მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






უსაფრთხოება windows-ის ქვეშ
ანუ ყველა დროის, დიდი თავსატკივარი....

 

ჩვენი და ოჯახის წევრების ანგარიშები

ალბათ კომპზე რამდენიმე ანგარიში გაქვთ შექმნილი, რომ ერთმანეთში ფაილები არ აირიოს და ყველას თავისი ფონი, Screensaver და სტილი ქონდეს. გაიხსენეთ, ყველა ანგარიშს დაადეთ პაროლი? თუ ასე არაა, სასწრაფოდ დაადეთ ზედა რჩევების მიხედვით.  და აქვე გასათვალიწინებელია ერთი ნიუანსი:

პაროლის დადების დროს: უფლებების გაწერის შეკითხვა

ამ ფანჯარაში არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ YES-ს, აუცილებლად NO. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ფაილები „ჩაიკეტება“ და მათ ვერ მიმართავს ვერცერთი სხვა მომხმარებელი. ამასთან ერთად, პაროლი თუ დაგავიწყდებათ, ან ანგარიში გაგიფუჭდებათ, ფაილები იქნება გადასაყრელი. მოკლედ, ვაჭერთ NO-ს.

ახლა რაც შეეხება ოჯახის წევრების ანგარიშებს, ანიჭებთ ადმინისტრატორის უფლებებს? კი? არასწორე მიდგომაა, ეგ კი არა, თქვენც რომ იმოძრაოთ ადმინისტრატორის უფლებებით, არც ეგაა სასურველი. ამიტომ შექმენით ლიმიტირებული ანგარიშები და გადაბარგიდით იქ. ყველა.

ახალი ანგარიშის შექმნა: ანგარიშის უფლებები

ამით კომპის დაცვულობის დონე მოიმატებს, ანუ ყოველი მეორე პროგრამა ვერ ჩათხრის რეესტრში იმას, რაც უნდა, იმის გამო რომ ამ ანგარიშს ეს პრივილეგია არ აქვს, ამავე ანგარიშიდან მავნებელი პროგრამები ვერ წაშლიან სისტემურ ფაილებს და ა. შ.

თუ ადმინისტრატორის უფლებები დაგჭირდებათ, ან გადადით თქვენს ადმინისტრატორის ანგარიშში. ან უბრალოდ შესაბამისი პროგრამა გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით, (პროგრამაზე მარჯვენა წკაპი და Run as.., მიიღებთ ქვემოთ მოყვანილ ფანჯარას, სადაც აირჩევთ ადმინისტრატორის ანგარიშს).

Run as: ვუშვებთ პროგრამას სხვა ანგარიშით

თუმცა ამ მეთოდს აქვს მინუსიც, ზოგი საქაღალდის გახნის დროს მიიღებთ ასეთ ფანჯარას:

ფაილის გახნის დროს: არ გვაქ უფლება

გასწორება მარტივია, გადავდივართ ამდმინისტრატორის ანგარიშში და ვწერთ უფლებებს. ამისთვის გამორთული უნდა იყოს ეწ. simple file sharing. (მას გამორთავთ აქედან, control panel -> folder options -> view > ამორთეთ პუნქტი use simple file sharing).

შემდეგ შედით ლიმიტირებული ანგარიშისთვის მიუწვდომელი საქაღალდის თვისებებში (propertis) და გადადით პუნქტზე security, დაამატეთ  შესაბამისი ანგარიშს და მიანიჭეთ შესაბამისი უფლებები.

ფაილის თვისებები: წევრების უფლებების არჩევა

 

წესით ასეთი საქაღალდეები ბევრი არ უნდა იყოს, თუ ბევრი იქნება შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი შებრუნებულადაც. ანუ გამოიყენეთ ადმინისტრატორის ანგარიში, მაგრამ ბრაუზერი, მესინჯერები და ინფექციის სხვა წყაროები გახსენით Run as..-ით, ლიმიტირებული ანგარიშის უფლებებით.

აქვე დავამატებ ერთ პუნქტს: ნებისმიერ ანგარიშს პაროლი დაადეთ საკუთარი გარსიდან, ანუ რომელ ანგარიშსაც პაროლს ადებთ, იმ ანგარიშში შედით და იქიდან დაადეთ პაროლი.

