COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=82&artpage=4&type=review


Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?

რენდერინგი

x264 HD Video Encoding

Graysky-ს x264 HD ტესტი 4Mbps 720p MPEG-2 ვიდეოს კოდირებისთვის იყენებს უფასო x264 კოდეკს (H.264-ის ღია კოდის მქონე ალტერნატივა). ამ ტესტში აქცენტი ხარისხზე კეთდება, შესაბამისად, ტესტი გადის ორ Pass-ს, და ყოველი Pass-ის შემდეგ შედეგს საშუალო FPS-ის (კადრი/წამში) წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ Windows XP x264 ტესტში ლიდერობს, შედეგებში სხვაობა მიზერულია. XP-სა და „მეშვიდეს“ შორის სხვაობა 0.2 კადრშია, Vista კი ცოტა მეტად ჩამორჩება თანამოძმეებს.

CINEBENCH R10

Cinebench-ი შემქმნილია Cinema 4D-ში მიახლოებითი წარმადობის გასაზომად. R10 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე და შედეგებსაც საკმაო სიზუსტით აჩვენებს.

როგორც ხედავთ, მაშინ როცა Cinebench-ი მხოლოდ 1 ბირთვს იყენებს, შედეგები პრაქტიკულად იდენტურია. Windows 7-ის 2 ქულიანი უპირატესობა შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ და შემთხვევითობად ჩათვალოთ. ტესტირება რომ 5-ის მაგივრად 10-ჯერ ჩაგვეტარებინა, შესაძლოა, ლიდერი სხვა ოპ. სისტემა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მცირეა, მრავალბირთვიან ბენჩმარკში Windows XP პირველ ადგილზე გავიდა. რატომ? რენდერინგი პრაქტიკულად მთლიანად „ჭამს“ პროცესორის რესურსებს. შესაბამისად, XP, რომელიც თავის ძმებთან შედარებით, ნაკლებ რესურსებს მიირთმევს, Cinebench-ისთვის ცოტა მეტ გამოთვლით სიმძლავრეს ტოვებს და პირველ ადგილზეც გადის.

Cinebench R10-ის Open GL ტესტი. სხვაობა ოპ. სისტემებს შორის აშკარაა, თუმცა, მაინცდამაინც ნუ დაეყრდნობით ამ ტესტის შედეგებს. თვითონ ტესტი სულ 4-5 წამის განმავლობაში მიმდინარეობს და საკმაოდაა დამოკიდებული ვიდეო დაფის დრაივერებზე.

POV-Ray 3.73 beta 32 - Ray Tracing

Ray Tracing – The Way to the Future! საინტერესოა, როგორ შედეგებს აჩვენებენ სისტემები მომავლის ტექნოლოგიებში (თუმცა, იმის გამო, რომ ისევ რენდერინგთან გვაქვს საქმე, ლიდერი შეგიძლიათ წინასწარ დაასახელოთ).
POV-Ray 3.73 beta 32 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებთან მუშაობისთვის. ქვემოთ წარმოდგენილია SMP ბენჩმარკის შედეგები:

შედეგებმა, ალბათ, არავინ გაგაკვირვათ. ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ამ ტესტში Windows XP ლიდერი იქნებოდა.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.
25-01-2010, 01:42:13 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!! javascript:smilie('')
დაყენების დროს გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და
25-01-2010, 01:39:40 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან.
პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი. თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატომ უყენია?“. პასუხი ისაა, რომ Windows XP ახალი სიტყვა იყო OS-ების ისტორიაში, მისით მომხმარებელი ძალიან მოიხიბლა, მიეჩვია და შეუყვარდა ის. როგორც ავტორი ამბობს მან შესძლო გომოეძევებინა ბაზრიდან მისი უფროსი ძმები (Windows 95, 98, 2000, NT, ME). ა
25-01-2010, 01:32:32 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ის მაინც დასახვეწია და გასაუმჯობესებელია.
დღესდღეობით კი, Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან. ესენია:
Microsoft Office 2010; Microsoft Visual Studio 2010; Internet Explorer 8; Nero 9 და ა. შ..
პირადად მე, Windows XP (SP2, SP3)-ც მეყენა, Windows Vista (SP1)-ც და Windows 7 (Build 7600)-იც. დრო მოვა და Windows 7 (Build 7600)-იც მოძველდება, გამოვა უფრო ახალი, მე მას გამოვცდი და თუ გაამართლა, არჩევანს მასზე შევაჩერებ.
თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატო
25-01-2010, 01:24:48 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!
მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ის მაინც დასახვეწია და გასაუმჯობესებელია.
დღესდღეობით კი, Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან. ესენია:
Microsoft Office 2010; Microsoft Visual Studio 2010; Internet Explorer 8; Nero 9 და ა. შ..
პირადად მე, Windows XP (SP2, SP3)-ც მეყენა, Windows Vista (SP1)-ც და Windows 7 (Build 7600)-იც. დრო მოვა და Windows 7 (Build 7600)-იც მოძველდება, გამოვა უფრო ახალი, მე მას გამოვცდი და თუ გაამართლა, არჩევანს მასზე შევაჩერებ.
თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატომ უყენია?
25-01-2010, 01:22:43 | George Gzirishvili

