COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=76&artpage=2&type=special


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!



ვიდეოს გადმოწერა Youtube.com-დან
აქ მართლაც რთულად არის საქმე და არცოდნის შემთხვევაში, შეიძლება კოდში თვალებიც კი დაგრჩეთ (როგორც მე მომივიდა) :-) მოვძებნოთ სასურველი ვიდეო, ჩემს შემთხვევაში იქნება ეს ვიდეო:
http://youtube.com/watch?v=udkoZ1EqGS8&feature=related ჯერ შევხედოთ ბმულს, რა გვაქვს მოცემული, http://youtube.com/ ანუ საიტის მისამართი, watch? = უყურე v = ვიდეოს სახელი, აქ გვაინტერესებს თვითონ ვიდეო ფაილის სახელი ანუ udkoZ1EqGS8 მეტი არაფერი არ გვჭირდება აქედან (თავისთავად თვითონ საიტის მისამართი). შევძვერით კოდში, შეხედეთ სურათს, ეს ის არ არის რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ეს ბმული აშკარა მინიშნებას გვაძლევს თუ როგორ ხდება ვიდეოს გადმოწერა:

მიხვდით? თავიდან ვერც მე მივხვდი კოდი get_video?video_id= მიგვანიშნებს ერთ რაღაცაზე მხოლოდ get_video ანუ აიღე ვიდეო ”?” დამაკავშირებელია ბრძანებების, video_id= ჩვენი ვიდეოს სახელს, გაგიხარდათ? თავიდან მეც გამიხარდა ვიყვირე ”ევრიკა”, მაგრამ მთლად ეგრე ადვილიც არ ყოფილა, youtube-ს აქვს მრავალი სერვერი და  კონკრეტულად რომელ სერვერზეა ჩვენი ფაილი, იცის მხოლოდ ერთმა ცვლადმა, რომლის სახელიც არის t. მოდით მოვძებნოთ კოდში ეს t  და ვნახოთ თუ რას მიგვითითებს, პირდაპირ t, რომ ჩაწეროთ მიიღებთ უამრავ შედეგს ამიტომ ჩავწეროთ ”t” და შევხედოთ სურათს:

ამ შემთხვევაში t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX, მაგრამ ჩვენ უნდა ვუხსნათ ეს ბმულს, რომ მოგვცეს გადმოწერის უფლება. მოდით შევაჯამოთ რა გვაქვს, გვაქვს საიტის მისამართი
http://youtube.com/ შემდეგი ბრძანება get_video?video_id= ვიდეო ფაილის სახელი udkoZ1EqGS8 და ვიცით, რომ t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX ეხლა შევკრიბოთ
http://youtube.com/get_video?video_id=udkoZ1EqGS8 ამას თუ დავუმატებთ
t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX არაფერიც არ მოხდება, ერთი სიმბოლო გვაკლია & (და) ანუ ვიწყებთ ახლიდან http://youtube.com/get_video?video_id=udkoZ1EqGS8 და
 t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX გადავთარგმნოთ ბმულისთვის:
http://youtube.com/get_video?video_id=udkoZ1EqGS8&t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX აი ეს არის ჩვენი გადმოსაწერი ბმული, მაგრამ ”გთხოვთ მოიცადოთ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა” © ჰამლეტი :-) აქვე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, საქმე იმაშია, რომ youtube-ზე ზოგიერთი ვიდეო ფაილი ინახება რამოდენიმე ფორმატში: ცუდი ხარისხის flv, კარგი ხარისხის flv და მაღალი ხარისხის mp4. თუ გამოვიყენებთ ზემოთ მიღებულ ბმულს, ჩავიწერთ ცუდი ხარისხის flv-ს. არსებობს მეთოდი რომლითაც ბმულს ვუთითებთ თუ რომელი ფორმატი მოგვცეს (თუ რა თქმა უნდა ვიდეო არსებობს სერვერზე რამოდენიმე ფორმატში), მოკლედ fmt ანუ ფორმატი = 6 (კარგი ხარისხის flv), = 18 (მაღალი ხარისხის mp4) ეხლა მოდით ბმულს მოვთხოვოთ ”მაღალი ხარისხის mp4” ფომატის ჩაწერა ვწერთ ისევ ზემოთ მიღებულ ბმულს:
http://youtube.com/get_video?video_id=udkoZ1EqGS8&t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX და ვეუბნებით &fmt=18 საბოლოო ჯამში ასე უნდა გამოიყურებოდეს:
http://youtube.com/get_video?video_id=udkoZ1EqGS8&t=OEgsToPDskKsC9Y8gGKY4nV0k5pB87zX&fmt=18
ამით მივიღებთ მაღალი ხარისხის mp4 ფორმატის ვიდეოს! youtube-თანაც გავარჩიეთ საქმე :-)

ვიდეოს გადმოწერა video.google.com-დან
ვირჩევთ სასურველ ვიდეოს, ჩემს შემთხვევაში ბმული იქნება შემდეგი:
http://video.google.com/videoplay?docid=-6574100590673121035
ვნახულობთ გვერდის კოდს და ვეძებთ სიტყვას vp.video.google.com,

