COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » სახელმძღვანელო » Best Buy - კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაცია

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=86&artpage=2&type=review


Best Buy - კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაცია

საწყისი დონის PC – AMD

ორი წლის წინ AMD-ს საწყისი დონის კომპიუტერი ერთბირთვიანი იყო. შარშან დეკემბერში ოდნავ მეტ ფასად ორბირთვიანი და 2.6 გჰც-ზე მომუშავე პროცესორის შეძენა გახდა შესაძლებელი, დღეს კი, შესაძლებელია შეიძინოთ ორბირთვიანი, 2.7 გჰც-ზე მომუშავე Black Edition პროცესორი, რომლის აჩქარებაც უმარტივესადაა შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცესი არ გაშინებთ. საერთოდ, საწყისი დონის, იაფიანი კომპიუტერები ითვლებოდა, რომ მხოლოდ საოფისე საქმისა და ინტერნეტისთვის თუ გამოდგებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა დაბალი კლასის კომპიუტერებზე საკმაოდ მომთხოვნი თამაშების გაშვებაც კი.
მოკლედ, წარმოგიდგენთ საწყისი დონის კომპის კონფიგურაციას, აწყობილს AMD-ს პროცესორზე. 
  

 

საწყისი დონის PC - AMD

 

აპარატურა

კომპონენტი

ფასი

 

პროცესორი

Athlon X2 7750 Black Edition Kuma
(ორბირთვიანი 2.7გჰც, 65ნმ, 95ვ, 2x512კბ L2, AM2+)

$99

Gitec

გაგრილება

CPU Retail HSF

-

 

ვიდეო

ინტეგრირებული

-

 

დედა დაფა

ECS GF8200

$90

Gitec

ოპ. მეხსიერება

DDR2 4გბ G.Skill DDR2-800 (2x2გბ) CL4-4-4-12 F2-6400CL4D-4GBPK

$72

Gitec

მყარი დისკი

500გბ Seagate ST3500418AS Barracuda 16mb 7200rpm 8.9ms

$76

Alta

ოპ. დრაივი

SATA Samsung SH-S223Q Black Lightscribe  22x DVD+-RW (+-R DL) 16xDL  2mb

$29.6

Alta

აუდიო

ინტეგრირებული

-

 

კეისი

HKC 7022ND / 7060

$48 / $49

Allmark/ Gitec

კვების ბლოკი

HKC USP-5550

$48

Allmark

ბაზისური კონფიგურაციის ფასი

$462.6 / 463.6

 

მონიტორი

Samsung 19" (48cm)/ 943NW Black Flat a-si TFT/LCD  Wide  5ms 1440x900 170*/160* 1000:1(DC 8000:1) 300cd/m2  VESA75x75mm TCO'03

$146.3

Alta

სპიკერები

გემოვნებით

$20

 

კლავ./თაგუნა

გემოვნებით

$20

 

სრული სისტემის ფასი

$648.9 / 649.9

 

