მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Best Buy - კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაცია

 
საწყისი დონის PC – Intel

საწყისი და საშუალო დონის კომპიუტერებში პროცესორების ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. Intel-ის პროცესორებს ამ დონეებზე საკმაოდ მძაფრ კონკურენციას უწევენ AMD-ს ქმნილებები, როგორც ფასების, ასევე წარმადობის მხრივაც. რაც შეეხება უმაღლესი კლასის პროცესორებს, რომელთა ფასი 280+ მარადმწვანეა, აქ ლურჯი გიგანტი აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს.
ასევე, Intel-ის აბსოლუტურად ყველა პროცესორის დამატებითი პლუსი კონკურენტებთან შედარებით აჩქარების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობებია.
 
 

საწყისი დონის PC - Intel

 

აპარატურა

კომპონენტი

ფასი

 

პროცესორი

Intel Pentium Dual-Core E5200 Wolfdale
(Dual-core 2.5GHz, 45nm, 65W, 2MB shared L2, 800FSB)

$87.5

Alta

გაგრილება

CPU Retail HSF

-

 

ვიდეო

ინტეგრირებული

-

 

დედა დაფა

ASUS P5QL-CM G43 HMDI uATX

$107.5

Alta

ოპ. მეხსიერება

DDR2 4გბ G.Skill DDR2-800 (2x2გბ) CL4-4-4-12 F2-6400CL4D-4GBPK

$72

Gitec

მყარი დისკი

500გბ Seagate ST3500418AS Barracuda 16mb 7200rpm 8.9ms

$76

Alta

ოპ. დრაივი

SATA Samsung SH-S223Q Black Lightscribe  22x DVD+-RW (+-R DL) 16xDL  2mb

$29.6

Alta

აუდიო

ინტეგრირებული

-

 

კეისი

HKC 7022ND / 7060

$48 /$49

Allmark/ Gitec

კვების ბლოკი

HKC USP-5550

$48

Allmark

ბაზისური კონფიგურაციის ფასი

$468.6 / 469.6

 

მონიტორი

Samsung 19" (48cm)/ 943NW Black Flat a-si TFT/LCD  Wide  5ms 1440x900 170*/160* 1000:1(DC 8000:1) 300cd/m2  VESA75x75mm TCO'03

$146.3

Alta

სპიკერები

გემოვნებით

$20

 

კლავ./თაგუნა

გემოვნებით

$20

 

სრული სისტემის ფასი

$654.9 / 655.9

 

