Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
Futuremark Suite
ბოლოს ტესტირება ჩატარდა კომპანია Futuremark-ის პოპულარულ ბენჩმარკებში - 3DMark 06-ში, 3DMark Vantage-ში, PCMark 05-სა და PCMark Vantage-ში.
3DMark-ები გამოიყენება მიახლოებითი წარმადობის გასაზომად თამაშებში. PCMark-ი კი 3D-სთან ერთად სხვადასხვა სცენარების სიმულაციას ახდენს და კომპიუტერის წარმადობის საშუალო მაჩვენებელი გამოყავს.
აღსანიშნავია, რომ 3DMark 06 და PCMark 05 გამოშვებულია Windows Vista-ს გამოსვლამდე და მთლად ადექვატურად ვერ ასახავენ (განსაკუთრებით PCMark 05. 3DMark 06-ის ცდომილება მცირეა, იმის გამო, რომ ძირითადად ვიდეო დაფისა და პროცესორის წარმადობაზეა დამოკიდებული და გარე ფაქტორების გავლენას ნაკლებად განიცდის).
3DMark 06
3DMark 06 საკმაოდ პოპულარული ბენჩმარკია. აჩვენებს კომპიუტერის საშუალო წარმადობას თამაშებში. შედეგები მიიღება ქულების სახით.

მართალია ცოტათი, მაგრამ Windows XP ორივე უმცროსმა ძმამ დაჩაგრა. 3DMark 06-ში საერთო ქულა 3 ქვეტესტის ქულით გამოითვლება. ვნახოთ, სად წააგო XP-მ.

მიუხედავად იმისა, რომ Windows XP პროცესორის რესურსებს 3DMark 06-ში უკეთ იყენებს, თითქმის 200 ქულით აგებს Shader Mark 2.0 ტესტში, რაც საბოლოოდ საკმაო გავლენას ახდენს ფინალურ ქულაზე.
ასევე, აღსანიშნავია Windows 7-ის სტაბილური შედეგები 5-ვეჯერ ჩატარებულ ტესტში. მისი შედეგები 14240-სა და 14276-ს შორის ლავირებდა, მაშინ როცა, Vista-სა და XP-ს შედეგებს შორის სხვაობა გაცილებით დიდი იყო.
3DMark Vantage
3DMark 06-ის განახლებული ვერსია, DirectX 10-სა და GPU Accelerated Phisics-ის მხარდაჭერით, 3DMark Vantage შექმინილია მხოლოდ Windows Vista-სა და Windows 7-ისთვის. შესაბამისად, Windows XP ამ ბენჩმარკში ავტომატურად გამოირიცხა.
სისტემები დაიტესტა სტანდარტული პარამეტრებით, Performance რეჟიმში.

ესეც ასე, Vista-მ „მეშვიდეს“ აჯობა. 3DMark Vantage-ის საბოლოო ქულა ითვლება ორი ქვეტესტის ქულების მიხედვით. ვნახოთ რომელში დამარცხდა Windows 7.

როგორც ხედავთ, ვიდეო დაფის ტესტებში Windows 7 უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაგრამ 60 ქულით უარესი შედეგის გამო პროცესორის ტესტში, მარცხდება. თუმცა, განსხვავება საკმაოდ მცირეა.
პირველი გვერდი « 3 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.