მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

დასკვნა

და მაინც, რომელი ქულერია საუკეთესო?

რაც უნდა იყოს, ფაქტია - TRUE-ს დიდება შეირყა. მართალია, ის ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს, მაგრამ სახელოვან Ultra-120 eXtreme-ს მოუწევს ცოტა ჩაიჩოჩოს და გვერდით Megahalems-ი მოისვას. დიახ, მეფე... დღეიდან ორია!

რომელს აირჩევთ ამ ორიდან, მხოლოდ თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გადახედეთ კიდევ ერთხელ ტესტირების შედეგებსა და ანალიზის გვერდს. წინასწარ განსაზღვრეთ, რომელ ვენტილატორს გამოიყენებთ თქვენი რჩეული ქულერისთვის, შეადარეთ ზომები (Megahalems-ი TRUE-სთან შედარებით, ოდნავ ფართოა, რაც საკმარისია, რომ ხშირ შემთხვევაში, დედა დაფის პირველი RAM სლოტი დაიფაროს. TRUE ამ მხრივ უფრო ლიბერალურია) და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

თუ თქვენ აჩქარების მოყვარული ხართ და გსურთ თქვენი ჰაერის გაგრილებისგან მაქსიმუმი მიიღოთ უმძლავრესი ვენტილატორების გამოყენებით, მაშინ უფრო მეტს, ალბათ, TRUE მოგცემთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საშუალოდ 1000-1600 ბრუნი/წთ ვენტილატორებით დაკმაყოფილდებით, Prolimatech-ის ქმნილების არჩევა უფრო ლოგიკური იქნება.

არა-ოვერქლოქერებისთვის როგორც ჩანს, უკეთესი არჩევანი TRUE-ა, თუმცა ეს მხოლოდ Core 2 პროცესორების პატრონებს ეხებათ. სიტუაცია Nehalem-ზე და AMD-ს სისტემებზე შეიძლება განსხვავებული იყოს.

Thermalright Ultra-120 eXtreme-სა და Prolimatech Megahalems-ს კომპინფო აჯილდოვებს "საუკეთესო წარმადობის" (Best Performance) ტიტულებით.

რაც შეეხება Thermolab Baram-ს, იგი ჩვენი აზრით, მშვენიერი ქულერია. საუკეთესო კომპლექტაცია (პრაქტიკულად სრულყოფილი, არაფრის დამატებით შეძენა საჭირო არაა. მეტიც, ვინტები ერთით მეტია კომპლექტაციაში, ვიდრე საჭიროა), კომპაქტური ზომები და მშვენიერი წარმადობა საშუალოსიჩქარიანი ვენტილატორების გამოყენებისას, იდეალურს ხდის მას ოვერქლოქერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა პლატფორმების ტესტირება. Baram-ში ფასი და ხარისხი თითქმის იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, კომპინფოს ტესტ-ლაბორატორია Thermolab Baram-ს აჯილდოვებს "საუკეთესო შენაძენის" (Best Buy) ტიტულით.

იმედი გვაქვს, აღნიშნული ტესტირება დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ქულერის არჩევაში. ასევე, გთხოვთ, დაგვიტოვოთ კომენტარები, თქვენი აზრები ტესტირებისა და პრეტენდენტების შესახებ.

პირველი გვერდი « 6 7 8 9 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.