Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
![]() ![]() Thermolab Baram კორეული კომპანია Thermolab-ი ბაზარზე 2003 წლიდან არსებობს, თუმცა, კომპიუტერული გაგრილების სისტემების წარმოება, მან ცოტა მოგვიანებით დაიწყო. მისი პირველი ქულერები Nano Silencer და Micro Silencer იყვნენ, რომლებიც მცირე ფორმ-ფაქტორის კეისებისთვისაა გათვლილი. Baram-ი Thermolab-ის პირველი ნაბიჯია ჰაი-ენდ ჰაერის გაგრილების სეგმენტისკენ.
Baram კორეული სიტყვაა და ინგლისურად Airflow-ს ნიშნავს, ქართულად კი - ჰაერის ნაკადს. ერთი შეხედვით მორიგ კოშკის სტილის ქულერში საკმაო რაოდენობითაა ინოვაცია. Thermolab Baram-იც, Megahalems-ისა და TRUE-ს მსგავსად ვენტილატორის გარეშე იყიდება, მომხმარებელმა საკუთარი გემოვნებითა და საჭიროების მიხედვით უნდა შეარჩიოს სასურველი ვენტილატორი.
Baram-ის დამზადებისას, კონკურენტებისგან განსხვავებით, მხოლოდ ორი მეტალია გამოყენებული, სპილენძი და ალუმინი. ქულერში სპილენძისგან დამზადებულია ხუთი 6 მმ-იანი სითბური მილაკი. ძირი და 54 ფარფლი კი ალუმინისაა. წონა 625 გრამს შეადგენს. ქულერის ზომებია 67 x 132 x 160 მმ. როგორც ხედავთ, Baram-ი კონკურენტებთან შედარებით, უფრო მსუბუქია. Baram-ის დიზაინი ინოვაციურია რამდენიმე ფაქტორის გამო. მასში გამოყენებულია ე.წ. „ალტერნატიული ფარფლების დიზაინი“ და სითბური მილაკები განლაგებულია X-ის ფორმით, რაც ამცირებს ჰაერის წინაღობას და ქმნის „ჰაერის გვირაბებს,“ რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს მეტი ჰაერის კონტაქტი ქულერის ფარფლების ზედაპირთან. თვითონ ფარფლები TRUE-სა და Megahalems-თან შედარებით, თხელია. რაც შეეხება ქულერის ძირს, იგი Baram-ის შემთხვევაში იდეალურად სწორია და სარკულ ანარეკლს იძლევა. Thermolab Baram-ი თავსებადია Intel-ის LGA 775, LGA 1366 და AMD-ს Socket 939, Socket AM2/AM2+ და AM3 სოკეტებთან. ამასთანავე, საჭირო სამაგრები ყველა სოკეტისთვის (!) კომპლექტში მოყვება ქულერს. დამატებით არაფრის ყიდვა საჭირო არაა. სამაგრების გარდა, ყუთში იპოვნით ინსტრუქციას ქულერის მონტაჟისთვის, თერმოპასტასა და 4 ცალ (ამ შემთხვევაშიც კომპლექტაცია სრულყოფილია, დამატებითი მავთულების ყიდვა საჭირო არაა. მავთულები გამოსადეგარია როგორც 25, ასევე 38 მმ-იანი ვენტილატორების დასამაგრებლად) მავთულის სამაგრს ვენტილატორებისთვის. Baram-ის ინსტალაცია, ისევე როგორც TRUE-სა და Megahalems-ის, მარტივია. დედა დაფის უკან დგება უნივერსალური ბექპლეიტი, რომელიც წინასწარ უნდა ააწყოთ ინსტრუქციის მიხედვით (საჭიროა 4 ვინტის, პლასტმასის იზოლატორებისა და ე.წ. "სპეისერის" დაყენება). ასევე ვინტებით უნდა დაამაგროთ 4 სამაგრი ფრთა ქულერის ძირზე. შემდეგ აწყობილ ქულერს ჩამოაცვამთ აწყობილ ბექპლეიტს და ბოლომდე მოუჭერთ ხრახნებს. ქულერს სამაგრთან კავშირი 4 წერტილში აქვს, შესაბამისად, მისი ტრიალი აქეთ-იქით შეუძლებელია. მონტაჟის სრული აღწერილობისთვის იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც ქულერს მოყვება.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი |
|
აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))