ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ
ნაბიჯ-ნაბიჯ
სერვერული შეცდომები უშეცდომო არავინაა, ეს ყველამ ვიცით. შეცდომები ხანდახან Vertrigo–საც მოსდის და მუშაობაზე უარს აცხადებს. კარგი კი ამ ამბავში ისაა, რომ ყველა შეცდომის მიზეზი ჩვენი დაუდევრობაა და კარგად შემოწმების შემდეგ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. თუ სერვერმა ჩართვის შემდეგ ამოაგდო შეტყობინება “Apache HTTP server does not work correctly …”, ეს შეიძლება რამდენიმე რამეს დაბრალდეს.
ძველი ფაილების აღდგენა Windows–ის მომხმარებლის ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, როცა სისტემა სულს ღაფავს, არაფერი მუშაობს, ყველაფერი იჭედება და სურვილი გვიჩნდება, კეისი დავამსხვრიოთ, მონიტორი ფანჯრიდან ვისროლოთ და MS–ს UGT–ს ოფისის წინ ვაგინოთ. ასეთ მომენტებში სისტემას წაშლისა და თავიდან ჩაწერის მეტი არაფერი შველის. ძალიან კარგი, თუ წინდახედულად შეინახეთ სარეზერვო ასლი და სისტემას 5 წუთში უდანაკარგოდ აღადგენთ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში სისტემის თავიდან ინსტალაციის მეტი გამოსავალი არაა. იკარგება ყველა ფაილი და პროგრამა, მათ შორის ვებ–სერვერიც თავისი კონფიგურაციით. კითხვა ისმის – როგორ დავაბრუნოთ ვებ–სერვერი პირვანდელ, მუშა მდგომარეობაში? რა თქმა უნდა, საიტის ფაილები და MySQL ბაზები სადმე უნდა გქონდეთ დარეზერვებული, სხვა შემთხვევაში მოგიწევთ ყველაფრის თავიდან გაკეთება. ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ჩვენი სტატიის მიხედვით გააკეთეთ, თქვენი საიტები და ბაზები სისტემის გარდაცვალებას გადაურჩა და უბრალოდ გსურთ, ახლად ინსტალირებული VertrigoServ დააკავშიროთ ამ ფაილებთან. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია, საჭიროა მივუთითოთ სერვერს, ჩვენი საიტის ფაილების ადგილმდებარეობა, MySQL–ს ბაზების ადგილმდებარეობა და შევცვალოთ ნაგულისხმევი პაროლი root–ისთვის. ვმოქმედებთ შემდეგნაირად:
SET PASSWORD FOR ‘root’@'localhost’ = PASSWORD(’[პაროლი]’); სადაც [პაროლი] ახალი პაროლია. ვარესტარტებთ სერვერს (კლიკი ხატულაზე > Server > Restart) და ვტკბებით ნამუშევრით. პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი |
|
"ვებ–სერვერი WinXP–ზე" ხომ არ ჯობებდა სათაურად?
"ქვეშ" აშკარა კალკია.
თუ მეთანხმებით ბარემ გაასწორეთ და ეს
მეგობრული რჩევაც მოშალეთ :)