COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=85&artpage=1&type=preview


ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ
ნაბიჯ-ნაბიჯ

დღევანდელ პირობებში, როცა მთელ ქართულ ინტერნეტ–სამყაროს პროგრამირების ცეცხლი აქვს მოდებული, ყოველი მეორე თავის საიტებს (უმეტესაც ვარეზ) ხსნის, ყოველი მესამე ჰაკერობას ჩემულობს, ყოველი მეოთხე კი Dreamweaver–ს აწვალებს დინამიური საიტის შექმნის სურვილით, აუცილებლად დგება საჭიროება, გვქონდეს ვებ–სერვერი, რომელზეც გამოვცდით ჰაკერობის ნიჭსა თუ ავაწყობთ დინამიურ საიტებს.

 

მცირე თეორია

დღევანდელი ტენდენციების მიხედვით, ძალიან ცოტა დამწყები თუ ფიქრობს საიტის აწყობას პროგრამირების ენაზე, რომელსაც PHP არ ჰქვია :–) PHP–ს კი, მოგეხსენებათ, სჭირდება თავისი ვებ–გარემო, რომელსაც Apache–ს ეძახიან და განა არსებობს დღეს კარგი დინამიური საიტი მონაცემთა ბაზების გარეშე?! ამ უკანასკნელთაგან PHP–ს ყველაზე კარგად ურთიერთობა MySQL–თან ეხერხება.

მთელი უბედურება ისაა, რომ მთელი ეს ბედნიერება ბუნებრივად თავსებადია მხოლოდ ლინუქსთან (ლინუქსზე სერვერის გამართვის შესახებ ჩვენს ბეჭდვით ჟურნალში ვწერდით), ვინდზე პორტირებული მისი ვერსია მაინც ძნელად ყენდება და რამდენიმე ფუნქციასაც კარგავს. ასე რომ, ისმება კითხვა – როგორ მოვახერხოთ, რომ მთელი ეს ფაფა სწრაფად და იოლად დაყენდეს ჩვენს კომპზე?

ამისთვის ერთი, Vista–სეული გზა უკვე აღვწერეთ რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ რა უნდა ქნან WinXP–ს მომხმარებლებმა (სხვათა შორის, ისინი ჯერ კიდევ უმრავლესობას წარმოადგენენ), რომ ასევე იოლად მიიღონ მათ კომპზე გამართული და შეფერხებების გარეშე მომუშავე ვებ–სერვერი?

ამაზე უკვე ბევრმა სხვამ იფიქრა და გაჩნდა WAMP (Windows+Apache+MySQL+PHP) ინსტალერები, რომლებიც მაქსიმალურად სწრაფად აყენებენ ყველა საჭირო კომპონენტს ჩვენს კომპზე. მათი უმრავლესობა აბსოლუტურად უფასოა და საკმაოდ დიდ ფუნქციონალობასაც გვთავაზობს. საქმე ისაა, რომელია საუკეთესო ფუნქციონალობის და სიმარტივის მხრივ?

ჰმმ, კარგი სერვერი უნდა იყოს სწრაფად განახლებადი და უნდა შეიცავდეს შემავალი კომპონენტების ბოლო ვერსიებს, ეს აუცილებელი პირობაა. შემდეგ, ის უნდა ირთვებოდეს სწრაფად, მოითხოვდეს მინიმალურ რესურსებს, მოჰყვებოდეს რაც შეიძლება მეტი საჭირო გაფართოება და დამატებითი მოდულები. მოკლედ, კარგია ვებ–სერვერის ის პაკეტი, რომლის არსებობასაც კი ვერ გრძნობთ, რომელშიც ყველაფერი საჭირო თავის ადგილზეა და მუშაობს. ეს არც ისე ადვილად მისაღწევი ნირვანაა, სხვათა შორის :–)

ამ კრიტერიუმებით ჩვენ VertrigoServ ვარჩიეთ (მისი მახასიათებლები შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე იხილოთ) და ამ სტატიაში მის ინსტალაციასა და მოვლა–პატრონობაზე გვექნება საუბარი, თქვენ კი, ვისაც ცნობისმოყვარეობა გაწუხებთ, შეგიძლიათ მოძებნოთ და სცადოთ ალტერნატივებიც – Xampp, WampServer, Denwer.

პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია
პლატფორმა
 PC


თემატური სტატიები






გამოხმაურება

"ვებ–სერვერი WinXP–ზე" ხომ არ ჯობებდა სათაურად?

"ქვეშ" აშკარა კალკია.

თუ მეთანხმებით ბარემ გაასწორეთ და ეს

მეგობრული რჩევაც მოშალეთ :)


07-07-2009, 13:47:28 | SOLO


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.