდან ვიდეოს გადმოსაწერად. tvali.ge ხომ ისედაც გვაძლევს უფლებას, თავისუფლად გადმოვწეროთ ნებისმიერი ვიდეო ჩვენს ვინჩესტერზე. ვიდეოს დაბლა წერია ,,გადმოწერა". ხოდა დააწკაპუნეთ ამ წარწერაზე და გადმოწერეთ.
ხო, კიდევ ერთი რამ: Giena-ს ახსნილი, თუ როგორ გადმოვწეროთ ვიდეო youtube.com-დან, ვერ გავიგე. სამაგიეროდ მშვენივრად გავიგე MadDoc-ის ახსნა, რომელიც მან კომენტარებში დატოვა. ამისათვის
20-01-2009, 01:06:27 | leono

EmEditor Professional 7.02 ამ პროგს ვერ ვაინსტალირებ დამეხმარეეთ
27-12-2008, 21:28:38 | winsen


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.