Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
გაგრილება აჩქარებულ პროცესორზე
3.8 Ghz, 1.40V, IDLE - დაუტვირთავი რეჟიმი
საკმაოდ საინტერესოა - Thermolab Baram-მა ვერცერთი ვენტილატორის დახმარებით ვერ მოახერხა აჩქარებული პროცესორის ტემპერატურის 29 გრადუსამდე ჩამოყვანა. მის კონკურენტებს კი ამ ამოცანის შესრულება არ გასჭირვებიათ. 29 გრადუსი და უფრო დაბალი ტემპერატურა TRUE-სა და Megahalems-ისათვის იოლად მიღწევადი იყო, ვენტილატორების ნებისმიერი კონფიგურაციისას.
3.8 Ghz, 1.40V, LOAD - დატვირთული რეჟიმი
და მივედით ყველაზე საინტერესო შედეგებამდე. Thermolab-ის ქმნილებამ თავის მაქსიმუმს მალე მიაღწია და ასპარეზი კონკურენტებს დაუთმო. TRUE, რომელიც თავიდან Megahalems-ის უკან იყო, ჰაერის ნაკადის ზრდასთან ერთად ნელ-ნელა წინ გადაიწია და ბოლოს პირველ ადგილზეც აღმოჩნდა.
გადავიდეთ წარმადობის ანალიზზე, რომელიც არანაკლებ საინტერესო იქნება დაინტერესებულთათვის.
პირველი გვერდი « 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი
აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))