COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » როგორ მოვიშოროთ ვირუსები

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=91&artpage=2&type=special


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
როგორ მოვიშოროთ ვირუსები

Dr.Web LiveCD

მართალია, Dr.Web ფასიან ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფას აწარმოებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე უფასო პროდუქტი, ჩვენი შემთხვევისთვის ყველაზე ეფექტურია Dr.Web Live CD (გადმოწერა შეიძლება ამ მისამართიდან). ეს არის ჩამტვირთავი დისკის ასლი (იმიჯი). დაქაჩეთ და ჩაწერეთ ის დისკზე (თუ არ იცით როგორ ჩაწეროთ დისკის ასლი დისკზე, გადაიკითხეთ ინსტრუქცია).

შემდეგი ეტაპია ამ დისკიდან ჩატვირთვა, ამისთვის ჩადეთ დისკი CD  დრაივში, შედით BIOS-ში, (კომპიუტერის ჩართვისას უნდა დააჭიროთ F2 ან Delete ღილაკს, დამოკიდებული დედა დაფის მწარმოებელზე), მონახეთ Boot განყოფილება და პირველ ადგილას დააყენეთ CD/DVD დრაივი, შემდეგ გადადით Exit ჩანართზე და აირჩიეთ Save changes and exit.

კომპიუტერი გადაიტვირთება და გამოჩნდება შემდეგი ეკრანი:

Dr.Web LiveCD

 

ვაჭერთ Enter-ს და ვაგრძელებთ ჩატვირთვას, დაინახავთ ასეთ ფანჯარას:

Dr.Web LiveCD

გამოცდილები უკვე მიხვდებოდით, რომ ლინუქს გარემოში ამოყავით თავი. Dr.Web Live CD წარმოადგენს Linux-ზე დაფუძნებულ Live დისკს, რომელზეც ჩაწერილია ანტივირუსი. სხვათა შორის, ამ სისტემაზე ასევე იპოვით სხვადასხვა უტილიტებს: ფაილ-მენეჯერს Midnight Commander, ბრაუზერს Firefox, საფოსტო კლიენტს და ა.შ.

ჩატვირთვის შემდეგ სისტემა მზადაა ვირუსებთან საბრძოლველად, მაგრამ მასზე ჩაწერილია ვირუსების ანაბეჭდთა ბაზები, გამოშვებული დისკის ასლის შექმნისას და თავისუფლადაა შესაძლებელი, მოძველებული იყოს. ეფექტური სკანირებისთვის გვჭირდება განახლებული ბაზები, ამიტომ პირველ რიგში მონახეთ განახლების მწვანე ღილაკი, დაკლიკეთ და დაელოდეთ განახლების დასრულებას.

Dr.Web LiveCD

ასევე, თუკი ქსელი არ მუშაობს ავტომატურ პარამეტრებზე, პროგრამა პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ინტერნეტს. საჭიროა კავშირის დაკონფიგურირება:

Start->Settings->Networks Configure manager

და ჩაწერეთ თქვენი ქსელის მონაცემები.

Dr.Web LiveCD

სკანირების დაწყების წინ საჭიროა კიდევ რამდენიმე პარამეტრის შეცვლა,

ანტივირუის ფანჯარაში დააჭირეთ  კონფიგურაციის ღილაკს (გადაჯვარედინებული სამუშაო იარაღები) ან შედით მენიუში Settings > Options განყოფილებაში და გადადით Actions ჩანართზე.

საქარხნო პარამეტრების მიხედვით, ყველა აღმოჩენილ ვირუსისა და მავნე ფაილზე მხოლოდ შეტყობინებას მიიღებთ, შემდეგ კი მოგიწევთ ხელით მიუთითოთ თუ რა უქნას ნაპოვნ ფაილს.

ავტომატიზაციისთვის დააყენეთ პარამეტრები შემდეგ მნიშვნელობებზე:

Dr.Web LiveCD

ანუ, პროგრამა შეეცდება ჯერ ინფიცირებული ფაილის მკურნალობას და თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას.

დაკონფიგურირების შემდეგ დააჭირეთ OK-ს და დაიწყეთ სკანირება:

Dr.Web LiveCD

თქვენი კომპიუტერის მონაცემების და ვინჩესტერზე არსებული ფაილების რაოდენობის მიხედვით სკანირებას სხვადასხვა დრო დასჭირდება, იყავით მომთმენი, ეს პროცედურა თქვენთვის ტარდება.

