Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?ტესტირებისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი აპარატურა
სამივე ოპ. სისტემა დაიტესტა სუფთა ინსტალაციით, ყველანაირი ოპტიმიზაციების გარეშე. სამივე სისტემა ბოლომდე იქნა განახლებული. Windows Vista-სა და Windows 7-ში გათიშული იქნა Aero გარსი, ისინი დაიტესტა Basic გარსში. Windows XP დაიტესტა სტანდარტულ, ლურჯ გარსში. სამივე ოპ. სისტემა იყენებდა 3 გბ მოცულობის Page File-ს, რომელსაც Seagate ST3500320AS მყარი დისკი ემსახურებოდა. ყოველი ტესტის გატარების შემდეგ ხდებოდა მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, რათა გამორიცხული ყოფილიყო მინიმალური ცდომილებები და ზეგავლენა არ მომხდარიყო ტესტირების შედეგებზე. ყველა ტესტი ჩატარებულია 5-ჯერ. მოცილებულია ზედა და ქვედა 2-2 ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შედეგები და სტატიაში წარმოდგენილია დარჩენილი ერთი შედეგი, რომელიც მიიჩნევა საშუალოდ. ტესტირება ჩატარდა შემდეგ პროგრამებში: WinRAR 3.80 გადავიდეთ უშუალოდ ტესტირების შედეგებზე. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.