Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?Futuremark Suite ბოლოს ტესტირება ჩატარდა კომპანია Futuremark-ის პოპულარულ ბენჩმარკებში - 3DMark 06-ში, 3DMark Vantage-ში, PCMark 05-სა და PCMark Vantage-ში. 3DMark 06 3DMark 06 საკმაოდ პოპულარული ბენჩმარკია. აჩვენებს კომპიუტერის საშუალო წარმადობას თამაშებში. შედეგები მიიღება ქულების სახით. მართალია ცოტათი, მაგრამ Windows XP ორივე უმცროსმა ძმამ დაჩაგრა. 3DMark 06-ში საერთო ქულა 3 ქვეტესტის ქულით გამოითვლება. ვნახოთ, სად წააგო XP-მ. მიუხედავად იმისა, რომ Windows XP პროცესორის რესურსებს 3DMark 06-ში უკეთ იყენებს, თითქმის 200 ქულით აგებს Shader Mark 2.0 ტესტში, რაც საბოლოოდ საკმაო გავლენას ახდენს ფინალურ ქულაზე. 3DMark Vantage 3DMark 06-ის განახლებული ვერსია, DirectX 10-სა და GPU Accelerated Phisics-ის მხარდაჭერით, 3DMark Vantage შექმინილია მხოლოდ Windows Vista-სა და Windows 7-ისთვის. შესაბამისად, Windows XP ამ ბენჩმარკში ავტომატურად გამოირიცხა. ესეც ასე, Vista-მ „მეშვიდეს“ აჯობა. 3DMark Vantage-ის საბოლოო ქულა ითვლება ორი ქვეტესტის ქულების მიხედვით. ვნახოთ რომელში დამარცხდა Windows 7. როგორც ხედავთ, ვიდეო დაფის ტესტებში Windows 7 უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაგრამ 60 ქულით უარესი შედეგის გამო პროცესორის ტესტში, მარცხდება. თუმცა, განსხვავება საკმაოდ მცირეა. პირველი გვერდი « 3 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი |
|
მე 2009 წლის ბოლოს გადმოვბარგდი Windows 7 (Build 7600)-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ოპერაციული სისტემით! . Windows 7 ისევ ლიდერად რჩება. მართალია, ავტორმა ბრძანა, რომ Windows Vista უფრო სწრაფია, ვიდრე Windows 7-ო, მაგრამ მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ სტატია 2009 წლის ზაფხულშია დაწერილი, როდესაც Windows 7 ჯერ ახალი გამოსული იყო. პირადად მე, Windows XP-ც მეყენა და Windows Vista-ც. დრო მოვა, Windows 7-იც კი მოძველდება და გამოვა უფრო ახალი.
გირჩევთ დააყენოთ, მოგეწონებათ, სწრაფია და დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა!!!
გაითვალისწინეთ, რომ Windows 7 მოითხოვს მძლავრ კომპიუტერს (ოპერატიული მეხსიერება: 2GB, პროცესორის სიხშირე: 2.0GHz, ან მეტი) და DirectX 9.0-ს მაინც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოკარტის დრაივერის დაყენება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, დატკბეთ Windows 7-ის ულამაზესი თემით და Aero Peek preview-თი.