მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ
ნაბიჯ-ნაბიჯ

სერვერული შეცდომები

უშეცდომო არავინაა, ეს ყველამ ვიცით. შეცდომები ხანდახან Vertrigo–საც მოსდის და მუშაობაზე უარს აცხადებს. კარგი კი ამ ამბავში ისაა, რომ ყველა შეცდომის მიზეზი ჩვენი დაუდევრობაა და კარგად შემოწმების შემდეგ ყველაფრის მოგვარება შეიძლება.

თუ სერვერმა ჩართვის შემდეგ ამოაგდო შეტყობინება “Apache HTTP server does not work correctly …”, ეს შეიძლება რამდენიმე რამეს დაბრალდეს.

  1. მე–80 პორტი დაკავებული აქვს სხვა პროგრამას. ქართულ რეალობაში ეს ყველაზე ხშირად Skype v3–ია (v4–ს ეს პრობლემა არ აქვს). ამიტომ სერვერის ჩართვამდე უნდა გათიშოთ Skype (საკმარისია Offline რეჟიმში გადასვლა), ჩართოთ სერვერი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოთ Skype.
  2. თქვენი Firewall ბლოკავს VertrigoServ–ს. ამის დასადგენად უბრალოდ გათიშეთ Firewall და თუ სერვერი ამუშავდა, შემდეგ ჩართეთ Firewall და მიეცით სერვერს ინტერნეტში გასვლის უფლება.
  3. ყველაზე „ვერაგი“ მიზეზი :–) თქვენი სერვერის ძირეული საქაღალდე, მითითებული vertrigo.conf ფაილში (D:\www\htdocs ჩვენს კონფიგურაციაში), მიუწვდომელია რაღაც მიზეზით. შეიძლება ეს საქაღალდე მეორე ფიზიკურ მყარ დისკზეა, რომელიც სერვერის ჩართვის მომენტისთვის გამორთული ან დაზიანებულია, ან vertrigo.conf–ში მითითებული საქაღალდე არ არსებობს (კარგად შეამოწმეთ!)
  4. სერვერის ჩართვისას ჩართულია სხვა User Account–იც, ასეთი შემთხვევების უმრავლესობაში სერვერი არ იმუშავებს, რადგანაც მეორე მომხმარებელს აუცილებლად აქვს გაშვებული Skype :–) გამორთეთ ყველა დანარჩენი მომხმარებელი სისტემიდან და შემდეგ სცადეთ სერვერის ამუშავება.

 

ძველი ფაილების აღდგენა

Windows–ის მომხმარებლის ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, როცა სისტემა სულს ღაფავს, არაფერი მუშაობს, ყველაფერი იჭედება და სურვილი გვიჩნდება, კეისი დავამსხვრიოთ, მონიტორი ფანჯრიდან ვისროლოთ და MS–ს UGT–ს ოფისის წინ ვაგინოთ. ასეთ მომენტებში სისტემას წაშლისა და თავიდან ჩაწერის მეტი არაფერი შველის. ძალიან კარგი, თუ წინდახედულად შეინახეთ სარეზერვო ასლი და სისტემას 5 წუთში უდანაკარგოდ აღადგენთ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში სისტემის თავიდან ინსტალაციის მეტი გამოსავალი არაა. იკარგება ყველა ფაილი და პროგრამა, მათ შორის ვებ–სერვერიც თავისი კონფიგურაციით. კითხვა ისმის – როგორ დავაბრუნოთ ვებ–სერვერი პირვანდელ, მუშა მდგომარეობაში?

რა თქმა უნდა, საიტის ფაილები და MySQL ბაზები სადმე უნდა გქონდეთ დარეზერვებული, სხვა შემთხვევაში მოგიწევთ ყველაფრის თავიდან გაკეთება. ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ჩვენი სტატიის მიხედვით გააკეთეთ, თქვენი საიტები და ბაზები სისტემის გარდაცვალებას გადაურჩა და უბრალოდ გსურთ, ახლად ინსტალირებული VertrigoServ დააკავშიროთ ამ ფაილებთან.

ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია, საჭიროა მივუთითოთ სერვერს, ჩვენი საიტის ფაილების ადგილმდებარეობა, MySQL–ს ბაზების ადგილმდებარეობა და შევცვალოთ ნაგულისხმევი პაროლი root–ისთვის. ვმოქმედებთ შემდეგნაირად:

  1. კლიკი ტრეიში სერვერის ხატულაზე > Config files > vertrigo.conf > მე–2 და მე–13 ხაზებზე მისამართებს ვცვლით D:\www\htdocs–ზე. ვინახავთ და ვხურავთ ფაილს.
  2. ისევ კლიკი ხატულაზე > Config files > my.ini > მესამე ხაზზე ცვლად datadir–ს ვუცვლით მნიშვნელობას D:\www\Mysql–ზე.
  3. ისევ და ისევ კლიკი ხატულაზე > Tools > Mysql Console (for root) > ვწერთ default პაროლს (vertrigo) და შემდეგი ბრძანებით ვცვლით მას:

SET PASSWORD FOR ‘root’@'localhost’ = PASSWORD(’[პაროლი]’);

სადაც [პაროლი] ახალი პაროლია.

ვარესტარტებთ სერვერს (კლიკი ხატულაზე > Server > Restart) და ვტკბებით ნამუშევრით.

 

პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია
პლატფორმა
 PC


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

"ვებ–სერვერი WinXP–ზე" ხომ არ ჯობებდა სათაურად?

"ქვეშ" აშკარა კალკია.

თუ მეთანხმებით ბარემ გაასწორეთ და ეს

მეგობრული რჩევაც მოშალეთ :)


07-07-2009, 13:47:28 | SOLO


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.