 
AMD-ს „შავი გამოშვების“ Athlon X2 7750 საწყისი დონის კომპიუტერისთვის საკმარის სიმძლავრეს უზრუნველყოფს. ამასთანავე, იმის გამო, რომ აღნიშნულ პროცესორს მამრავლი ჩაკეტილი არ აქვს (Black Edition), მისი აჩქარება საკმაოდ მარტივია, უბრალოდ, დედა დაფის BIOS-დან მამრავლის გაზრდით. უმეტესობა 3.0 გჰც სიხშირეს ძალიან ადვილად მიაღწევს.
პროცესორის გაგრილებისთვის ბაზისურ კონფიგურაციაში ჩვენ სტანდარტული ქულერი ჩავსვით, რომელიც თვითონ Athlon X2 7750-ს მოყვება. აღნიშნული ქულერი საკმარისია მომხმარებლების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აჩქარებასთან (Overclocking) შედარებით მწყრალადაა ან მხოლოდ 2-3 ასეული მეჰაგერცის მომატებას გეგმავს. მათ, ვისაც უკეთესი გაგრილება გსურთ, გული არ დაგწყდეთ, ჩვენმა მაღაზიებმა ბოლო დროს საკმაოდ მძლავრი და ინოვაციური გაგრილების სისტემები შემოიტანეს ბაზარზე (მათ შორის, წყლის გაგრილების სისტემებიც), მათ შორის, ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა Thermaltake, Scythe, Zalman და ა.შ.
სამწუხაროდ, AMD-ს სისტემებისთვის დედა დაფების არცთუ ისე ფართო არჩევანი გვაქვს საქართველოში. საწყისი დონის სისტემისთვის ჩვენ ავარჩიეთ Elitegroup Computer Systems-ის GF8200 დედა დაფა, ინტეგრირებული ვიდეო (NVIDIA GeForce 8200) და აუდიო (IDT 92HD206 (Co-lay 92HD202)) დაფებით.
იმის გამო, რომ ბოლო დროს ოპერატიული მეხსირება საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა, გადავწყვიტეთ, როგორც საწყის, ასევე ბიუჯეტური სისტემებისთვის 4 გბ მოცულობის ოპ. მეხსიერება აგვერჩია. საწყისი დონის კომპებში, ჩვენი რჩეული G.Skill-ის 4 გბ-იანი DDR2-800 (2x2გბ) CL4-4-4-12 F2-6400CL4D-4GBPK მოდელია. აღნიშნული ოპ. მეხსიერება აჩქარების საშუალებასაც იძლევა - საკმაოდ ადვილად შეძლებთ 1000 მეგაჰერციან ზღვარს გადასცდეთ.
რაც შეეხება მყარ დისკებს, მათი მოცულობა მუდმივად იზრდება, ფასები კი კლებულობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საწყისი დონის კომპიუტერები 500 გბ მოცულობის მქონე დისკებით აღგვეჭურვა. ჩვენი მზერა გამოცდილ ბრენდზე, Seagate-ზე შეჩერდა. ავარჩიეთ უახლესი მოდელი .12 სერიიდან - 500გბ-იანი  Barracuda ST3500418AS 16 მბ კეშ-მეხსიერებით, რომელიც გამოირჩევა სისწრაფითა და ჩუმი მუშაობით.
ოპტიკურ დრაივად ავირჩიეთ საქართველოში დღესდღეობით ყველაზე ახალი და სწრაფი მოდელი - Samsung SH-S223Q DVD±RW დრაივი, რომელსაც პრაქტიკულად ყველანაირი ფართოდ გავრცელებული სტანდარტის DVD/CD დისკების ჩაწერა და წაკითხვა შეუძლია. დამატებით ბონუსად გვაქვს Lightscribe - დისკების მოხატვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
კომპიუტერის კეისი ყოველთვის პატრონის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას უსვამდა და უსვამს ხაზს, ამიტომ აქ არჩევანის გაკეთება ცოტა რთულია. თუმცა, ჩვენ მაინც ჩავსვით საშუალო დონის კეისები კონფიგურაციაში. ჩვენი რჩეულები HKC-ს 7022ND და 7060 მოდელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ კეისების საკითხში სრულ თავისუფლებას განიჭებთ. სრულიად შესაძლებელია, ჩვენი არჩეული კეისები არ მოგეწონოთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით იმოქმედოთ. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა კეისს უდიდესი ყურადღება ექცევა, ალტაში, ჯიტეკში, MBC-ში და ორიონ ტექნოლოჯიში (შესაძლებელია სხვა მაღაზიებშიც) შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების მაღალი კლასის კეისები, როგორებიცაა Cooler Master, Thermaltake და ა.შ.
კვების ბლოკები ქართულ ბაზარზე მუდმივად უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. კომპ. მაღაზიებს შემოჰქონდათ და ახლაც, უმეტესად დაბალი კლასის, სუსტი კვების ბლოკები შემოაქვთ, რომლებიც სისუსტესთან ერთად, საკმაოდ დაბალი სანდოობით გამოირჩევიან. პრობლემა არ იარსებებდა, აღნიშნული კვების ბლოკები რომელიმე ცნობილი და ღირსეული კომპანიის ნაწარმი რომ იყოს (მაგ, Thermaltake, FSP, OCZ და სხვა), მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული კვების ბლოკების უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბაზრის მაჩანჩალა კომპანიების დამზადებულია. თუმცა, როგორც სხვაგან, ბოლო დროს, მდგომარეობა თითქოს კვების ბლოკების ბაზარზეც გამოსწორებისკენ მიდის. გამოჩნდა ისეთი ბრენდების კვების ბლოკები, როგორებიცაა Thermaltake, Tagan, Corsair, FSP, Cooler Master და ა.შ, თუმცა, მათი უმეტესობა საკმაოდ ძვირი ღირს. საწყისი დონის კომპიუტერებისთვის ჩვენ HKC USP-5550, 550 ვატიანი კვების ბლოკი შევარჩიეთ (დიახ, არ გირჩევთ იმ კვების ბლოკი გამოყენებას, რომელიც ჩვენს რჩეულ კეისს მოწყვება. კი, იგი ამ კონფიგურაციის მქონე კომპიუტერს ამუშავებს, მაგრამ სისტემის სტაბილურობას კვების ბლოკის დაბალი სიმძლავრე და ხარისხი ეჭვქვეშ დააყენებს).
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას კვების ბლოკების შესახებაც, სადაც შევეცდებით აგიხსნათ, რატომაა მნიშნველოვანი, რომ კარგი კვების ბლოკი გქონდეთ თქვენ საყვარელი კომპიუტერისთვის.
კონფიგურაციაში ჩავსვით მონიტორიც. ამჯერად ჩვენი არჩევანი Samsung 943NW-ზე შეჩერდა. როგორც კეისების შემთხვევაში, აქაც ჩვენი არჩევანი სუბიექტურია. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ იმოქმედოთ, მაგრამ, მხოლოდ მონიტორების გარეგნობით ნუ მოტყუვდებით. ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მახასიათებლებსაც.
შეგნებულად არ ავარჩიეთ კლავიატურა, თაგუნა და სპიკერები. აქ უბრალოდ პირობითი თანხები გამოვყავით. არჩევანის საშუალებას კი თქვენ გიტოვებთ. გსურთ High-End თაგუნა? გადაიხადეთ მეტი და შეიძინეთ სასურველი. გსურთ 5.1 სტანდარტის საუნდ სისტემა? აქაც თავისუფალი ბრძანდებით. იყიდეთ ის, რაც გსურთ და მოგწონთ.
რაც შეეხება აპგრეიდის შესაძლებლობებს, აღნიშნული სისტემის სიმძლავრის გაზრდა საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ. მაგ, შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო ახალი და მძლავრი პროცესორი (დედა დაფა თავსებადია AM2/AM3 სოკეტებთან და შესაბამის პროცესორებთან). როგორც უკვე ვთქვით, თუ თქვენ ოვერქლოქერი ხართ, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ გაგრილების სისტემა. გეიმერებს შეგიძლიათ ძლიერი ვიდეო დაფა შეიძინოთ (დედა დაფა აღჭურვილია PCI-Express 2.0 x16 სლოტით). ვისაც დიდი მოცულობის მყარი დისკი გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ, 640 გბ, 750 გბ ან თუნდაც 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი, ან იყიდოთ ორი 500 გბ-იანი დისკი. ვისაც სუპერ აუდიო სისტემა სურს, შეუძლია მაღალი კლასის აუდიო დაფა და სპიკერები შეიძინოს და ა.შ. მოკლედ, აღნიშნული სისტემა საკმაოდ მოქნილია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი ნებისმიერი ნაწილი შეცვალოთ უფრო ახლით, თავსებადობის პრობლემები მინიმალური იქნება.
 
