მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Best Buy - კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაცია

 
ბიუჯეტური PC – Intel

შესავლის გარეშე, წარმოგიდგენთ საშუალო კლასის კომპიუტერს Intel-ის ბაზაზე:
 
 

ბიუჯეტური PC - Intel

 

აპარატურა

კომპონენტი

ფასი

 

პროცესორი

Intel Core 2 Duo E7400 Wolfdale
(Dual-core 2.8GHz, 45nm, 65W, 3MB Shared L2, 1066FSB)

$128

Algorithm

გაგრილება

Spire LGA775 QuadroFlow VIII

$7

Gitec

ვიდეო

ZOTAC GeForce GTS 250 512MB 256-bit GDDR3

$185

Allmark

დედა დაფა

Gigabyte GA-EP45-DS3LR

$129

Algorithm

ოპ. მეხსიერება

Mushkin REDLINE PC 8000 1000MHz 2X2GB

$77.8

Allmark

მყარი დისკი

750GB/ Seagate ST3750528AS Barracuda 32mb 7200rpm

$119.7

Alta

ოპ. დრაივი

SATA/ Samsung SH-S223Q Black Lightscribe  22x DVD+-RW (+-R DL) 16xDL  2mb

$29.6

Alta

აუდიო

ინტეგრირებული

-

 

კეისი

HKC 7022ND / 7060

$48 /$49

Allmark/ Gitec

კვების ბლოკი

Ultron UN650S 650W

$84

 

ბაზისური კონფიგურაციის ფასი

$808.1 / 809.1

 

მონიტორი

Samsung 22" (56cm)/ 2243NW Black 5ms1680x1050 1000:1(DC8000:1) 170* /160* 300cd/m2 DPMS VESA TCO'03

$209

Alta

სპიკერები

გემოვნებით

$20

 

კლავ./თაგუნა

გემოვნებით

$20

 

სრული სისტემის ფასი

$1057.1 / 1058.1

 