 
Intel-ის ფლანგზე ჩვენი რჩეული პროცესორი Core 2 Duo E5200-ია, რომელიც უახლეს 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ Wolfdale ბირთვზეა აწყობილი. პროცესორის სტანდარტული სიხშირე 2.5 გჰც-ია, სისტემური სალტის (FSB) სიხშირე კი 800 მჰც, შესაბამისად, იგი აჩქარებას იხვეწება  სალტის სიხშირის უბრალოდ 1066 მჰც-მდე გაზრდით იღებთ 3.33 გჰც-ზე მომუშავე პროცესორს. ძალიან ადვილად, მარტივად და უსაფრთხოდ. მათ, ვინც აჩქარებასთან მწყრალად ხართ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, E5200-ის 2.5 გჰც-იანი ბირთვი საკმაოდ მძლავრია იმისთვის, რომ თქვენს დავალებებს მარტივად გაუმკლავდეს.
პროცესორის გაგრილებისთვის ბაზისურ კონფიგურაციაში ჩვენ სტანდარტული ქულერი ჩავსვით, რომელიც თვითონ Core 2 Duo E5200-ს მოყვება. აღნიშნული ქულერი საკმარისია მომხმარებლების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აჩქარებასთან (Overclocking) შედარებით მწყრალადაა ან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეჰაგერცის მომატებას გეგმავს. მათ, ვისაც უკეთესი გაგრილება გსურთ, გული არ დაგწყდეთ, ჩვენმა მაღაზიებმა ბოლო დროს საკმაოდ მძლავრი და ინოვაციური გაგრილების სისტემები შემოიტანეს ბაზარზე (მათ შორის, წყლის გაგრილების სისტემებიც), მათ შორის, ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა Thermaltake, Scythe, Zalman და ა.შ.
Intel-ის სისტემებისთვის, როგორც ყოველთვის, დედა დაფების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს. ჩვენი მზერა ამჯერად ASUS P5QL-CM-ზე შევაჩერეთ. დედა დაფა აწყობილია ახალ G43 GMCH ჩრდილოეთის ხიდსა და ICH10 სამხრეთ ხიდის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებული ვიდეო ადაპტერი - GMA X4500 ვერ უზრუნველყოფს H.264/VC-1/MPEG2 ვიდეოს აპარატურულ აქსელერაციას, HD ვიდეოს ყურება უპრობლემოდაა შესაძლებელი ისეთი პროცესორის პირობებში, როგორიც E5200-ია. აღსანიშნავია P5QL-CM-ის სხვა ღირსებებიც - დედა დაფა გააჩნია უახლესი Core 2 Duo, Core 2 Quad და Pentium/Celeron პროცესორებისა და 8GB ოპ. მეხსიერების მხარდაჭერა. დედა დაფა აღჭურვილია ერთი PCIe x16, ერთი PCIe x1, და ორი PCI სლოტით. ICH10 სამხრეთის ხიდი უზრუნველყოფს ექვს SATA 3 გბ/წმ პორტს, ერთ IDE პორტს და 12 USB 2.0 პორტს. დამატებით გვაქვს 8-არხიანი ინტეგრირებული აუდიო დაფა VT1708B HD, Realtek RTL8111B Gigabit ქსელის დაფა, DisplayPort-ი, DVI-D და VGA ვიდეო გამომყვანი პორტები. 
იმის გამო, რომ ბოლო დროს ოპერატიული მეხსირება საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა, გადავწყვიტეთ, როგორც საწყის, ასევე ბიუჯეტური სისტემებისთვის 4 გბ მოცულობის ოპ. მეხსიერება აგვერჩია. საწყისი დონის კომპებში, ჩვენი რჩეული G.Skill-ის 4 გბ-იანი DDR2-800 (2x2გბ) CL4-4-4-12 F2-6400CL4D-4GBPK მოდელია. აღნიშნული ოპ. მეხსიერება აჩქარების საშუალებასაც იძლევა - საკმაოდ ადვილად შეძლებთ 1000 მეგაჰერციან ზღვარს გადასცდეთ.
რაც შეეხება მყარ დისკებს, მათი მოცულობა მუდმივად იზრდება, ფასები კი კლებულობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საწყისი დონის კომპიუტერები 500 გბ მოცულობის მქონე დისკებით აღგვეჭურვა. ჩვენი მზერა გამოცდილ ბრენდზე, Seagate-ზე შეჩერდა. ავარჩიეთ უახლესი მოდელი .12 სერიიდან - 500გბ-იანი  Barracuda ST3500418AS 16 მბ კეშ-მეხსიერებით, რომელიც გამოირჩევა სისწრაფითა და ჩუმი მუშაობით.
ოპტიკურ დრაივად ავირჩიეთ საქართველოში დღესდღეობით ყველაზე ახალი და სწრაფი მოდელი - Samsung SH-S223Q DVD±RW დრაივი, რომელსაც პრაქტიკულად ყველანაირი ფართოდ გავრცელებული სტანდარტის DVD/CD დისკების ჩაწერა და წაკითხვა შეუძლია. დამატებით ბონუსად გვაქვს Lightscribe - დისკების მოხატვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
კომპიუტერის კეისი ყოველთვის პატრონის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას უსვამდა და უსვამს ხაზს, ამიტომ აქ არჩევანის გაკეთება ცოტა რთულია. თუმცა, ჩვენ მაინც ჩავსვით საშუალო დონის კეისები კონფიგურაციაში. ჩვენი რჩეულები HKC-ს 7022ND და 7060 მოდელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ კეისების საკითხში სრულ თავისუფლებას განიჭებთ. სრულიად შესაძლებელია, ჩვენი არჩეული კეისები არ მოგეწონოთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით იმოქმედოთ. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა კეისს უდიდესი ყურადღება ექცევა, ალტაში, ჯიტეკში, MBC-ში და ორიონ ტექნოლოჯიში (შესაძლებელია სხვა მაღაზიებშიც) შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების მაღალი კლასის კეისები, როგორებიცაა Cooler Master, Thermaltake და ა.შ.
კვების ბლოკები ქართულ ბაზარზე მუდმივად უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. კომპ. მაღაზიებს შემოჰქონდათ და ახლაც, უმეტესად დაბალი კლასის, სუსტი კვების ბლოკები შემოაქვთ, რომლებიც სისუსტესთან ერთად, საკმაოდ დაბალი სანდოობით გამოირჩევიან. პრობლემა არ იარსებებდა, აღნიშნული კვების ბლოკები რომელიმე ცნობილი და ღირსეული კომპანიის ნაწარმი რომ იყოს (მაგ, Thermaltake, FSP, OCZ და სხვა), მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული კვების ბლოკების უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბაზრის მაჩანჩალა კომპანიების დამზადებულია. თუმცა, როგორც სხვაგან, ბოლო დროს, მდგომარეობა თითქოს კვების ბლოკების ბაზარზეც გამოსწორებისკენ მიდის. გამოჩნდა ისეთი ბრენდების კვების ბლოკები, როგორებიცაა Thermaltake, Tagan, Corsair, FSP, Cooler Master და ა.შ, თუმცა, მათი უმეტესობა საკმაოდ ძვირი ღირს. საწყისი დონის კომპიუტერებისთვის ჩვენ HKC USP-5550, 550 ვატიანი კვების ბლოკი შევარჩიეთ (დიახ, არ გირჩევთ იმ კვების ბლოკი გამოყენებას, რომელიც ჩვენს რჩეულ კეისს მოწყვება. კი, იგი ამ კონფიგურაციის მქონე კომპიუტერს ამუშავებს, მაგრამ სისტემის სტაბილურობას კვების ბლოკის დაბალი სიმძლავრე და ხარისხი ეჭვქვეშ დააყენებს).
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას კვების ბლოკების შესახებაც, სადაც შევეცდებით აგიხსნათ, რატომაა მნიშნველოვანი, რომ კარგი კვების ბლოკი გქონდეთ თქვენ საყვარელი კომპიუტერისთვის.
კონფიგურაციაში ჩავსვით მონიტორიც. ამჯერად ჩვენი არჩევანი Samsung 943NW-ზე შეჩერდა. როგორც კეისების შემთხვევაში, აქაც ჩვენი არჩევანი სუბიექტურია. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ იმოქმედოთ, მაგრამ, მხოლოდ მონიტორების გარეგნობით ნუ მოტყუვდებით. ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მახასიათებლებსაც.
შეგნებულად არ ავარჩიეთ კლავიატურა, თაგუნა და სპიკერები. აქ უბრალოდ პირობითი თანხები გამოვყავით. არჩევანის საშუალებას კი თქვენ გიტოვებთ. გსურთ High-End თაგუნა? გადაიხადეთ მეტი და შეიძინეთ სასურველი. გსურთ 5.1 სტანდარტის საუნდ სისტემა? აქაც თავისუფალი ბრძანდებით. იყიდეთ ის, რაც გსურთ და მოგწონთ.
რაც შეეხება აპგრეიდის შესაძლებლობებს, აღნიშნული სისტემის სიმძლავრის გაზრდა საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ. მაგ, თუ დიდი გამოთვლითი სიმძლავრეები გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო ახალი და მძლავრი პროცესორი (დედა დაფა თავსებადია Core 2 Duo/Quad პროცესორების სრულ სპექტრთან). როგორც უკვე ვთქვით, თუ თქვენ ოვერქლოქერი ხართ, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ გაგრილების სისტემა. გეიმერებს შეგიძლიათ ძლიერი ვიდეო დაფა შეიძინოთ (დედა დაფა აღჭურვილია PCI-Express 2.0 x16 სლოტით). ვისაც დიდი მოცულობის მყარი დისკი გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ, 640 გბ, 750 გბ ან თუნდაც 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი, ან იყიდოთ ორი 500 გბ-იანი დისკი. ვისაც სუპერ აუდიო სისტემა სურს, შეუძლია მაღალი კლასის აუდიო დაფა და სპიკერები შეიძინოს და ა.შ. მოკლედ, აღნიშნული სისტემა საკმაოდ მოქნილია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი ნებისმიერი ნაწილი შეცვალოთ უფრო ახლით, თავსებადობის პრობლემები მინიმალური იქნება.
თუ ჩვენს ორ საწყისი დონის სისტემას შევადარებთ, დღევანდელი ქართული ბაზრიდან გამომდინარე უფრო პერსპექტიული Intel-ის სისტემაა, რომელიც სტანდარტულ სიხშირეებზე AMD-ს სისტემასთან შედარებით ცოტა უფრო მძლავრია და აჩქარების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, თუ AMD-ს მაღალი კლასის ორბირთვიანი და სამბირთვიანი პროცესორები ქართულ ბაზარზე მომრავლდებიან და გაიაფდებიან, AMD-ს სისტემაც საკმაოდ მიმზიდველი გახდება წარმადობის შემდგომი გაზრდის მხრივ. ჯამში კი, ორივე სისტემა საკმაოდ მძლავრია და თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო სიმძლავრეს ორივე სრულად უზრუნველყოფს.
 
