Windows Update, რატომ?!
ბევრი, უბრალოდ თიშავს ამ ფუნქციას, იმიტომ რომ ეზარება, ზოგიც იმიტომ, რომ ვერ გადის Genuine ვერიფიკაციას (ამ ამბების გამოსწორების შესახებ სტატია დევს ჩვენს საიტზე ). მაგრამ განახლებები აუცილებელია, მარტივი მიზეზით: განახლებები შეიცავს ეწ. Bug FIX-ებს, ანუ სისტემაში არსებული შეცდომებ გამოსწორებებს. მაგალითად, გახსოვთ ალბათ confiker-ი? ეს საზიზღარი ვერ ჩაჯდებოდა დაპაჩულ სისტემაში ქსელიდან. ანუ გასავრცელებლად იყენებდა ეწ. server-ის სერვისის შეცდომას, რომელიც კარგა ხნის წინ იყო მაიკროფოტის მიერ აღმოჩენილი და შესაბამისი განახლებით დაიპაჩა კიდეც იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც WU (Windows Update) ჩართული ჰქონდათ. მოკლედ, განახლებების დროული მიღება უზრუნველყოფს სისტემის დაცულობას. ლოგიკა ერთია, განახლებები გვჭირდება.
მაგრამ არის ერთი უსიამოვნება, ავტომატურ რეჟიმში ჩამოიქაჩება სერვის პაკიც და ახალი მედია პლეიერიც. მოკლედ, ისეთი განახლებებიც, რომელიც არ გვინდა. ამიტომ განახლებები უნდა გადავიყვანოთ არაავტომატურ რეჟიმზე. ამისთვის შევდივართ ”ჩემი კომპიუტერის” (My Computer) თვისებებში (properties) და განახლებები გადაგვყავს არაავტომატურ რეჟიმზე. ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

ასევე სასურველია, თუ მაიკროსოფტის საიტიდანაც განაახლებთ ხოლმე სისტემას Start Menu -> Windows Update.
მგონი განახლებები გასაგებია, გადავიდეთ, შემდეგზე და ყველაზე საინტერესოზე.
დაშორებული წვდომა
ვინდოუსის სამართავად, არსებობს მრავალი დაშორებული მართვის უტილიტა. მაგალითად რეესტრზე წვდომა, მთლიან დესკტოპზე წვდომა და სხვა. ბუნებრივია, რომ თუ ეს სერვისები არ გჭირდებათ (აბსოლიტურ უმრავლესობას არაფერში სჭირდება), უნდა გამორთოთ, რამეთუ შემტევი პირველ რიგში ამ სერვისების გამოყენებას ცდილობს. ჩვენ მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს, პოტენციურად ყველაზე საშიშს.
Remote Assistance
ვინმე იყენებთ ამ ფსევდო დამხმარეს? ანუ ეს არის სერვისი, რომლითაც თითქოს სხვა მცოდნეს ეკითხებით და ის გიკეთებთ ყველაფერს სისტემაში. რეალურად კი სერვისს ჩვენი ნებით არავინ ვიყენებთ, შეტევისთვის კი კარგი საკბილოა. მოდით, გამოვრთოთ! ამისთვის შევიდეთ ”ჩემი კომპიუტერის” (My Computer) თვისებებში (properties) და ჩანართში remote ამოვრთოთ Remote Assistance-ის ალამი (ეწ. ”პტიჩკა”). წესით აქვე უნდა იყოს ამორთული Remote Desktop-ის ალამიც. მოკლედ ამ უტილიტასაც თუ არ იყენებთ, ამორთეთ შესაბამისი ალამიც.

Remote Registry
იცოდით, რომ ქსელში მყოფ სხვა კომპზე შეიძლებოდა რეესტრის მართვა?
ჰო ცუდია, ცუდია, როცა სხვას შეუძლია რეესტრში ფათური და პარამეტრების შეცვლა. ამიტომ მოვუგრიხოთ კისერი!
ისევ და ისევ მივრბივართ აქ: Control Panel -> Administrative Tools -> Local Security Policy -> Local Policies -> Security Options, ვეძებთ ველს Remotely accessible registry paths და ამ ველში ვშლით ყველაფერს. ბარეღამ თავი რომ დავიზღვიოთ უნდა შევიდეთ სერვისების მართვაში Control Panel -> Administrative Tools -> services, გავაჩეროთ და გავაუქმოთ საერთოდ Remote Registry.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი
კარგი სტატიაა, მაგრამ ამ საიტს მგონი განახლება აკლიაა :) იზრუნეე ადმინო