მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?

დასკვნა

7 წლის წინ, როდესაც კომპიუტერულ სამყაროში ჯერ მხოლოდ ფეხს ვიდგამდი და სამყაროს Windows XP მოევლინა, Windows 98-დან NT-ს, ME-სა და 2000-ის გამოტოვებით, პირდაპირ მასზე გადავბარგდი. ასევე მოვიქეცი 2 წლის წინაც, როდესაც Windows Vista გამოვიდა. უბრალოდ, არაფერი გამომიტოვებია, XP-სა და Vista-ს შორის ხომ სხვა ოპ. სისტემა არ ჩამდგარა? :-)

გავა 1 წელიწადი, მზის სინათლეს Windows 7-ის საბოლოო ვერსია იხილავს და მასზე გადავბარგდები, უპირობოდ. რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სავარაუდო Release Candidate ვერსია Vista-ზე სწრაფია. იმიტომაც, რომ უფრო მოხერხებულ სამუშაო გარემოს მთავაზობს, ახალ ტექნოლოგიებს მპირდება... ჯამში, უკეთესი იქნება და იმიტომ. ამიტომ გადავედი XP-დან Vista-ზე და ამიტომ გადავალ Vista-დან „მეშვიდეზეც.“

რაც შეეხება ტესტირებას, ალბათ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მითები Windows XP-ს ან Windows 7-ის ზესისწრაფის და Vista-ს მაჩანჩალობის შესახებ, მხოლოდ სისულელე და „ყურით მოთრეული“ ფრაზებია და მეტი არაფერი. ცხადია, ოპერაციული სისტემების წარმადობაში სხვაობა არის, მაგრამ არა რადიკალური. უბრალოდ, ერთი რამ ცხადი გახდა - გჭირდებათ ახალი ტექნოლოგიები და ახალი ტექნოლოგიების მხარდამჭერი და მათზე ოპტიმიზირებული პროგრამები (Adobe Photoshop, DirectX 10…)? ასეთ დროს თქვენი არჩევანი სჯობს ახალ სისტემებზე შეაჩეროთ.

სუსტია თქვენი კომპიუტერი, მაგრამ მაინც ახალი ტექნოლოგიები გწყურიათ? ნუ დააყენებთ მაინცდამაინც Windows Vista-სა და Windows 7-ის Ultimate ვერსიებს. ამ ოპ. სისტემების კიდევ რამდენიმე არსებობს, სპეციალურად სხვადასხვა სეგმენტისთვის. ჯამში, Windows Vista-ს 6 ვერსია არსებობს: Starter, Home Basic, Home Premium, Business, Enterprise და Ultimate. ბევრი მომხმარებლისთვის Home Basic და Home Premium ვერსიები სრულიად საკმარისია და შედარებით უკეთ მუშაობს სუსტ კომპიუტერებზე.

რაც შეეხება Windows 7-ს, Microsoft-ი ირწმუნება, რომ ახალი სისტემა შესანიშნავად იმუშავებს Nettop-ებზეც კი! Windows 7-იც, უფროსი ძმის მსგავსად 6 ვერსიაში გამოვა: Starter, Home Basic, Home Premium, Professional, Enterprise და Ultimate. ასე რომ, თუ თქვენი კომპიუტერი არასაკმარისი სიმძლავრის გამო Windows Vista Home Basic-საც ვერ უმკლავდება სრულყოფილად, თქვენ კი ახალ ოპ. სისტემაში მუშაობა გინდათ, დაელოდეთ Windows 7-ს.

აღსანიშნავია, რომ Windows 7-მა საკმაოდ კომფორტული, სტაბილური და „შეკრული“ ოპ. სისტემის შთაბეჭდილება დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ „მეშვიდეს“ სრულ ვერსიამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო დარჩა, მისი ძირითად ოპ. სისტემად გამოყენება ყოველდღიური საქმიანობისთვის უკვე საკმაო წარმატებითაა შესაძლებელი. ასე რომ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ გადაიწეროთ 7077 ბილდის Windows 7 და ისიამოვნოთ. ამას განსაკუთრებით გირჩევთ Windows XP-ს მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით არ გადადიან Windows Vista-ზე. დიდი შანსია, Windows 7 იმდენად მოგეწონოთ, რომ დროზე ადრე გადაბარგდეთ მასზე.

ჩვენი ტესტირებაც დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაო შედეგები წარმოგიდგინეთ, იგი სრულყოფილი მაინც არაა და ვერც იქნება. რატომ? უამრავი პროგრამა არსებობს, რომელშიც ტესტირების ჩატარება იყო შესაძლებელი და იმიტომ. გასათვალისწინებელია, ყოველთვის ხელისშემშლელი დროის ფაქტორიც. თუმცა, ალბათ, კმაყოფილი დარჩით ჩატარებული ტესტებით და ზოგადი წარმოდგენაც შეგექმნათ ოპერაციული სისტემების წარმადობის შესახებ.

Stay Tuned! მომავალში კიდევ შემოგთავაზებთ ახალ და საინტერესო ტესტირებებს.

