მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

ანალიზი

ვერ ვიტყვი, რომ ტესტირების შედეგები ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ პროცესში გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო დეტალები. მივიღეთ პრაქტიკული შედეგები, რომელიც სავსებით თავსებადია თეორიულ ცოდნასთან.

პირველი საინტერესო ფაქტი, რაც მივიღეთ, ისაა, რომ სტანდარტულ სიჩქარეებზე TRUE საუკეთესო აღმოჩნდა. როცა პროცესორის ენერგომოხმარება მცირეა, Ultra-120 eXtreme თავისი დიზაინის ხარჯზე ახერხებს მის ყველაზე ეფექტურად გაგრილებას.

ძალიან საინტერესოა Thermolab Baram-ის წარმადობაც. აღსანიშნავია, რომ ეს ქულერი თავის კონკურენტებზე მთელი 165 გრამით მსუბუქია. ამ ფონზე, ვთვლით, რომ მისი წარმადობა მშვენიერია, მეტი ამ ქულერს, უბრალოდ, არ მოეთხოვება. რეალურად მუშაობს Thermolab-ის ინოვაციური ტექნოლოგიებიც. სწორედ მათი დახმარებით შეძლო Baram-მა კონკურენცია გაეწია ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც Megahalems-ი და TRUE-ა.

რაც შეეხება ყველაზე საინტერესოს - Megahalems-ისა და TRUE-ს დაპირისპირებას. Prolimatech-ი თავისი ქმნილებისთვის რეკომენდაციას უწევს 800-1200 ბრუნი/წუთში სიჩქარის მქონე ვენტილატორებს, რომლებსაც წუთში ~57 კუბური ფუტი ჰაერის მიწოდება შეუძლიათ ქულერისთვის. თუ კარგად დააკვირდებით ტესტირების შედეგებს (3.8 გჰც, დატვირთული რეჟიმი), ნახავთ, რომ 1300 ბრუნი/წთ სიჩქარის მქონე Noctua NF-P12 ვენტილატორების გამოყენებისას Megahalems-ი აშკარად წინაა. თითო NF-P12-ის გამოყენებისას სხვაობა 2 გრადუსია, ხოლო ორი ვენტილატორის შემთხვევაში სხვაობა 3 გრადუსამდე იზრდება. როგორც ჩანს, Prolimatech-ის საიტზე რეკომენდაციები ტყუილად არ წერია, Megahalems-ი აშკარად მშვენივრად იყენებს საშუალო სიჩქარის მქონე ვენტილატორების ჰაერის ნაკადს.

წავიწიოთ წინ - მაღალსიჩქარიანი Thermalright TR-FDB-2000 ვენტილატორების გამოყენებისას, რომელთა სიჩქარე 2000 ბრუნი/წთ-ია, სიტუაცია შეიცვალა. აშკარა გახდა Prolimatech-ის ქმნილების სუსტი მხარე - გაზრდილ ჰაერის ნაკადს იგი თითქმის ვერ იყენებს. ტემპერატურა უცვლელი დარჩა ორი NF-P12-დან ერთ TR-FDB-2000-ზე გადასვლისას, ხოლო ორი TR-FDB-2000-ის გამოყენებისას ტემპერატურა მხოლოდ 0.5 გრადუსით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, Ultra-120 eXtreme საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობს გაზრდილი სიჩქარეებითა და მიწოდებული ჰაერის მოცულობით. სხვაობა ორი NF-P12-დან ერთ TR-FDB-2000-ზე გადასვლისას 2 გრადუსს შეადგენს. თუ ორ ცალ TR-FDB-2000-ს გამოიყენებთ, ტემპერატურა კვლავ 2 გრადუსით შემცირდება.

თუ არ გახსოვთ, გადადით მე-3 გვერდზე და ხელახლა წაიკითხეთ Prolimatech Megahalems-ის შესახებ ინფორმაცია. როგორც Megahalems-ი, ასევე Thermolab Baram-ი დაპროექტებულია ისე, რომ მათმა ფარფლებმა და სითბურმა მილაკებმა ჰაერს მინიმალური წინააღმდეგობა გაუწიოს მათ შორის გავლისას. დააკვირდით Baram-ის შედეგებსაც - სხვაობა ერთ და ორ TR-FDB-2000 ვენტილატორის გამოყენებისას ზუსტად Megahalems-ის მსგავსია და 0.5 გრადუსს შეადგენს. ამის საპირისპიროდ, TRUE-ს ფარფლების დიზაინი ჰაერს მეტ წინააღმდეგობას უწევს, იქმნება ჰაერის მეტი "მოდების" ეფექტი და შედეგად, ქულერი მიწოდებულ ჰაერს უფრო ეფექტურად იყენებს. Ultra-120 eXtreme-ს, თავისი დიზაინის ხარჯზე სკალირება შეუძლია ისეთი ვენტილატორების გამოყენებისასაც, რომელთა სიჩქარეები 2000 ბრუნზე მეტია წუთში. რაც შეეხება Megahalems-სა და Baram-ს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არცერთ მათგანს მაღალსიჩქარიანი ვენტილატორები არ უყვარს. 2000 ბრუნი/წთ ის სიჩქარეა, როცა ამ ქულერების ეფექტურობის სკალირება მინიმუმამდე ეცემა.

პირველი გვერდი « 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.