COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » სახელმძღვანელო » როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=89&artpage=5&type=review


როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი
რჩევები დამწყებთათვის


გაითვალისწინეთ, ქვემოთ მოცემულ მაგალითებში +12 ვოლტიან განხრაზე გამოთვლილი სიმძლავრეები არის მინიმალური გარანტირებული სიმძლავრე, რომლის მოცემაც კვების ბლოკს შეუძლია, რადგან სხვა განხრები ყოველთვის 100%-ით დატვირთული არ იქნება და შესაბამისად, მეტი სიმძლავრე დარჩება +12 ვოლტისთვის თავისუფალი.

მაგალითი 1

450 ვატიანი კვების ბლოკი მარტო +12V განხრაზე უნდა იყოს 20 ამპერი ანუ 12*20=240 ვატი. მაგრამ აქვე ვკითხულობთ რომ +5V და +3.3V combined output: 250 ვატიო (WARNING-ის ზევით. დავიმახსოვროთ რომ ეს ორი განხრა ყოველთვის დატვირთულია), ასევე სულ დატვირთულია -12V; -5V და +5VSB განხრები ჯამში 22.1 ვატი (20-30 ვატი ამ განხრებზე ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. ზოგიერთ კვებაზე ცალეკა გამოტანილი და იქ დათვლა უფრო ადვილია). გამოდის რომ 450-ს უდნა გამოვაკლოთ 250 (+5V და +3.3V) და 22 (-12; -5 და +5VSB). +12V-სთვის რჩება 450-250-22=178 ვატი ანუ მხოლოდ 178/12=14.8 ამპერი და არა 20.

მაგალითი 2

270 ვატიანი კვების ბლოკი. +3.3V & +5V განხრებზე 120W ამას მივუმატოთ დაახლოებით 20 ვატი -12; -5 და +5VSB გამოდის +12V განხრაზე 270-12-20=130 ვატი, ანუ 130/12=10.8A ამპერი ჯამში. ამ დროს კვებას ორი (+12V1 და +12V2) +12V აქვს 7.0A და 13.0A.

მაგალითი 3

460 ვატიანი კვება. აქ დამატებითი განხრები (-12V; და +5VSB) ცალკეა დაჯამებული 19.6 W. რჩება 441W, რომელიც გადანაწილდება ძირითად განხრებზე. +3.3V და +5V ჯამში 180 ვატი და ორიც +12V, ერთი 16A და მეორე 18A, ჯამში 360 W, მაგრამ რეალურად ეს კვება +12 ვოლტზე ამდენ ამპერს არ მოგვცემს იმიტომ რომ +3.3V და +5V 180 ვატია, 441-180(+3.3V და +5V)=261 ვატი ანუ +12-ზე ჯამში 261W და არა 360W.

სინამდვილეში ეს კვები ბლოკი არაფერს გვატყუებს, +12V განხრაზე შეუძლია 360W მოცემა, უბრალოდ თუ მოახერხებთ და ამ კვებას ისე შეაერთებთ (მაგალითად მარტო ვიდეოს), რომ მხოლოდ 12 ვოლტიანი განხრები იყოს დატვირთული, ხოლო +3.3V და +5V არა, მაშინ +12V განხრაზე მიიღებთ იმ სიმძლავრეს რამდენიც უწერია მწარმოებელს.

მაგალითი 4

იგივე შეიძლება ითქვას ამ კვებაზე +12V განხრაზე რეალურად გვექნება 478-180=298 ვატი და არა 324.

მოკლედ ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი +12V-ზე გამომავალი დენის ძალაა. რაც მეტი ამპერაჟის მოცემა შეუძლია კვების ბლოკს მით უკეთესია და ერთი და იმავე სიმძლავრის მქონე ორი კვების ბლოკიდან ის სჯობს, რომელსაც მეტი დენის ძალა აქვს +12V განხრაზე.
ამ განხრაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. აი მაგალითად:

ამ კვებაზე არის სამი +12V განხრა ორი 15 ამპერიანი და ერთიც 8 ამპერიანი.
ხოლო ამ მეორეზე

ორი ცალი +12V თითო 20 ამპერიანი. ეს უკანასკნელი ვარიანტი სჯობს წინას, რადგან მეტი ამპერაჟი აქვს თითოეულ განხრაზე. საერთოდ 15 ამპერიანი რამოდენიმე განხრა უკვე საკმარისია, მაგრამ აჩქარებისთვის უმჯობესია 18-20 ამპერი მაინც იყოს თითო +12V განხრაზე. არსებობს კვების ბლოკები რომლებსაც თითო +12V განხრაზე მეტი დენის ძალაც აქვთ. მაგალითად:

ორი განხრა 20 ამპერით და ორიც 36 ამპერით. პრაქტიკულად ამ კვების ბლოკს შეუძლია 1200 ვატის მოცემა და სწორედ ამისთვის სჭირდება ასეთი დენის ძალა. 500 ვატიანი სისტემის ასამუშავებლად იგივენაირად იმუშავებს, როგორც კვების ბლოკი რომელსაც მხოლოდ 18 ამპერი აქვს ერთ +12V განხრაზე, ანუ მიაწვდის მხოლოდ იმ სიმძლავრეს, რასაც მისგან მოითხოვენ.
დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი!
რამოდენიმე განხრაა 12 ვოლტიანი?
მაშინ თითოეულ განხრაზე რომელიც მეტ დენის ძალასა და სიმძლავრეს უზრუნველყოფს, ის სჯობს! ეს არის მთელი ფილოსოფია :-) 

მოკლედ, შევაჯამოთ:

მწარმოებელი
ფორმა ATX
წონა
კონექტორები (კაბელები)
ვენტილატორები (Fan) და ხმაური
Internals / შიგნეულობა
ეფექტურობა 80+
PFC
ძაბვის რეგულაცია (Load regulation)
დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection)
ამპერები და ვატები +12V განხრებზე
და ფასი 

ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი უხარისხოსგან.
სტატიის ავტორი: სოსო
ლინკი სტატიის ორიგინალზე (კომპინფოზე არსებული სტატია ოდნავ ჩასწორებულია)
პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

22-09-2009, 06:57:47 | oligarqi

მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა. მადლობა overclockers.ge - ს და რა თქმა უნდა კომპინფოს...
20-08-2009, 11:59:23 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.