COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=85&artpage=2&type=preview


ვებ–სერვერი WinXP–ს ქვეშ
ნაბიჯ-ნაბიჯ

პროგრამის პირველი ინსტალაცია

პირველ რიგში მივდივართ სერვერის ოფიციალურ გვერდზე და ვქაჩავთ ბოლო ვერსიის პაკეტს (მიმდინარე ვერსიაა 2.21). ინსტალაცია ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ყველაფერს უკანმოუხედავად დაეთანხმოთ და პაკეტი დაყენდება C:\Program Files\VertrigoServ საქაღალდეში, თქვენს სამუშაო მაგიდაზე კი გამოჩნდება სერვერის ჩამრთავი ხატულა. მხიარულება მხოლოდ იწყება :–)

მიაკლიკეთ ხატულას და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ერთადერთ ღილაკს – „Hide this windows and start server“. ფანჯარა ჩაიკეცება ტრეიში და გამოჩნდება მწვანედ ანთებული სერვერის ხატულა. შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სერვერი მუშაობს http://localhost გვერდის ბრაუზერში გახსნით. თქვნ აქ უნდა მიიღოთ სტანდარტული საწყისი გვერდი VertrigoServ–ისგან, სადაც ჩამოწერილია პაკეტში შემავალი კომპონენტების ვერსიები და მოცემულია დამატებითი თემატური ბმულები (თუ სერვერმა ამოაგდო შეტყობინება შეცდომის შესახებ, ბოლო გვერდზე წაიკითხეთ თავი „სერვერული შეცდომები“).

VertrigoServ localhost page

პირველი, რაც სერვერის გამართვის შემდეგ უნდა გაკეთდეს, ესაა სერვერის ძირეული საქაღალდისა და მონაცემთა ბაზების სხვა დისკზე გადატანა. სხვა შემთხვევაში შეიძლება მთელი ჩვენი სერვერი თავისი ინფორმაციით სისტემის ერთ სიკვდილს გადაჰყვეს :–) და სასურველია მთელი ეს მონაცემები გადავიტანოთ „სხვა დისკის“ ძირეულ საქაღალდეში შექმნილ www საქაღალდეში, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მივწვდეთ საიტის ფაილებს. ჩვენ კონფიგურირებისას გამოვიყენებთ D დისკს; რა თქმა უნდა, იგივე მანიპულაციების ჩატარება ნებისმიერ სხვა დისკზე შეიძლება, მთავარია, ფაილები C–ს მოვაცილოთ :–)

მიაკლიკეთ ხატულას და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Config files > vertrigo.conf (იგივე ეფექტი ექნება C:\program files\vertrigoserv\apache\conf\vertrigo.conf ფაილის გახსნას). აქ მე–2 და მე–13 ხაზებზე მითითებულია ჩვენი სერვერის ძირეული საქაღალდის მისამართი, თავდაპირველად C:\Program Files\VertrigoServ\www. შეცვალეთ ის ორივეგან D:\www\htdocs–ზე, შეინახეთ და დახურეთ ფაილი (გაითვალისწინეთ, მითითებული საქაღალდე უნდა არსებობდეს, სხვაგვარად სერვერი არ იმუშავებს). შემდეგ შედით მისამართზე C:\Program Files\VertrigoServ\www და მისი შიგთავსი დააკოპირეთ ახლადმითითებულ საქაღალდეში D:\www\htdocs.

შემდეგ იმავე Config files–ში მონახეთ და გახსენით my.ini, ეს ფაილია პასუხისმგებელია MySQL კონფიგურაციაზე. ნახეთ ცვლადი datadir მესამე ხაზზე და შეცვალეთ ის D:\www\Mysql–ზე (ანუ გვინდა ეს საქაღალდე მოხვდეს htdocs საქაღალდის გვერდით). შემდეგ შედით მისამართზე C:\Program Files\VertrigoServ\Mysql\data და დააკოპირეთ მისი შიგთავსი ზემოთ მითითებულ მისამართზე (D:\www\Mysql). ამრიგად, ჩვენ გადავიტანეთ MySQL მონაცემთა ბაზები უსაფრთხო ადგილას და მივუთითეთ სერვერს, რომ ისინი ამ ადგილას ეძებოს ხოლმე.

