მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
როგორ მოვიშოროთ ვირუსები

Avira AntiVir Rescue System

Avira AntiVir  compinfo-ს  რჩეული ანტივირუსია და შედის CompinfoPack-ის შემადგენლობაშიც.

როგორც DR.Web, Avira-ც უშვებს Live CD-ს, რომელზეც ჩაწერილია ანტივირუსი. იდეა აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ ამ Live CD-ზე Avira AntiVir-ია ჩაწერილი. პროდუქტს Avira AntiVir Rescue System ჰქვია და მისი გადმოწერა ამ მისამართიდან შეიძლება.

DR.Web-ის ქმნილებისგან განსხვავებით, Avira AntiVir Rescue System ჩვეულებრივი გამშვები ფაილია, მასში ინტეგრირებულია თვითონ დისკის ასლიც და ასლის დისკზე ჩამწერი პროგრამაც. ჩამტვირთავი დისკის ჩასაწერად უბრალოდ ჩადეთ ცარიელი დისკი დრაივში და გაუშვით ფაილი.

Avira AntiVir Rescue System

თუკი იმ წუთში CD ხელთ არ გაქვთ, ან გინდათ ჩაწეროთ თქვენი ფავორიტი ჩამწერი პროგრამით, შეგიძლიათ დააჭიროთ Exit-ს, პროგრამა შემოგთავაზებთ დისკის ასლის შენახვას:

Avira AntiVir Rescue System

დისკის ასლის შესანახად, დააჭირეთ Yes-ს, მიუთითეთ ადგილი და რაიმე სახელი:

Avira AntiVir Rescue System

მოკლედ, ჩამტვირთავი დისკი უკვე მზადაა, ჩატვირთვაც იცით, როგორც უნდა. ისღა დაგრჩენიათ, ჩაიტვირთოთ:

Avira AntiVir Rescue System

გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ 1 და დააწექით Enter-ს (ან დაიცადეთ რამდენიმე წამი).

როგორც სურათიდან ჩანს, ეს პროდუქტიც Linux-ზეა დაფუძნებული, ოღონდ წინა შემთხვევისგან განსხვავებით არ შეიცავს არანაირ დამატებით უტილიტას, ირთვება მხოლოდ ანტივირუსი.

Avira AntiVir Rescue System

ანტივირუსი ჩაირთვება გერმანული ინტერფეისით, სურვილის შემთხვევაში შეიძლება ბრიტანეთის დროშაზე დაჭერით ინგლისურზე გადართოთ.

აქაც საჭიროა ბაზების განახლება, ამას გააკეთებთ ღილაკ Update-ზე დაჭერით:

Avira AntiVir Rescue System

სკანირების დაწყებამდე აქაც საჭიროა მცირე კონფიგურაცია, ამისთვის შედით Configuration განყოფილებაში და დააყენეთ შემდეგნაირად:

Avira AntiVir Rescue System

ანუ, შეცვალეთ მხოლოდ Actions at malware discovery განყოფილება, მონიშნეთ

Try to repair infected files და Rename files, if they cannot be resolved?

შემდეგ, გადავდივართ Virus scanner-ის განყოფილებაში და ვაწვებით ღილაკს Start Scanner.

Avira AntiVir Rescue System

სკანირების დრო ისევ და ისევ დამოკიდებულია კომპიუტერის მონაცემებსა და ფაილთა რაოდენობაზე.

Avira AntiVir-ის ანტივირუსული ძრავი და მონაცემთა ბაზა აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ.

სკანირების დასრულების შემდეგ შევდივართ Miscellaneous განყოფილებაში და ვაჭერთ ღილაკს Shutdown ან restart, სურვილისამებრ.

Avira AntiVir Rescue System

იმედია, თქვენი ვინჩესტერი გამოემშვიდობა ვირუსებს :-)

დასკვნის სახით მინდა ავღნიშნო, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ინფიცირებულ კომპზე ორივე პროგრამსა გამოიყენებთ, ეს ხერხები 100%-იან გარანტიას არ იძლევიან, მაგრამ ერთობლივად გამოყენების შემთხვევაში სრულად გაწმენდის შანსი იზრდება.

კიდევ ერთი შენიშვნა: ვირუსებმა შეიძლება დააზიანეს სისტემური ფაილები, რის გამოც Windows-ის წარმადობა სკანირების შემდეგაც არ გაიზარდოს მნიშვნელოვნად და საჭირო გახდეს სისტემის გადაყენება.

