როგორ მოვიშოროთ ვირუსები
Dr.Web LiveCD მართალია, Dr.Web ფასიან ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფას აწარმოებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე უფასო პროდუქტი, ჩვენი შემთხვევისთვის ყველაზე ეფექტურია Dr.Web Live CD (გადმოწერა შეიძლება ამ მისამართიდან). ეს არის ჩამტვირთავი დისკის ასლი (იმიჯი). დაქაჩეთ და ჩაწერეთ ის დისკზე (თუ არ იცით როგორ ჩაწეროთ დისკის ასლი დისკზე, გადაიკითხეთ ინსტრუქცია). შემდეგი ეტაპია ამ დისკიდან ჩატვირთვა, ამისთვის ჩადეთ დისკი CD დრაივში, შედით BIOS-ში, (კომპიუტერის ჩართვისას უნდა დააჭიროთ F2 ან Delete ღილაკს, დამოკიდებული დედა დაფის მწარმოებელზე), მონახეთ Boot განყოფილება და პირველ ადგილას დააყენეთ CD/DVD დრაივი, შემდეგ გადადით Exit ჩანართზე და აირჩიეთ Save changes and exit. კომპიუტერი გადაიტვირთება და გამოჩნდება შემდეგი ეკრანი:
ვაჭერთ Enter-ს და ვაგრძელებთ ჩატვირთვას, დაინახავთ ასეთ ფანჯარას: გამოცდილები უკვე მიხვდებოდით, რომ ლინუქს გარემოში ამოყავით თავი. Dr.Web Live CD წარმოადგენს Linux-ზე დაფუძნებულ Live დისკს, რომელზეც ჩაწერილია ანტივირუსი. სხვათა შორის, ამ სისტემაზე ასევე იპოვით სხვადასხვა უტილიტებს: ფაილ-მენეჯერს Midnight Commander, ბრაუზერს Firefox, საფოსტო კლიენტს და ა.შ. ჩატვირთვის შემდეგ სისტემა მზადაა ვირუსებთან საბრძოლველად, მაგრამ მასზე ჩაწერილია ვირუსების ანაბეჭდთა ბაზები, გამოშვებული დისკის ასლის შექმნისას და თავისუფლადაა შესაძლებელი, მოძველებული იყოს. ეფექტური სკანირებისთვის გვჭირდება განახლებული ბაზები, ამიტომ პირველ რიგში მონახეთ განახლების მწვანე ღილაკი, დაკლიკეთ და დაელოდეთ განახლების დასრულებას. ასევე, თუკი ქსელი არ მუშაობს ავტომატურ პარამეტრებზე, პროგრამა პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ინტერნეტს. საჭიროა კავშირის დაკონფიგურირება: Start->Settings->Networks Configure manager და ჩაწერეთ თქვენი ქსელის მონაცემები.
სკანირების დაწყების წინ საჭიროა კიდევ რამდენიმე პარამეტრის შეცვლა, ანტივირუის ფანჯარაში დააჭირეთ კონფიგურაციის ღილაკს (გადაჯვარედინებული სამუშაო იარაღები) ან შედით მენიუში Settings > Options განყოფილებაში და გადადით Actions ჩანართზე. საქარხნო პარამეტრების მიხედვით, ყველა აღმოჩენილ ვირუსისა და მავნე ფაილზე მხოლოდ შეტყობინებას მიიღებთ, შემდეგ კი მოგიწევთ ხელით მიუთითოთ თუ რა უქნას ნაპოვნ ფაილს. ავტომატიზაციისთვის დააყენეთ პარამეტრები შემდეგ მნიშვნელობებზე: ანუ, პროგრამა შეეცდება ჯერ ინფიცირებული ფაილის მკურნალობას და თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას. დაკონფიგურირების შემდეგ დააჭირეთ OK-ს და დაიწყეთ სკანირება: თქვენი კომპიუტერის მონაცემების და ვინჩესტერზე არსებული ფაილების რაოდენობის მიხედვით სკანირებას სხვადასხვა დრო დასჭირდება, იყავით მომთმენი, ეს პროცედურა თქვენთვის ტარდება. დასრულების შემდეგ გამორთეთ ან გადატვირთეთ კომპიუტერი: Start > Restart ან Start > Shutdown ამ პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია, რომ თქვენი ვინჩესტერი სრულიად იყოს გაწმენდილი ვირუსებისგან და, შესაბამისად, სისტემამაც ნორმალურად დაიწყოს მუშაობას. პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი |
|
გადმოვიწერე Dr.Web-ის ISO ფაილი და ფლეშზე ჩავწერე Unetbootin-ით, ჩატვირთვის დროს კი რაღაც ერორი გამომიგდო /bin/sh საქაღალდეში რაღაც tty ფაილი ვერ მოიძებნაო... რისი ბრალია? CD-ROM-ი გაფუჭებული მაქვს ასე რომ დისკიდან ვერ ვტვირთავ... :(