ესეც ჩვენი ვიდეოს გადმოსაწერი ბმული:-)

ვიდეოს გადმოწერა metacafe.com-დან
ხოოო ეს უკვე ცოტა რთული საქმეა, აბა მზად ხართ? რთული არ ჰქვია, უფრო საწვალებელია:-)
საჭირო ბმული: http://www.metacafe.com/watch/1004504/brazilian_national_anthem/
გავხსნათ ისევ კოდი და მოვძებნოთ სიტყვა akvideos როგორც წესი იპოვნის ასეთ რამეს:

სურათზე თუ დააკვირდებით მონიშნულ ადგილებს, დაახლოებით უნდა მიხვდეთ რაც ხდება:-)
ანუ ქვემოთ რომ არის მონიშნული http:\/\/akvideos.metacafe.com\/ItemFiles ეს არის ფაილის ადგილსამყოფელი ზემოთ მონიშნული %5BFrom%20www.metacafe.com%5D%201004504.5721467.11.flv
კი თვითონ ფაილი, მოდით ეხლა დავაწყოთ და დავალაგოთ, პირველ რიგში გავასწოროთ სხვადასხვა მხარეს დახრილი ხაზები ისე როგორც ჭეშმარიტ ბმულს შეეფერება:-) დავიწყეთ:
http://akvideos.metacafe.com/ItemFiles/
ეხლა ამას მივუმატოთ ჩვენი ფაილის სახელი, თუმცა აქ რამოდენიმე სიმბოლოა გასაშიფრი, იმისათვის რომ ბმულმა გაიგოს რა და როგორ უნდა მოხდეს დავიწყოთ თავიდან მეორე ნაწილი
%5B  ბმულის ენაზე = [, შემდეგ მოდის From, შემდეგ %20 ბმულის ენაზე= ნიშნავს გამოტოვებას (იგივე ჰარი/”პრაბელი”), შემდეგ მოდის www.metacafe.com, ამის მერე %5D რომელიც ბმულის ენაზე = ], %20 შემდეგ ისევ გამოტოვება, და ბოლოს ფაილის სახელი 1004504.5721467.11.flv. ეხლა ავაწყოთ ჩვენი ბმული: http://akvideos.metacafe.com/ItemFiles/[From www.metacafe.com] 1004504.5721467.11.flv


ვიდეოს გადმოწერა Brake.com-დან
ამოირჩიეთ ნებისმიერი ვიდეო ფაილი (შენიშვნა! ფაილის ბმული შეიძლება იყოს, სხვადასხვაგვარი, შესაბამისად ჩაწერაც სხვადასხვა მეთოდით ხდება.) ავიღებ ორ ბმულს, რომ ორივე სახის ბმულიდან შევძლოთ გადმოწერა.
პირველი ბმული: http://my.break.com/content/view.aspx?ContentID=542136
მეორე ბმული: http://www.break.com/index/kid-faceplants-into-wall.html
როგორც ხედავთ ბმულები განსხვავებულია, შესაბამისად მეთოდებიც განსხვავებულია გადმოწერის, მოდით ჯერ პირველი ბმულიდან ჩავიწეროთ და შემდეგ მეორედან. პირველის შემთხვევაში ვნახულობთ საიტის კოდს, და დასაწყისშივე წააწყდებით ჩანაწერს:

ამ ბმულის ოდნავ მოდიფიცირება და ვიდეო ჩვენს ხელშია:-) შევხედოთ ბმულს
http://media1.break.com/dnet/media/2008/7/542136_f5520126-87ff-4ed4-adfe-1f2454b536e3_prod_1_0001_thumb.jpg
thumb.jpg - გვატყობინებს, რომ ეს არის ამ ვიდეოს ”თუმბნაილი” ანუ მისი მცირე გამოსახულება, შესაბამისად იგი არ გვჭირდება და მოვაშოროთ, ასევე მოსაშორებელია ჩანაწერი _0001_ ანუ საბოლოო ჯამში უნდა მოვაჭრათ აი ეს ჩანაწერი _0001_thumb.jpg. დაგვრჩება ასეთი ბმული
http://media1.break.com/dnet/media/2008/7/542136_f5520126-87ff-4ed4-adfe-1f2454b536e3_prod_1
ეხლა ამ ბმულს უბრალოდ მივუწეროთ .flv და ვიდეო ჩვენს ხელში იქნება, მაგრამ ასევე შესაძლებელია .wmv ფორმატის ჩაწერა იმედია ხვდებით როგორც :-) ”ვსო” პირველი ვარიანტი ”დავაჩმორეთ” ახლა მეორე ვარიანტს შევუდგეთ. ბმული როგორც ვახსენეთ გვაქვს შემდეგი:
http://www.break.com/index/kid-faceplants-into-wall.html
ვნახოთ მისი გვერდის კოდი და ასევე დასაწყისში წავაწყდებით ჩანაწერს:

როგორც ხვდებით აქ უფრო მარტივად არის საქმე, ბმულში მხოლოდ ერთი ადგილია ჩასანაცვლებელი, კერძოდ ფაილის გაფართოება .jpg და მის მაგივრად მივუწეროთ ან .flv ან .wmv.

