Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?თამაშები კიდევ რამდენიმე პრაქტიკული ტესტი - თამაშები. ტესტირება ჩატარდა ორ ახალ თამაშში - Far Cry 2-სა და Crysis Warhead-ში. ორივე თამაში სრულად იყენებს ორბირთვიანი პროცესორის შესაძლებლობებს. DirectX 9 რეჟიმში დაიტესტა სამივე ოპ. სისტემა, DirectX 10 რეჟიმში კი მხოლოდ Vista და „მეშვიდე,“ რადგან XP-ს ამ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა არც აქვს და არც არასდროს ექნება. :-) Far Cry 2 Far Cry 2-ს ტესტირებითვის ძალიან მოსახერხებელი პროგრამა მოყვება, რომელიც სპეციალურად ტესტლაბორატორიებისთვისაა შექმნილი. DirectX 9: შედეგები სახეზეა. სხვაობა ოპ. სისტემებს შორის მინიმალურია. XP ნაკლები რესურსების გამოყენების ხარჯზე ლიდერობას ინარჩუნებს. ვნახოთ, რა ხდება DirectX 10 რეჟიმში. DirectX 10: სხვაობა ისევ მცირეა, DirectX 10 რეჟიმში ლიდერი კი ახალი Windows 7-ია. Crysis Warhead ტესტირება ჩატარდა 1280 x 1024 პიქსელ გარჩევადობაზე. ხარისხის საერთო მაჩვენებელი როგორც DX9, ასევე DX10 რეჟიმებში Gamer მაჩვენებელზე დავაყენეთ. ფიზიკისთვის კი Enthusiast მაჩვენებელი გამოვიყენეთ, რათა მეტი დატვირთვა ყოფილიყო პროცესორზე. DirectX 9: შედეგები არ შეცვლილა, ლიდერი ისევ Windows XP-ია, თუმცა, Crysis Warhead-ში, სხვაობა მინიმალურ FPS-ში უფრო აშკარაა სისტემებს შორის. XP და „მეშვიდე“ ახერხებენ მაგიური 30-ის გადალახვას. DirectX 10: შედეგი არც DX 10 რეჟიმში იცვლება, Windows 7 ისევ ჯობნის თავის უფროს ძმას. პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 7 8 » ბოლო გვერდი |
|
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.