  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება


გამარჯობათ!

1. ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება Dell Optiplex GX110-ის დათრევა?
2. რატომ ხდება თვითნებური გადატვირთვა
01-07-2010, 22:16:17 | tommy

ნამდვილად იცოცხლე და იხარე ძამა მინიმუმ 7-თაობა!!!!....როგორც იქნა განათდა და განათლდა ხალხი...დიდი მადლობა ამ სტატიისათვის!!!....
05-02-2010, 02:59:54 | makho

საინტერესო წამოწყებაა
მადლობა ავტორს
09-07-2009, 12:39:39 |

გაიხარე ძმაო ძაან კარგი სტატიაა და ძაან კარგი რუბრიკა. ამას თუ მართლაც განაახლებთ ხოლმე მეტისმეტად კარგ საქმეს გააკეთებთ. როგორც ბაბუ იტყოდა ამის არ დანახვა არ შეიძლება
02-07-2009, 22:47:05 |

კაი საქმეს აკეთებთ :)
30-06-2009, 17:21:22 | nick_el_son

ვანო გაიხარე ძალიან დიდი მადლობა
ძლივს!!! შენი წყალობით ეხლა გამიადვილდება კომპის ყიდვა,თან სანდო მაღაზიებიც დავაფიქსირე და არც თუ ისე მაღალი (მაწყობს) ფასები.მოკლედ და ვრცლად "დიდი მადლობა" !!!
30-06-2009, 00:08:17 | Giga1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.