COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » სახელმძღვანელო » როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=89&artpage=3&type=review


როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი
რჩევები დამწყებთათვის



ფორმა ATX
ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება.

წონა
როგორც წესი, კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა, ზოგიერთ იაფფასიან კვების ბლოკს სქელი კორპუსი აქვთ და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს.

კონეკტორები და კაბელები
თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს SATA, IDE, Floppy კონეკტორები, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფებისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორებისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი კონექტორი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში შეიძლება მავთულის სიგრძე არ გვეყოს.
ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია ზედმეტი კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა, რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ.

არსებობს სრულად და არასრულად (დედა დაფის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ სძვრება) Modular კვების ბლოკები.

ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო დაფა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფები საჭირო ელ. ენერგიას იღებდნენ დედა დაფისგან. ახლა უკვე არსებობს ბევრი ვიდეო დაფა, რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2. მათ ორ-ორი PCI-e კონექტორი სჭირდებათ).

PCI-e კონეკტორები ძირითადად ორნაირია: 6 პინიანი და 8 პინიანი

6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის.
ზოგ ვიდეო დაფას სჭირდება ორი 6 პინიანი კონექტორი

ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი

ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ჰქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. თუმცა არსებობს Molex to PCI-e კვების გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” გზით მივაწოდოთ და არა გადამყვანით, რადგან ამ შემთხვევაში სხვა კომპონენტებს ვაკლებთ კვებას.

ATI-ც და Nvidia-ც საკუთარ საიტებზე გვთავაზობენ კვების ბლოკების სიას, რომლებიც დატესტილია და საკმარისია SLI და Crossfire კონკრეტული კონფიგურაციისთვის.

Nvidia: http://www.slizone.com/object/slizone_build_psu.html
ATI: http://game.amd.com/us-en/crossfirex_components.aspx?p=3

ამ ლინკებით შეგვიძლია ამოვარჩიოთ რომელი კვების ბლოკი დაგვჭირდება. თუმცა, არც ეს სიებია სრულყოფილი. არსებობს კვების ბლოკები, რომლებიც სიაშ არაა, თუმცა სავსებით გამოსადეგია SLI და Crossfire სისტემებისთვის.

ვეტილატორები (Fan) და ხმაური
რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ სჯობს შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით.

არის კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90/92 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით.

მაგრამ მაინც ძნელია, ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა. დიდი ვენტილატორი, როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE (ნაკლებად დატვირთული რეჟიმი) რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი.

კვების ბლოკებზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს, მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. მაგრამ ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ როგორი ხმაურის დონე აქვს კონკრეტულ კვების ბლოკს.

არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი და პასიურად გრილდებიან, ვეებერთელა რადიატორების საშუალებით.

მაგალითად, FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთ კვების ბლოკებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-450 ვატი), ეფექტურები და აბსოლუტურად უხმაუროები არიან.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

22-09-2009, 06:57:47 | oligarqi

მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა. მადლობა overclockers.ge - ს და რა თქმა უნდა კომპინფოს...
20-08-2009, 11:59:23 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.