შემდეგ ნაბიჯზე საჭიროა შევცვალოთ Default პაროლი MySQL–ისთვის. ისევ კლიკი ხატულაზე ტრეიში, ვირჩევთ Tools > MySQL Console (for root). ჩაწერეთ მიმდინარე პაროლი (vertrigo) და შემდეგ ბრძანება:

SET PASSWORD FOR ‘root’@'localhost’ = PASSWORD(’[პაროლი]’);

სადაც [პაროლი] ახალი პაროლია.

დაიწერება სტანდარტული „Query OK, 0 rows affected (0.01 sec)“, რაც გვამცნობს, რომ პაროლი შეიცვალა. დასარწმუნებლად შეგიძლიათ თავიდან გახსნათ კონსოლი და შეიყვანოთ ახალი პაროლი. თუ სისტემამ შეგიშვათ, ე.ი. ყველაფერი კარგადაა.

როგორც ვიცით, უმთავრესი პრობლემა WAMP სერვერისთვის ელექტრონული წერილების დაგზავნაა. თავდაპირველი პარამეტრებით mail() ფუნქციის ამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცაღა, მედალს მეორე მხარეც აქვს – მცირე სამუშაოების ჩატარების შემდეგ ყველაფერი გამოსწორებადია :–) ამისთვის უნდა ჩავატაროთ შემდეგი მანიპულაციები:

კლიკი სერვერის ხატულაზე > Config files > php.ini. გაიხსნება php–ს კონფიგურაციის ფაილი, ძიების საშუალებით ვპოულობთ ხაზს "SMTP = localhost", ვცვლით მას ხაზით "SMTP = mail.caucasus.net", ვინახავთ, ვხურავთ და ვტვირთავთ სერვერს, რათა ცვლილებები ძალაში შევიდნენ. როგორც მიხვდით, ეს ყველაფერი იმუშავებს მხოლოდ კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისათვის, სხვა პროვაიდერის აბონენტებმა უნდა დარეკოთ თქვენი პროვაიდერის ცხელ ახზზე და იკითხოთ, რა მისამართი აქვს SMTP სერვერს.

თუმცა დარეკვის გარეშე კავკასუსის აბონენტებიც ვერ გადარჩებიან :–) თუ უკვე სცადეთ  ამ პარამეტრებით მეილის გაგზავნა, ნახავდით, რომ სერვერი თქვენს მოთხოვნას უბრალოდ არ მიიღებს. როგორც კომპანიაში აგვიხსნეს, ყველა აბონენტს დაბლოკილი აქვს SMTP სერვერის გამოყენების შესაძლებლობა და ის ხელით უნდა ჩაართვევინოთ (მიზეზი უკავშირდებოდა "სპამებს", როგორც მივხვდით, ალბათ სერვერს გარკვეული მომხმარებლები სპამერობისთვის იყენებდნენ). ამისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე და მოითხოვოთ, გახსნან თქვენს ნომერზე SMTP პორტი. დაახლოებით ერთ დღეში დასრულდება გახსნის პროცესი და თქვენ ხელთ გექნებათ სრულიად მუშა სერვერი.

ძირითადი სამუშაოები აქ მთავრდება. შეგიძლიათ დაიწყოთ სერვერის გამოყენება :–)

და რაც შეეხება შესაძლო გართულებებს ...

პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია
პლატფორმა
 PC


თემატური სტატიები






გამოხმაურება

"ვებ–სერვერი WinXP–ზე" ხომ არ ჯობებდა სათაურად?

"ქვეშ" აშკარა კალკია.

თუ მეთანხმებით ბარემ გაასწორეთ და ეს

მეგობრული რჩევაც მოშალეთ :)


07-07-2009, 13:47:28 | SOLO


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.