მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

Thermalright Ultra-120 eXtreme

Thermalright-ი საკმაოდ ცნობილი კომპანიაა ჰაერის გაგრილების სისტემებში. მისი წარმოებული ქულერების უმეტესობა თავის კლასში საუკეთესოდ ითვლება. ეს ეხება არა მხოლოდ პროცესორის ქულერებს, არამედ, ოპერატიული მეხსიერების, ვიდეო დაფის, დედა დაფის კვების წრედების, ჩიპსეტების გაგრილების სისტემებსაც. ბოლოს Thermalright-მა ვენტილატორების წარმოებაც დაიწყო FDB (TR-FDB სერია) და თხევადი მდგომარეობის (X-Silent სერია) საკისრებზე.

Thermalright-მა 2007 წლის 7 მარტს ბაზარზე Ultra-120-ის გაუმჯობესებული ვარიანტი, Ultra-120 eXtreme გამოუშვა. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის იყო, რომ TRUE-ს უფრო აგრესიული დიზაინის ხარჯზე 4-ის ნაცვლად 6 სითბური მილაკი ჰქონდა. Ultra-120 eXtreme-ის გამოშვებით Thermalright-ი ჰაერის გაგრილების ბაზარზე ლიდერად იქცა.


TRUE-ს ყუთის წინხედი

TRUE-ს დიდი პოპულარობის გამო, Thermalright-მა ჯერ TRUE Black 120 გამოუშვა, რომელიც შავად შეღებილი TRUE იყო, ახალი თერმოპასტით (Chill Factor) და დამატებითი აქსესუარებით. შემდეგ კი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა ბაზარზე 100%-ით სპილენძისგან დამზადებული TRUE Copper, რომლის წონაც 1900(!) გრამს შეადგენს. TRUE Copper-ს მოყვება აქსესუარების სრული პაკეტი და განახლებული თერმოპასტა - Chill Factor 2. TRUE Copper მიუხედავად იმისა, რომ თავისი დიდი სიმძიმის გამო, ცოტა არაპრაქტიკულია, Thermalright-ს ჰაერის გაგრილებაში ლიდერობას უნარჩუნებს.


TRUE-ს ყუთი უკნიდან

სტანდარტული Ultra-120 eXtreme-ი დღესდღეობით რამდენიმე კონფიგურაციაში გამოდის - სხვაობა მხოლოდ აქსესუარებშია. არსებობს TRUE-ს ვერსია, რომელსაც AMD-ს სამაგრები მოყვება, არსებობს ვერსია Intel-ის სამაგრებით, არსებობს ვერსია, რომელსაც მოყვება TR-FDB სერიის ვენტილატორი და ა.შ.


TRUE-ს აქსესუარები

რაც შეეხება ჩვენს Ultra-120 eXtreme-ს, მასში 3 მეტალია გამოყენებული. ქულერის ძირი და სითბური მილაკები სპილენძისგანაა დამზადებული, ფარფლები კი ალუმინისაა. ქულერის მთელი ზედაპირი დაფარულია ნიკელის თხელი ფენით. Ultra-120 eXtreme-ის წონა 790 გრამს შეადგენს და თავსებადია შემდეგ სოკეტებთან: Intel-ის LGA 775, LGA 1366 და AMD-ს Socket 939, Socket AM2/AM2+ და AM3. ჩვენს სატესტო ვარიანტს კომპლექტში მოყვება სამაგრების სრული კომპლექტი LGA 775-ისთვის. რაც შეეხება სხვა სამაგრებს, მათი შეძენა ცალკე მოგიწევთ. ყუთში იპოვნით 2 ცალ მავთულის სამაგრს ვენტილატორისთვის (გამოიყენება როგორც 25, ასევე 38 მმ სისქის ვენტილატორების დასამაგრებლად), 2 ცალ ანტივიბრაციულ რეზინის სტიკერს ვენტილატორისთვის და Thermalright-ის წარმოების თერმოპასტას, Chill Factor-ს. + გვაქვს ინსტრუქცია ქულერის დასამონტაჟებლად, სარეკლამო ფურცელი ქულერის მახასიათებლების და განსაკუთრებული თვისებების აღსანიშნავად, მისაწებებელი სტიკერი კეისისთვის და LGA 775 სოკეტის სამაგრი.

TRUE-ს დიზაინი არც ისე რთულია: სპილენძის ძირიდან ამოსული სითბური მილაკები ფარფლებში O-სებური ფორმით არიან განლაგებული. თვითონ ფარფლების კუთხეები კი გაღუნულია - ცალ მხარეს დაბლა, მეორე მხარეს კი მაღლა. ეს მცირე "გაღუნვები" ჰაერის მეტ "მოდებას" უზრუნველყოფენ ქულერის ფარფლებზე და TRUE-ს საშუალებას აძლევენ, უფრო ეფექტურად გამოიყენოს მასში გატარებული ჰაერის ნაკადი. TRUE-ს ზომებია 63.44 x 132 x 160.5 მმ, წონა კი 790 გრამს შეადგენს.

Ultra-120 eXtreme-ის ინსტალაცია საკმაოდ მარტივია - დედა დაფის უკან დგება ბექპლეიტი, ხოლო ზედა მხრიდან გაშლადი სამაგრითა და ზამბარიანი ვინტებით ხდება ქულერის დამაგრება. ქულერი სამაგრზე ერთი წერტილით მაგრდება, შესაბამისად, ცოტა ძალდატანებით, შესაძლებელია მისი სხვადასხვა მხარეს მობრუნება. გარკვეულ შემთხვევებში TRUE-ს ეს თვისება შეიძლება იყოს როგორც კარგი (სქელი თერმოპასტის პროცესორზე უკეთ გასაშლელად, კეისში სივრცის პრობლემებისას), ასევე ცუდი (ტრიალისას თერმოპასტა შეიძლება ზედმეტად გაშალოთ და შემდგომში არასაკმარისი აღმოჩნდეს გარკვეულ ადგილებში). მონტაჟის სრული აღწერილობისთვის იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც ქულერს მოყვება.


TRUE-ს ძირის დამუშავების ხარისხი

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.