Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
WinRAR 3.80
პირველი ტესტი WinRAR 3.80-ში ჩატარდა. WinRAR-ს აქვს ჩაშენებული ბენჩმარკი, რომელიც მრავალი ბირთვის გამოყენებაზეა ოპტიმიზირებული. ასევე, ტესტირება ჩატარდა პრაქტიკულ სამუშაოშიც - WinRAR-ის საშუალებით მოვახდინეთ Adobe Photoshop CS4-ის დირექტორიის (1623 ფაილი, 367 საქაღალდე) არქივირება და შემდეგ ამ არქივის გაშლა.
როგორც ხედავთ, WinRAR-ის ჩაშენებულ ბენჩმარკში საუკეთესო შედეგს Windows Vista აჩვენებს, ახალი Windows 7 კი საკმაოდ ჩამორჩება თავის ძმებს. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა, მოდით, ვნახოთ, რა შედეგებს აჩვენებენ სისტემები პრაქტიკაში:
არქივირების პრაქტიკული შედეგები აშკარად არ შეესაბამება ბენჩმარკის შედეგებს. Windows XP საკმაოდ ადვილად და დიდი მაჩვენებლით ჩაგრავს Vista-ს და „მეშვიდეს“.
რაც შეეხება მიღებული არქივის გაშლას, აქ ლიდერები ახალი ოპ. სისტემები არიან. Photoshop CS4-ის არქივირებულ დირექტორიას Windows 7 რვა წამში შლის, Vista – 9-ში, XP-ს კი ამ საქმისთვის 10 წამი სჭირდება (დავამკიცეთ თეორემა: რაც უფრო ახალია ოპ. სისტემა, მით უფრო დიდხანს ანდომებს არქივირებას და მით უფრო სწრაფად შეუძლია არქივის გაშლა :-)).
Adobe Photoshop CS4
Adobe Photoshop CS4-ში წარმადობის გასაზომად ვიყენებთ Retouch Artists-ის ბენჩმარკს. ბენჩმარკის მიმდინარეობის დროს დიდი ზომის სურათზე კეთდება უამრავი მოქმედება (შრეების შექმნა, ფერების კორექცია, unsharp mask, gaussian blur და ა.შ.). შედეგები წარმოდგენილია წამებში. რაც უფრო მცირეა დრო, მით უკეთესია შედეგი. Adobe Photoshop CS4 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე, შესაბამისად, სრულად იყენებს ჩვენი ორბირთვიანი E7400 პროცესორის სიმძლავრეს.
Photoshop CS4-ში საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ. როგორც ხედავთ, ახალი ოპერაციული სისტემები ადვილად ამარცხებენ Windows XP-ს. აღსანიშნავია, რომ მათი 1.5-2 წამიანი უპირატესობა სუსტ კომპიუტერებზე გაცილებით დიდი იქნება. ასევე, დროში სხვაობა გაიზრდება უფრო ხანგრძლივი სამუშაოს ჩატარებისას. თუ დიზაინერი ხართ და Photoshop CS4-ს ხშირად იყენებთ, აქცენტი აშკარად ახალ ოპერაციულ სისტემებზე უნდა გააკეთოთ, განსაკუთრებით Windows 7-ზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც სრულყოფილია და ორივე ძმაზე უმცროსია, ადვილად ამარცხებს მათ.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.