P.S:  შესაძლოა ერთმა პატარა ხრიკმა აგაშოროთ Windows-ის გადაყენება:

ამისთვის შედით Start მენიუში, დააჭირეთ Run... და აკრიფეთ SFC /scannow (Windows XP-ს შემთხვევაში საჭიროა ის დისკი, საიდანაც დაინსტალირებულია სისტემა), სისტემა შეამოწმებს სისტემური ფაილების მდგომარეობას და შეცვლის მათ დისკიდან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.

P.P.S: ვირუსები თუ მოიშორეთ, უმჯობესია იფიქროთ მათ პრევენციაზე: გადაიკითხეთ otosaxel-ის სტატია უსაფრთხოება windows-ის ქვეშ.

ავტორი: gi0_kiborg

პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 4
შეფასება: 1



გამოხმაურება

გადმოვიწერე Dr.Web-ის ISO ფაილი და ფლეშზე ჩავწერე Unetbootin-ით, ჩატვირთვის დროს კი რაღაც ერორი გამომიგდო /bin/sh საქაღალდეში რაღაც tty ფაილი ვერ მოიძებნაო... რისი ბრალია? CD-ROM-ი გაფუჭებული მაქვს ასე რომ დისკიდან ვერ ვტვირთავ... :(
05-08-2011, 13:01:53 | BRUTAL

skiamakia
რამდენჯერ დავწერო
ახალ (რამდენიმე დღის გადმოწერილ) Live CD-ს არ სჭირდება აპდეითი და შეეშვი საერთოდ თუ ვერ ნახულობ!!!!
თან შენ მგონი Update Server-ში შედიხარ და არა ქსელის კონფიგში, მოკლედ, დაანებე აპდეითს თავი
25-03-2010, 12:35:09 | Gio_kiborg

ვინმე დამეხმარეთ რა..ვერ ვანასტროიკებ ინტერნეტს, ვერცერთი ვერც ავირა და ვერც ეს ვერ აკეთებს განახლებას..სად რა ჩავწერრო.თქვენი სკრინი წინა ვერსიიდანაა, ეგ აღარდევს!
24-01-2010, 16:55:18 | skiamakia

ხალხო ვაბშე სხვანაირია ნეტის ფანჯარამ შავია ..და სად რა ჩავწერო ვერ გავიგე, კიდე წაშლის ფუნქცია არაა წერისას? host, domain და რაღაც მსგავსი გრაფერბია
24-01-2010, 16:06:22 | skiamakia

ნეტის ნასტროიკები სადაა ვერ ვნახე??
24-01-2010, 15:37:01 | skiamakia

toxrex
Avira ზოგიერთ ჩიპსეტზე არ იტვირთება, შესაძლოა მაგიის ბრალია, ვერაფერ იზამ...
gerrard1993
ჩამტვირთავი დისკი რომ გააკეთე, BIOS-იდან მიუთითე CD/DVD დრაივიდან რომ ჩაიტვირთოს? (როგორც Windows-ის გადაყენებისას)
25-12-2009, 20:00:09 | Gio_kiborg

Dრ.ვებ იშვებს თავისუფლად და აფდეითდება და ავირაზე კი განახლების და სკანირების ღილაკები გაუფერულებულია აწერია load mode და 0% თავისუფლად გადადის კონფიგურაციაში და ყველაფერში მაგრამ რაც საჭიროა იმას არ აკაეთებს და რა ვქნა?
29-10-2009, 11:14:10 | toxrex

ჩამტვირთავი დისკი გავაკეთე მარა მერე ფანჯარა აღარ გამოაქ და რა ვქნა?
24-10-2009, 13:02:36 | gerrard1993

shaknike
ISO-ს რომ არქივის სახით გიჩვენებს, ეგ ფაილთა ასოციაციის გამოა, ანუ დეფაულტად ახლა WinRAR ხსნის ISO-ს, შენ კი თუ შეცვლა გინდა, გახსენი მაგ ფაილის Properties და Open with-ის გასწვრივ (ეწერება WinRAR) დააჭირე Change-ს და მიუთითე სასურველი პროგრამა

ავირაზე კი ვერ გეტყვი, შესაძლოა რაიმე დრაივერი ვერ ჩატვირთა????
ან კიდევ, ეკრანს (მონიტორს) რა გარჩევადობა აქვს???
19-10-2009, 19:09:06 | Gio_kiborg

gio kiborg
ჰო ჩავწერე ჩავტვირთე და შემდეგ არ იმოქმედა, აი ეს არის- asus p5kpl se... კიდევ რა მაინტერესებს ვინდის გადაყენებამდე iso ფაილს დისკ ფოლდერის სახით მიჩვენებდა, ეხლა კი არქივის სახითაა, როგორ დავაბრუნო?
09-10-2009, 12:31:38 | shaknike


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.