Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რენდერინგი
x264 HD Video Encoding
Graysky-ს x264 HD ტესტი 4Mbps 720p MPEG-2 ვიდეოს კოდირებისთვის იყენებს უფასო x264 კოდეკს (H.264-ის ღია კოდის მქონე ალტერნატივა). ამ ტესტში აქცენტი ხარისხზე კეთდება, შესაბამისად, ტესტი გადის ორ Pass-ს, და ყოველი Pass-ის შემდეგ შედეგს საშუალო FPS-ის (კადრი/წამში) წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ Windows XP x264 ტესტში ლიდერობს, შედეგებში სხვაობა მიზერულია. XP-სა და „მეშვიდეს“ შორის სხვაობა 0.2 კადრშია, Vista კი ცოტა მეტად ჩამორჩება თანამოძმეებს.
CINEBENCH R10
Cinebench-ი შემქმნილია Cinema 4D-ში მიახლოებითი წარმადობის გასაზომად. R10 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე და შედეგებსაც საკმაო სიზუსტით აჩვენებს.
როგორც ხედავთ, მაშინ როცა Cinebench-ი მხოლოდ 1 ბირთვს იყენებს, შედეგები პრაქტიკულად იდენტურია. Windows 7-ის 2 ქულიანი უპირატესობა შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ და შემთხვევითობად ჩათვალოთ. ტესტირება რომ 5-ის მაგივრად 10-ჯერ ჩაგვეტარებინა, შესაძლოა, ლიდერი სხვა ოპ. სისტემა ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მცირეა, მრავალბირთვიან ბენჩმარკში Windows XP პირველ ადგილზე გავიდა. რატომ? რენდერინგი პრაქტიკულად მთლიანად „ჭამს“ პროცესორის რესურსებს. შესაბამისად, XP, რომელიც თავის ძმებთან შედარებით, ნაკლებ რესურსებს მიირთმევს, Cinebench-ისთვის ცოტა მეტ გამოთვლით სიმძლავრეს ტოვებს და პირველ ადგილზეც გადის.
Cinebench R10-ის Open GL ტესტი. სხვაობა ოპ. სისტემებს შორის აშკარაა, თუმცა, მაინცდამაინც ნუ დაეყრდნობით ამ ტესტის შედეგებს. თვითონ ტესტი სულ 4-5 წამის განმავლობაში მიმდინარეობს და საკმაოდაა დამოკიდებული ვიდეო დაფის დრაივერებზე.
POV-Ray 3.73 beta 32 - Ray Tracing
Ray Tracing – The Way to the Future! საინტერესოა, როგორ შედეგებს აჩვენებენ სისტემები მომავლის ტექნოლოგიებში (თუმცა, იმის გამო, რომ ისევ რენდერინგთან გვაქვს საქმე, ლიდერი შეგიძლიათ წინასწარ დაასახელოთ).
POV-Ray 3.73 beta 32 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებთან მუშაობისთვის. ქვემოთ წარმოდგენილია SMP ბენჩმარკის შედეგები:
შედეგებმა, ალბათ, არავინ გაგაკვირვათ. ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ამ ტესტში Windows XP ლიდერი იქნებოდა.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.