დასრულების შემდეგ გამორთეთ ან გადატვირთეთ კომპიუტერი: Start > Restart ან Start > Shutdown

ამ პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია, რომ თქვენი ვინჩესტერი სრულიად იყოს გაწმენდილი ვირუსებისგან და, შესაბამისად, სისტემამაც ნორმალურად დაიწყოს მუშაობას.

პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

გადმოვიწერე Dr.Web-ის ISO ფაილი და ფლეშზე ჩავწერე Unetbootin-ით, ჩატვირთვის დროს კი რაღაც ერორი გამომიგდო /bin/sh საქაღალდეში რაღაც tty ფაილი ვერ მოიძებნაო... რისი ბრალია? CD-ROM-ი გაფუჭებული მაქვს ასე რომ დისკიდან ვერ ვტვირთავ... :(
05-08-2011, 13:01:53 | BRUTAL

skiamakia
რამდენჯერ დავწერო
ახალ (რამდენიმე დღის გადმოწერილ) Live CD-ს არ სჭირდება აპდეითი და შეეშვი საერთოდ თუ ვერ ნახულობ!!!!
თან შენ მგონი Update Server-ში შედიხარ და არა ქსელის კონფიგში, მოკლედ, დაანებე აპდეითს თავი
25-03-2010, 12:35:09 | Gio_kiborg

ვინმე დამეხმარეთ რა..ვერ ვანასტროიკებ ინტერნეტს, ვერცერთი ვერც ავირა და ვერც ეს ვერ აკეთებს განახლებას..სად რა ჩავწერრო.თქვენი სკრინი წინა ვერსიიდანაა, ეგ აღარდევს!
24-01-2010, 16:55:18 | skiamakia

ხალხო ვაბშე სხვანაირია ნეტის ფანჯარამ შავია ..და სად რა ჩავწერო ვერ გავიგე, კიდე წაშლის ფუნქცია არაა წერისას? host, domain და რაღაც მსგავსი გრაფერბია
24-01-2010, 16:06:22 | skiamakia

ნეტის ნასტროიკები სადაა ვერ ვნახე??
24-01-2010, 15:37:01 | skiamakia

toxrex
Avira ზოგიერთ ჩიპსეტზე არ იტვირთება, შესაძლოა მაგიის ბრალია, ვერაფერ იზამ...
gerrard1993
ჩამტვირთავი დისკი რომ გააკეთე, BIOS-იდან მიუთითე CD/DVD დრაივიდან რომ ჩაიტვირთოს? (როგორც Windows-ის გადაყენებისას)
25-12-2009, 20:00:09 | Gio_kiborg

Dრ.ვებ იშვებს თავისუფლად და აფდეითდება და ავირაზე კი განახლების და სკანირების ღილაკები გაუფერულებულია აწერია load mode და 0% თავისუფლად გადადის კონფიგურაციაში და ყველაფერში მაგრამ რაც საჭიროა იმას არ აკაეთებს და რა ვქნა?
29-10-2009, 11:14:10 | toxrex

ჩამტვირთავი დისკი გავაკეთე მარა მერე ფანჯარა აღარ გამოაქ და რა ვქნა?
24-10-2009, 13:02:36 | gerrard1993

shaknike
ISO-ს რომ არქივის სახით გიჩვენებს, ეგ ფაილთა ასოციაციის გამოა, ანუ დეფაულტად ახლა WinRAR ხსნის ISO-ს, შენ კი თუ შეცვლა გინდა, გახსენი მაგ ფაილის Properties და Open with-ის გასწვრივ (ეწერება WinRAR) დააჭირე Change-ს და მიუთითე სასურველი პროგრამა

ავირაზე კი ვერ გეტყვი, შესაძლოა რაიმე დრაივერი ვერ ჩატვირთა????
ან კიდევ, ეკრანს (მონიტორს) რა გარჩევადობა აქვს???
19-10-2009, 19:09:06 | Gio_kiborg

gio kiborg
ჰო ჩავწერე ჩავტვირთე და შემდეგ არ იმოქმედა, აი ეს არის- asus p5kpl se... კიდევ რა მაინტერესებს ვინდის გადაყენებამდე iso ფაილს დისკ ფოლდერის სახით მიჩვენებდა, ეხლა კი არქივის სახითაა, როგორ დავაბრუნო?
09-10-2009, 12:31:38 | shaknike


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.