სტატიის ავტორი: Giena

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

http://keepvid.com
ეს საიტი დაგეხმარებათ youtybe - დან ვიდეო ფაილების ჩამოტვირთვაში.
გაუშვით ვიდეო ფაილი და სამისამართო ზოლიდან გადაუღეთ ასლი ვიდეო ფაილის
URL - ს და ჩააწეპეთ keepvid.com - ის ეკრანზე მითითებულ URL -ზოლში შემდეგ DOWNLOAD, სულ ეს არის
10-06-2009, 21:37:15 | julieta

ვაიმე რამდენი წერია ეგ ნამდვილად არ წამიკითხია მარა მემგონი ჩემი აღმოჩენილი ხერხით უფრო ადვილია გადმოწერა. თან აბსოლიტურად ნებისმიერი საიტიდან იწერს გინდ ვიდეოს გინდ სურატს და გინდ მუსიკას. უბრალოდ გჭირდებათ ოპერა 9.27 ან უფრო ძველი ვერსია და ეგაა :) მარა გადმოწერას არ გასწავლით
30-03-2009, 01:40:26 | fashisti

სწავლა სიბერემდე
22-03-2009, 07:20:30 |

გეოსინემადან როგორ გადმოვწერო ვიდეო ? მაქედან არწერილი მეთოდებიდან ვერცრთმა ვერ მაპოვნინა, იქნებ დამეხმაროთ
01-03-2009, 21:47:32 | dejavu

მე ვაბშე სხვანაირად ვაკეთებ. კერძოდ ვნავახ ოპერათი ვიდეოს,თუ მომეწონება შევდივარ ოპერის ქეშში და ვნახულობ დიდ ფაილს (2მბ და ზევით) და გაფართოებას ვუცვლი fvl_ზე. სულ ეს არის.


C:\Documents and Settings\იუზერი\Local Settings\Application Data\Opera\Opera\profile\cache4
13-02-2009, 11:50:58 | kashmir

gamarjobat, youtube- idan videoebis gadmotseris sakmaod advil xerxs mivageni :
virchevt sasurvel videos, magalitad http://www.youtube.com/watch?v=N1nbUdSxYPk, da youtube-is tsin vtsert kiss anu http://www. kissyoutube.com/watch?v=N1nbUdSxYPk da enteri . shemdeg download-s vatsvebit orjer, da shemdeg varkmevt sasurvel saxels ogond aucileblad .avi gapartoebit, xolo file type-shi vutitebt aucileblad all files da daitskeba download-i
pativiscemit dima0202
01-02-2009, 00:34:07 | dima0202

კარგი საიტია. მომეწონა.
20-01-2009, 12:53:23 | leono

ხო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარის ზომა დიდი იყო, ამიტომ აქ გავაგრძელებ. მოკლედ დიდი მადლობა MadDoc-ს, და მისი ნებართვით მცირეოდენ ცვლილებას აქაც შევიტან. მოკლედ თუ youtube.com-იდან ვიდეოს საყურებელი ლინკია:http://www.youtube.com/watch?v=-QMzefif0LY&feature=r elated, მაშინ გადმოსაწერი ლინკი იქნება: http://www.youtubemp4.com/video/-QMzefif0LY.mp4
დადეთ რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი. აბა კარგად
20-01-2009, 01:14:01 | leono

ერთ შესწორებას შევიტან თქვენის ნებართვით. myvideo.ge-დან ვიდეოს გადმოწერას ეხება. http://-ს შემდეგ, www- ს მაგივრად უნდა დავწეროთ download02. ანუ თუ საყურებელი ლინკია http://www.myvideo.ge/?video_id=229192, გადმოსაწერი ლინკი ასეთი იქნება: http://download02.myvideo.ge/flv/23/229192.flv.
ეს რაც შეეხებოდა myvideo.ge-ს.
ახლა მინდა tvali.ge-დან გადმოწერის შესახებ გითხრათ. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული ვარ, რატომ დაძვრებით კოდებში ამ საიტიდან ვიდეოს გადმოსაწერად. tvali.ge ხომ ისედაც გვაძლევს უფლებას, თავისუფლად გადმოვწეროთ ნებისმიერი ვიდეო ჩვენს ვინჩესტერზე. ვიდეოს დაბლა წერია ,,გადმოწერა". ხოდა დააწკაპუნეთ ამ წარწერაზე და გადმოწერეთ.
ხო, კიდევ ერთი რამ: Giena-ს ახსნილი, თუ როგორ გადმოვწეროთ ვიდეო youtube.com-დან, ვერ გავიგე. სამაგიეროდ მშვენივრად გავიგე MadDoc-ის ახსნა, რომელიც მან კომენტარებში დატოვა. ამისათვის
20-01-2009, 01:06:27 | leono

EmEditor Professional 7.02 ამ პროგს ვერ ვაინსტალირებ დამეხმარეეთ
27-12-2008, 21:28:38 | winsen


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.