 
საშუალო კლასის სისტემისთვის ჩვენი რჩეული პროცესორი Core 2 Duo E7400-ია, რომელიც აწყობილია 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Wolfdale პროცესორით, და აღჭურვილია 3 მბ კეშ მეხსიერებით. E5200-ისგან განსხვავებით, E7400-ის სისტემური სალტის სიხშირე 1066 მჰც-მდეა გაზრდილი. სალტის სიხშირის 1333 მჰც-მდე გაზრდით E7400-ის სიხშირე 3500 მჰც-ს აღწევს, რაც სრულად მიღწევადია სტანდარტული გაგრილების სისტემით.
პროცესორის გაგრილებისთვის ბაზისურ კონფიგურაციაში ჩვენ Spire LGA775 QuadroFlow VIII ქულერი ჩავსვით. ჩვენი არჩეული E7400 ე.წ. Tray მოდელია, რომელსაც ქულერი არ მოყვება. რაც შეეხება QuadroFlow VIII-ს, მისი წარმადობა დაახლოებით იგივეა, რაც პროცესორის სტანდარტული ქულერისა. აღნიშნული ქულერი საკმარისია მომხმარებლების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აჩქარებასთან (Overclocking) შედარებით მწყრალადაა ან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეჰაგერცის მომატებას გეგმავს. მათ, ვისაც უკეთესი გაგრილება გსურთ, გული არ დაგწყდეთ, ჩვენმა მაღაზიებმა ბოლო დროს საკმაოდ მძლავრი და ინოვაციური გაგრილების სისტემები შემოიტანეს ბაზარზე (მათ შორის, წყლის გაგრილების სისტემებიც), მათ შორის, ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა Thermaltake, Scythe, Zalman და ა.შ.
საშუალო კლასის სისტემისთვის ავარჩიეთ Gigabyte GA-EP45-DS3LR დედა დაფა, რომელიც საქართველოს პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Core 2 Duo E7400 პროცესორების მფლობელებისთვის, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში წარმადობის მაქსიმიზირება სურთ. დედა დაფა დამზადებულია P45 ჩრდ. ხიდისა და ICH10R სამხ. ხიდის გამოყენებით, აქვს Core 2 პროცესორების სრული სერიისა და მაქს. 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. დედა დაფა აჭურვილია Gigabyte's Ultra Durable 3 ტექნოლოგიით, Realtek ALC 888 HD აუდიო დაფით, Realtek RTL8111C Gigabit ქსელის დაფით, ექვსი 3 გბ/წმ SATA პორტითა და RAID 0/1/5/10-ის მხარდაჭერით, ერთი IDE პორტითა და 12 USB 2.0 პორტით. დამატებით გვაქვს ერთი PCI-E x16, ოთხი PCI-E x1 და PCI სლოტით.
საშუალო კლასის კონფიგურაციის საფასო ზღვარმა საშუალება მოგვცა, კონფიგურაციაში საკმაოდ მძლავრი ვიდეო დაფაც ჩაგვერთო. ამჯერად არჩევანი ZOTAC GeForce GTS 250-ზე შევაჩერეთ, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა თანამედროვე თამაში ითამაშოთ 30“-იან მონიტორებზეც კი. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა ATI/AMD-ს ბესტსელერი - Radeon HD 4770, რომელიც ამ ფასის კონგიგურაციებისთვის ჩვენი რჩეული ვიდეო დაფაა.
იმის გამო, რომ ბოლო დროს ოპერატიული მეხსიერება საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა, გადავწყვიტეთ, როგორც საწყის, ასევე საშუალო კლასის სისტემებისთვის 4 გბ მოცულობის ოპ. მეხსიერება აგვერჩია. საშუალო კლასის სისტემებისთვის ავარჩიეთ Mushkin-ის 4 გბ-იანი მოდელი - REDLINE PC2-8000 2X2გბ. აღნიშნული ოპ. მეხსიერება აჩქარების საშუალებასაც იძლევა - საკმაოდ ადვილად შეძლებთ 1100 მეგაჰერციან ზღვარს გადასცდეთ.
რაც შეეხება მყარ დისკებს, მათი მოცულობა მუდმივად იზრდება, ფასები კი კლებულობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საშუალო დონის კომპიუტერები 750 გბ მოცულობის მქონე დისკებით აღგვეჭურვა. ჩვენი მზერა გამოცდილ ბრენდზე, Seagate-ზე შეჩერდა. ავარჩიეთ უახლესი მოდელი - 750გბ-იანი Barracuda ST3750528AS  32 მბ კეშ-მეხსიერებით, რომელიც გამოირჩევა სისწრაფითა და ჩუმი მუშაობით.
ოპტიკურ დრაივად ავირჩიეთ საქართველოში დღესდღეობით ყველაზე ახალი და სწრაფი მოდელი - Samsung SH-S223Q DVD±RW დრაივი, რომელსაც პრაქტიკულად ყველანაირი ფართოდ გავრცელებული სტანდარტის DVD/CD დისკების ჩაწერა და წაკითხვა შეუძლია. დამატებით ბონუსად გვაქვს Lightscribe - დისკების მოხატვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
კომპიუტერის კეისი ყოველთვის პატრონის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას უსვამდა და უსვამს ხაზს, ამიტომ აქ არჩევანის გაკეთება ცოტა რთულია. თუმცა, ჩვენ მაინც ჩავსვით საშუალო დონის კეისები კონფიგურაციაში. ჩვენი რჩეულები HKC-ს 7022ND და 7060 მოდელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ კეისების საკითხში სრულ თავისუფლებას განიჭებთ. სრულიად შესაძლებელია, ჩვენი არჩეული კეისები არ მოგეწონოთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით იმოქმედოთ. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა კეისს უდიდესი ყურადღება ექცევა, ალტაში, ჯიტეკში, MBC-ში და ორიონ ტექნოლოჯიში (შესაძლებელია სხვა მაღაზიებშიც) შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების მაღალი კლასის კეისები, როგორებიცაა Cooler Master, Thermaltake და ა.შ.
კვების ბლოკები ქართულ ბაზარზე მუდმივად უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. კომპ. მაღაზიებს შემოჰქონდათ და ახლაც, უმეტესად დაბალი კლასის, სუსტი კვების ბლოკები შემოაქვთ, რომლებიც სისუსტესთან ერთად, საკმაოდ დაბალი სანდოობით გამოირჩევიან. პრობლემა არ იარსებებდა, აღნიშნული კვების ბლოკები რომელიმე ცნობილი და ღირსეული კომპანიის ნაწარმი რომ იყოს (მაგ, Thermaltake, FSP, OCZ და სხვა), მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული კვების ბლოკების უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბაზრის მაჩანჩალა კომპანიების დამზადებულია. თუმცა, როგორც სხვაგან, ბოლო დროს, მდგომარეობა თითქოს კვების ბლოკების ბაზარზეც გამოსწორებისკენ მიდის. გამოჩნდა ისეთი ბრენდების კვების ბლოკები, როგორებიცაა Thermaltake, Tagan, Corsair, FSP, Cooler Master და ა.შ, თუმცა, მათი უმეტესობა საკმაოდ ძვირი ღირს. საშუალო დონის კომპიუტერებისთვის ჩვენ Ultron UN650S, 650 ვატიანი კვების ბლოკი შევარჩიეთ (დიახ, არ გირჩევთ იმ კვების ბლოკი გამოყენებას, რომელიც ჩვენს რჩეულ კეისს მოწყვება. კი, იგი ამ კონფიგურაციის მქონე კომპიუტერს ამუშავებს, მაგრამ სისტემის სტაბილურობას კვების ბლოკის დაბალი სიმძლავრე და ხარისხი ეჭვქვეშ დააყენებს).
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას კვების ბლოკების შესახებაც, სადაც შევეცდებით აგიხსნათ, რატომაა მნიშნველოვანი, რომ კარგი კვების ბლოკი გქონდეთ თქვენ საყვარელი კომპიუტერისთვის.
კონფიგურაციაში ჩავსვით მონიტორიც. ამჯერად ჩვენი არჩევანი Samsung 2243NW-ზე შეჩერდა. როგორც კეისების შემთხვევაში, აქაც ჩვენი არჩევანი სუბიექტურია. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ იმოქმედოთ, მაგრამ, მხოლოდ მონიტორების გარეგნობით ნუ მოტყუვდებით. ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მახასიათებლებსაც.
შეგნებულად არ ავარჩიეთ კლავიატურა, თაგუნა და სპიკერები. აქ უბრალოდ პირობითი თანხები გამოვყავით. არჩევანის საშუალებას კი თქვენ გიტოვებთ. გსურთ High-End თაგუნა? გადაიხადეთ მეტი და შეიძინეთ სასურველი. გსურთ 5.1 სტანდარტის საუნდ სისტემა? აქაც თავისუფალი ბრძანდებით. იყიდეთ ის, რაც გსურთ და მოგწონთ.
რაც შეეხება აპგრეიდის შესაძლებლობებს, აღნიშნული სისტემის სიმძლავრის გაზრდა საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ. მაგ, თუ დიდი გამოთვლითი სიმძლავრეები გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო ახალი და მძლავრი პროცესორი, მაგ - Core 2 Duo E8000  სერიიდან. შესაძლებელია 4-ბირთვიანი პროცესორის შეძენაც. როგორც უკვე ვთქვით, თუ თქვენ ოვერქლოქერი ხართ, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ გაგრილების სისტემა. გეიმერებს შეგიძლიათ ძლიერი ვიდეო დაფა შეიძინოთ (დედა დაფა აღჭურვილია PCI-Express 2.0 x16 სლოტით). ვისაც დიდი მოცულობის მყარი დისკი გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ, 1 ტბ ან უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკი, ან იყიდოთ ორი 500/640/750 გბ-იანი დისკი. ვისაც სუპერ აუდიო სისტემა სურს, შეუძლია მაღალი კლასის აუდიო დაფა და სპიკერები შეიძინოს და ა.შ. მოკლედ, აღნიშნული სისტემა საკმაოდ მოქნილია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი ნებისმიერი ნაწილი შეცვალოთ უფრო ახლით, თავსებადობის პრობლემები მინიმალური იქნება.

პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 1.7



გამოხმაურება


გამარჯობათ!

1. ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება Dell Optiplex GX110-ის დათრევა?
2. რატომ ხდება თვითნებური გადატვირთვა
01-07-2010, 22:16:17 | tommy

ნამდვილად იცოცხლე და იხარე ძამა მინიმუმ 7-თაობა!!!!....როგორც იქნა განათდა და განათლდა ხალხი...დიდი მადლობა ამ სტატიისათვის!!!....
05-02-2010, 02:59:54 | makho

საინტერესო წამოწყებაა
მადლობა ავტორს
09-07-2009, 12:39:39 |

გაიხარე ძმაო ძაან კარგი სტატიაა და ძაან კარგი რუბრიკა. ამას თუ მართლაც განაახლებთ ხოლმე მეტისმეტად კარგ საქმეს გააკეთებთ. როგორც ბაბუ იტყოდა ამის არ დანახვა არ შეიძლება
02-07-2009, 22:47:05 |

კაი საქმეს აკეთებთ :)
30-06-2009, 17:21:22 | nick_el_son

ვანო გაიხარე ძალიან დიდი მადლობა
ძლივს!!! შენი წყალობით ეხლა გამიადვილდება კომპის ყიდვა,თან სანდო მაღაზიებიც დავაფიქსირე და არც თუ ისე მაღალი (მაწყობს) ფასები.მოკლედ და ვრცლად "დიდი მადლობა" !!!
30-06-2009, 00:08:17 | Giga1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.