წავიკითხე ბოლომდე თემა :)
ჩემი აზრით Win 7 - ს ნათელი უპირატესობა აქვს...
23-06-2009, 12:42:23 | Giga1

Levan13557
მოკლედ ვიტყვი - კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი პოსტი და კომპინფოს ვეღარ ნახავ.
20-06-2009, 23:54:43 | domen

Levan13557
1) მე ამ საიტის ადმინი არ ვარ ;)
2) თუ არ მოგწონს აქურობა რას აკეთებ აქ? უბრალოდ გინდა გა^&*(ება?! თუ ეგრეა გიმეორებ სხვა საიტი იპოვნე! ეს საიტი იმითვის არის რომ კომპზე იბაზრო!
3) MAC OS X რა ძალიან "cool" გგონია?
4) თუ ვერ ხვდები რა დაწერე პირველ პოსტში ნიტო, მაშინ რაც დაგიწერე წინა პოსტებში ტყუილა მიწერია....
5) ეს საიტი ზრუნავს თავის პუბლიკაზე (რომელიც ცინიკოსი არაა ;)), ჰოდა XP-ზე რაცაა საჭირო ის იწერება! და შენი დასაცინი არაა ამის ავტორი და მითუმეტეს ეს საიტი

ჰო კიდევ ცოტა კატეგორიები მოგექექა იქნებ Vista-ზე და სხვა OS-ბზეც რომ რაღაც წერია ეგეც დაგენახა, თუ მაუსი გაგირბის
20-06-2009, 00:20:38 | otosaxel

ისეთი არაფერი დამიწერია და ბოდიშს ჩემგან ვერ ეღირსები ვიღაც პროვოკატორი ხარ შენ დაიწყე პირველმა მე კი არა! კითხვა მე სულაც არ მეზარება ცოდნა ჰაერიდან კი არ მოდის! სხვათა შორის pcmania.ge ამაზე გაცილებით უკეთესი საიტია იქ Mac OS X უფრო მეტი წერია ვინემ თქვენთან xp-ზე და ბოლოს შენნაირი ადამიანი ვის რაში დაეხმარება თუ პირიქით არ შეუშლის !
19-06-2009, 21:21:13 | Levan13557

Levan13557
ჯერ ერთი ეთიკა ნუ გაადააგდე ;), აქ სხვა ხალხია.
მეორე ყველაზე მაგარი კი არა ერთი ჯერ უცოდინარი ვარ ;), მაგრამ ზოგიერთისგან განსხვევებით კითხვა არ მეზარება ;)
მერე მე რა სახელი დავიქვი ეგ ჩემი საქმეა და შენი ბანძი არავინაა ბრატ
და წინა პოსტზე დაგიწერე მშვენივრად რაც უნდა გექნა და იმის მაგივრად ბოდიში მოგეხადა, ან გაძურწულიყავი მაინც ატრაკებ ;)
და თუ კიდევ ვერ გაიგე გიმარტავ, ვიცით რომ XP-მ დრო მოჭამა და ეს ტესტები წერია მარტივ ენაზე ;) და გაიგებს ის ვინც წაიკითხვს თუ ელემენტარული ლოგიკა აქვს თუ არადა...
მოკლედ ან ლოგიკა არ გაქ და კომპი დაიზეპირე ;), ან არ კითხულობ და გახურება გინდა, თუ ეგრეა მაშინ წადი სხვა საიტზე, გიმეორებ ეს სხვა საიტია და აქ ირნიული პოსტები არ უნდა დაიწეროს!!!
ეს საიტია სადაც ხალხი ერთმანეთს ეხმა
17-06-2009, 21:44:20 | otosaxel


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.