პირველი გვერდი « 6 7 8 9 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 10
შეფასება: 1.7



გამოხმაურება

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.
25-01-2010, 01:42:13 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!! javascript:smilie('')
დაყენების დროს გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და
25-01-2010, 01:39:40 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან.
პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი. თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატომ უყენია?“. პასუხი ისაა, რომ Windows XP ახალი სიტყვა იყო OS-ების ისტორიაში, მისით მომხმარებელი ძალიან მოიხიბლა, მიეჩვია და შეუყვარდა ის. როგორც ავტორი ამბობს მან შესძლო გომოეძევებინა ბაზრიდან მისი უფროსი ძმები (Windows 95, 98, 2000, NT, ME). ა
25-01-2010, 01:32:32 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!javascript:smilie('')
მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ის მაინც დასახვეწია და გასაუმჯობესებელია.
დღესდღეობით კი, Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან. ესენია:
Microsoft Office 2010; Microsoft Visual Studio 2010; Internet Explorer 8; Nero 9 და ა. შ..
პირადად მე, Windows XP (SP2, SP3)-ც მეყენა, Windows Vista (SP1)-ც და Windows 7 (Build 7600)-იც. დრო მოვა და Windows 7 (Build 7600)-იც მოძველდება, გამოვა უფრო ახალი, მე მას გამოვცდი და თუ გაამართლა, არჩევანს მასზე შევაჩერებ.
თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატო
25-01-2010, 01:24:48 | George Gzirishvili

მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით!
მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ის მაინც დასახვეწია და გასაუმჯობესებელია.
დღესდღეობით კი, Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო, ახლა კი 2010 წელია და Windows 7-ს უკვე სერიოზული მხარდაჭერა აქვს მრავალი პროგრამისაგან. ესენია:
Microsoft Office 2010; Microsoft Visual Studio 2010; Internet Explorer 8; Nero 9 და ა. შ..
პირადად მე, Windows XP (SP2, SP3)-ც მეყენა, Windows Vista (SP1)-ც და Windows 7 (Build 7600)-იც. დრო მოვა და Windows 7 (Build 7600)-იც მოძველდება, გამოვა უფრო ახალი, მე მას გამოვცდი და თუ გაამართლა, არჩევანს მასზე შევაჩერებ.
თქვენ შეიძლება იკითხოთ: „აბა ყველას Windows XP რატომ უყენია?
25-01-2010, 01:22:43 | George Gzirishvili

წავიკითხე ბოლომდე თემა :)
ჩემი აზრით Win 7 - ს ნათელი უპირატესობა აქვს...
23-06-2009, 12:42:23 | Giga1

Levan13557
მოკლედ ვიტყვი - კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი პოსტი და კომპინფოს ვეღარ ნახავ.
20-06-2009, 23:54:43 | domen

Levan13557
1) მე ამ საიტის ადმინი არ ვარ ;)
2) თუ არ მოგწონს აქურობა რას აკეთებ აქ? უბრალოდ გინდა გა^&*(ება?! თუ ეგრეა გიმეორებ სხვა საიტი იპოვნე! ეს საიტი იმითვის არის რომ კომპზე იბაზრო!
3) MAC OS X რა ძალიან "cool" გგონია?
4) თუ ვერ ხვდები რა დაწერე პირველ პოსტში ნიტო, მაშინ რაც დაგიწერე წინა პოსტებში ტყუილა მიწერია....
5) ეს საიტი ზრუნავს თავის პუბლიკაზე (რომელიც ცინიკოსი არაა ;)), ჰოდა XP-ზე რაცაა საჭირო ის იწერება! და შენი დასაცინი არაა ამის ავტორი და მითუმეტეს ეს საიტი

ჰო კიდევ ცოტა კატეგორიები მოგექექა იქნებ Vista-ზე და სხვა OS-ბზეც რომ რაღაც წერია ეგეც დაგენახა, თუ მაუსი გაგირბის
20-06-2009, 00:20:38 | otosaxel

ისეთი არაფერი დამიწერია და ბოდიშს ჩემგან ვერ ეღირსები ვიღაც პროვოკატორი ხარ შენ დაიწყე პირველმა მე კი არა! კითხვა მე სულაც არ მეზარება ცოდნა ჰაერიდან კი არ მოდის! სხვათა შორის pcmania.ge ამაზე გაცილებით უკეთესი საიტია იქ Mac OS X უფრო მეტი წერია ვინემ თქვენთან xp-ზე და ბოლოს შენნაირი ადამიანი ვის რაში დაეხმარება თუ პირიქით არ შეუშლის !
19-06-2009, 21:21:13 | Levan13557

Levan13557
ჯერ ერთი ეთიკა ნუ გაადააგდე ;), აქ სხვა ხალხია.
მეორე ყველაზე მაგარი კი არა ერთი ჯერ უცოდინარი ვარ ;), მაგრამ ზოგიერთისგან განსხვევებით კითხვა არ მეზარება ;)
მერე მე რა სახელი დავიქვი ეგ ჩემი საქმეა და შენი ბანძი არავინაა ბრატ
და წინა პოსტზე დაგიწერე მშვენივრად რაც უნდა გექნა და იმის მაგივრად ბოდიში მოგეხადა, ან გაძურწულიყავი მაინც ატრაკებ ;)
და თუ კიდევ ვერ გაიგე გიმარტავ, ვიცით რომ XP-მ დრო მოჭამა და ეს ტესტები წერია მარტივ ენაზე ;) და გაიგებს ის ვინც წაიკითხვს თუ ელემენტარული ლოგიკა აქვს თუ არადა...
მოკლედ ან ლოგიკა არ გაქ და კომპი დაიზეპირე ;), ან არ კითხულობ და გახურება გინდა, თუ ეგრეა მაშინ წადი სხვა საიტზე, გიმეორებ ეს სხვა საიტია და აქ ირნიული პოსტები არ უნდა დაიწეროს!!!
ეს საიტია სადაც ხალხი ერთმანეთს ეხმა
17-06-2009, 21:44:20 | otosaxel


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.