მგონი ანგარიშების ამბავი მოვაგვარეთ, მაგრამ აქვე ერთ ბონუსს დავამატებ, ძმების, დების და სხვა ოჯახის წევრების ანგარიშის კონტროლის მოყვარულთათვის :-).

პროგრამით User Control შეგილიათ, სხვა ანგარიშები შეზღუდოთ, მაგალითად აუკრძალოთ თამაში, ფონის შეცვლა და საერთოდ მაუსის მეორე ღილაკზე დაჭერაც კი. მგონი ბევრი დაისვენებს ასე დაკონფიგურებული კომპით ;-)

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 11
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

კარგი სტატიაა, მაგრამ ამ საიტს მგონი განახლება აკლიაა :) იზრუნეე ადმინო
20-08-2011, 23:07:42 | tatti

კაი სტატიაა, ყოჩაღ

სადმე ჩაურთე ესეც, რაც ბევრმა არ იცის ან ყურადღებას არ აქცევს - ექაუნთი, რომელსაც ჩვენ შევქმნით ადმინისტრატორის უფლებით, არ არის ისეთივე უფლებების, რომელსაც სისტემა ქმნის და ადმინისტრატორს არქმევს, მას მეტი უფლებები აქვს. ყველაფრის უფლება კი მასაც არა აქვს, იგივე სისტემ ვოლუმში, ამიტომ მაგის მეთოდებზეც თუ დაწერ ცოტას კაი იქნება, თუნდაც სისინტერნალის უტილიტებით. ცოტაც სიდ-ებზეც რომ დაწერო ბევრი დაგიმადლებს.

და რეგისტრაციის გვერდზე ბოლო კნოპკა გააქართულე თუ ძმა ხარ, ავტოპილოტზე ვრეგისტრირდებოდი და კაი ხანი ვერც მივხვდი რას ვეძებდი :)
17-03-2010, 00:46:31 | maxo127

მაგარი საიტია.ესეთი საიტები საჩიროა არადა პორნოს მიაქ ქართული ვებ სივრცე
05-01-2010, 02:05:39 | errortete

უნდა ვაღიარო საკმაოდ კარგი სტატიაა :)
მაგრამ არა სრულყოფილი :) სხვა ბევრი რაღაცის გაკეთებაც
შეიძლებოდა მაგრამ მე მეზარება და ძაან არ წავიღებ ტვინს მხოლოდ
ერთ ძირითადს დავწერ Gelink-ზე როცა უფაირვოლოდ მოძრაობთ სასურველია დახუროთ 445 პორტი
ანუ ე.წ Microsoft-DS ( რომელზეც ხდება შეტევები Gelink-ზე )
ამისთვის არსებობს უბრალო Registry Tweak : http://paste2.org/p/451758
ასევე სასურველია დაუხუროს 135 პორტი თუ არ ვცდები ეგ მარტივად Task Sheduler-ის წაშლით ხდება ან უბრალოდ ფაირვოლიდან დაბლოკეთ... (ზუსტად არ მახსოვს მე Nlite-ით მაქ გაკეთებული საკუთარ MiniXP-ზე)
ასევე სასურველია გათიშოთ ნეთბიოსი (139 პორტზე ზის) თუ არ ვცდები ნეთბიოსი ითიშება ესე :
Network Connections > local area connection (properties) > TCP/IP (properties) > Advanced > Wins > Disable Netbios :)
მეტს აღარ დავწერ მეზარებადა დროც არ მაქ :))
Best Regards,Vaska94 :)

04-10-2009, 18:47:40 | vaska94

სახოლ ოთო ძაან მაგარი ნამუშევარია.. ბევრი რამ ვისწავლე.....
25-08-2009, 19:08:39 | lashuka

საღოლ რა ძმაო, მაგარი სტატია იყო
29-07-2009, 03:52:46 | gabomax

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისათვის.
28-07-2009, 16:09:13 | irakliabe

ოთო საღოლ!
27-07-2009, 05:16:49 | gio_tiger

kazus
ციტატა
მაპატიეთ მაგრამ მეილზე არაფერი მოვიდა

და რა მეილზე? ან რა უნდა მოგსვლოდა?
24-07-2009, 17:20:14 | Gio_kiborg

მაპატიეთ მაგრამ მეილზე არაფერი მოვიდა
21-07-2009, 10:53:57 | kazus


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.