  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 1.7



გამოხმაურება


გამარჯობათ!

1. ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება Dell Optiplex GX110-ის დათრევა?
2. რატომ ხდება თვითნებური გადატვირთვა
01-07-2010, 22:16:17 | tommy

ნამდვილად იცოცხლე და იხარე ძამა მინიმუმ 7-თაობა!!!!....როგორც იქნა განათდა და განათლდა ხალხი...დიდი მადლობა ამ სტატიისათვის!!!....
05-02-2010, 02:59:54 | makho

საინტერესო წამოწყებაა
მადლობა ავტორს
09-07-2009, 12:39:39 |

გაიხარე ძმაო ძაან კარგი სტატიაა და ძაან კარგი რუბრიკა. ამას თუ მართლაც განაახლებთ ხოლმე მეტისმეტად კარგ საქმეს გააკეთებთ. როგორც ბაბუ იტყოდა ამის არ დანახვა არ შეიძლება
02-07-2009, 22:47:05 |

კაი საქმეს აკეთებთ :)
30-06-2009, 17:21:22 | nick_el_son

ვანო გაიხარე ძალიან დიდი მადლობა
ძლივს!!! შენი წყალობით ეხლა გამიადვილდება კომპის ყიდვა,თან სანდო მაღაზიებიც დავაფიქსირე და არც თუ ისე მაღალი (მაწყობს) ფასები.მოკლედ და ვრცლად "დიდი მადლობა" !!!
30-06-2009, 00:08:17 | Giga1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.