უსაფრთხოება windows-ის ქვეშ
![]() ![]()
ჩვენი და ოჯახის წევრების ანგარიშები ალბათ კომპზე რამდენიმე ანგარიში გაქვთ შექმნილი, რომ ერთმანეთში ფაილები არ აირიოს და ყველას თავისი ფონი, Screensaver და სტილი ქონდეს. გაიხსენეთ, ყველა ანგარიშს დაადეთ პაროლი? თუ ასე არაა, სასწრაფოდ დაადეთ ზედა რჩევების მიხედვით. და აქვე გასათვალიწინებელია ერთი ნიუანსი: ახლა რაც შეეხება ოჯახის წევრების ანგარიშებს, ანიჭებთ ადმინისტრატორის უფლებებს? კი? არასწორე მიდგომაა, ეგ კი არა, თქვენც რომ იმოძრაოთ ადმინისტრატორის უფლებებით, არც ეგაა სასურველი. ამიტომ შექმენით ლიმიტირებული ანგარიშები და გადაბარგიდით იქ. ყველა. თუ ადმინისტრატორის უფლებები დაგჭირდებათ, ან გადადით თქვენს ადმინისტრატორის ანგარიშში. ან უბრალოდ შესაბამისი პროგრამა გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით, (პროგრამაზე მარჯვენა წკაპი და Run as.., მიიღებთ ქვემოთ მოყვანილ ფანჯარას, სადაც აირჩევთ ადმინისტრატორის ანგარიშს). თუმცა ამ მეთოდს აქვს მინუსიც, ზოგი საქაღალდის გახნის დროს მიიღებთ ასეთ ფანჯარას: შემდეგ შედით ლიმიტირებული ანგარიშისთვის მიუწვდომელი საქაღალდის თვისებებში (propertis) და გადადით პუნქტზე security, დაამატეთ შესაბამისი ანგარიშს და მიანიჭეთ შესაბამისი უფლებები.
წესით ასეთი საქაღალდეები ბევრი არ უნდა იყოს, თუ ბევრი იქნება შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი შებრუნებულადაც. ანუ გამოიყენეთ ადმინისტრატორის ანგარიში, მაგრამ ბრაუზერი, მესინჯერები და ინფექციის სხვა წყაროები გახსენით Run as..-ით, ლიმიტირებული ანგარიშის უფლებებით. აქვე დავამატებ ერთ პუნქტს: ნებისმიერ ანგარიშს პაროლი დაადეთ საკუთარი გარსიდან, ანუ რომელ ანგარიშსაც პაროლს ადებთ, იმ ანგარიშში შედით და იქიდან დაადეთ პაროლი. მგონი ანგარიშების ამბავი მოვაგვარეთ, მაგრამ აქვე ერთ ბონუსს დავამატებ, ძმების, დების და სხვა ოჯახის წევრების ანგარიშის კონტროლის მოყვარულთათვის :-). პროგრამით User Control შეგილიათ, სხვა ანგარიშები შეზღუდოთ, მაგალითად აუკრძალოთ თამაში, ფონის შეცვლა და საერთოდ მაუსის მეორე ღილაკზე დაჭერაც კი. მგონი ბევრი დაისვენებს ასე დაკონფიგურებული კომპით ;-) |
|
კარგი სტატიაა, მაგრამ ამ საიტს მგონი განახლება აკლიაა :) იზრუნეე ადმინო