Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?PCMark 05 PCMark 05 საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ბენჩმარკია მთლიანი სისტემის საშუალო წარმადობის გამოსათვლელად. რეალური სიტუაციების სიმულირების საშუალებით, PCMark-ში იტესტება როგორც პროცესორისა და ვიდეო დაფის, ასევე მყარი დისკის შესაძლებლობებიც. ოპ. სისტემებს შორის სხვაობა აშკარაა. 3DMark-ები მსგავსად, PCMark-ის საბოლოო ქულაც ქვეტესტების მიხედვით გამოითვლება. ქვემოთ წარმოდგენილია სისტემების შედეგები ქვეტესტების ნაწილში: ქვეტესტების ქულებს განმარტება აღარ სჭირდება. როგორც ხედავთ, Vista და 7 ყველაზე აშკარად აუდიო ფაილების კომპრესირების ტესტში აგებენ. XP-სთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებენ სხვა ქვეტესტებშიც, რაც საბოლოო ქულაზე ახდენს გავლენას. პირველი გვერდი « 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი |
|
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.